ფენტეზის ჟანრის 5 ფილმი, რომელმაც შეძრა სამყარო

კინო

2 ივნისი 18:00, 2017 წელი

ადამიანი არარეალურისადმი ინტერესს კაცობრიობის დასაბამიდან გამოხატავდა. ზუსტად ამის შედეგია მითები, ლეგენდები და ზღაპრები, თუმცა თანამედროვე ფენტეზის ჟანრის ფილმებში გადმოცემული ჯადოსნური „განზომილება“ ჩვენი სამყაროს პარალელურად არსებობს. აქ სულ სხვა ფიზიკური კანონები, წესები და მორალური ურთიერთობებია, ადამიანი კი მხოლოდ ნაწილია ამ სამყაროსი.

  

  • ეს მშვენიერი ცხოვრება / IT'S A WONDERFUL LIFE (აშშ 1946 წ.)

    ოქროს გლობუსის მფლობელი

    რეჟისორი: ფრენკ კაპრა

    როლებში: ჯეიმს სტიუარტი, დონა რიდი, ლაიონელ ბერიმორი, ტომას მიჩელი, ბიულა ბონდი, ფრენკ ფეილენი

    აღწერა: მთავარი გმირი ჯორჯ ბეილი პატარა სადაზღვევო კომპანიის მფლობელია. ის გამოგონილ ამერიკულ ქალაქში ბედფორდ ფოლსში ცხოვრობს. ჯორჯი პატიოსანი, თანამგრძნობი, მოსიყვარულე ქმარი და მამაა, მაგრამ პრობლემების გამო თავის მოკვლას გადაწყვეტს. აშკარაა, რომ ადამიანს, რომელიც უარს ამბობს ღმერთის უდიდეს მადლზე – სიცოცხლეზე – ესაჭიროება მფარველი ანგელოზის დახმარება. ზეცა მის გადასარჩენად კლარენსს გამოუშვებს, იმ მომენტისთვის ერთადერთ თავისუფალ მეორე ხარისხის ანგელოზს, კეთილს, მაგრამ გამოუცდელს. დრო კი მას თითქმის არ აქვს. კლარენსი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას იპოვის… 

  • საით მივყავართ ოცნებებს / WHAT DREAMS MAY COME (აშშ. 1998 წ.)

    ოსკარის მფლობელი

    რეჟისორი: ვინსენტ უორდი 

    როლებში: რობინ უილიამსი, კუბა გუდინგ უმცროსი, ანაბელა შიორა, მაქს ფონ სიუდოვი

    აღწერა: მთავარი გმირი, ბრწყინვალე ექიმი და ცოლზე შეყვარებული კრის ნისლენი ავტოკატასტროფის შედეგად იღუპება და სამოთხეში ხვდება. ცოლი სასოწარკვეთილია ქმრის დაღუპვის გამო და თავს იკლავს, რის შემდეგაც ჯოჯოხეთში აღმოჩნდება... კრისი სამუდამო სიმშვიდეზე უარს ამბობს და ცოლის დასაბრუნებლად ქვესკნელში ჩადის... 

  • დოგმა / Dogma (აშშ. 1999) 

    რეჟისორი: კევინ სმიტი

    როლებში: ბენ აფლეკი, მეთ დეიმონი, ლინდა ფიორენტინო, სელმა ჰაიეკი, ჯეისონ ლი, ჯეისონ მიუზი

    აღწერა: სამოთხიდან გაძევებული ორი ანგელოზი უკან დაბრუნებას ცდილობს. ნებისმიერი, ვინც ნიუ-ჯერსის ტაძარში არკაში გაივლის, შენდობას მიიღებს. მასში გავლის შემდეგ ლოკი და ბარტლბი ჩვეულებრივი მოკვდავები გახდებიან, ცოდვებს მოინანიებენ და სამოთხეში დაბრუნდებიან. მაგრამ არსებობს ერთი „მაგრამ“... თუ ეს მოხდება, სამყაროს ჰარმონია დაირღვევა, დედამიწაზე ყველაფერი გაქრება, ადამიანთა ჩათვლით. მათი შეჩერება უცნობ მეცამეტე მოციქულს რუფუსს დაევალა. მას ეხმარება იესო ქრისტეს შორეული ბიძაშვილისშვილის მამიდაშვილის შვილის შვილი სახლად ვიფანია...


  • ანგელოზი-ა / Angel-A (საფრანგეთი. 2005 წ.)

    რეჟისორი: ლუკ ბესონი

    როლებში: ჟამელ დებუზი, რი რასმუსენი, გილბერტ მელკი, სერჟ რიაბუკინი, აკიმ შირი, ერიკ ბელიე

    აღწერა: 28 წლის ანდრეს პარიზში ბოროტმოქმედების ვალი აქვს. როდესაც გადახდის დრო მოდის, იგი ხვდება, რომ ათი ათასობით დოლარის გასტუმრების შანსი არ აქვს. პოლიციაშიც და აშშ-ს საელჩოშიც მას უარს ეუბნებიან დახმარებაზე. ანდრე თავის მოკვლას გადაწყვეტს, მაგრამ ამ დროს მხსნელის სახით ერთი ლამაზი გოგო მოევლინება... 

  • დიდი თევზი / BIG FISH (აშშ. 2003 წ.)

    რეჟისორი: ტიმ ბარტონი

    როლებში: იუენ მაკგრეგორი, ალბერტ ფინი, ბილ ქრუდუფი, ჯესიკა ლანჟი, ჰელენ ბონემ კარტერი, ელისონ ლომანი, მარიონ კოტიარი, რობერტ გიომი, დევიდ დენმანი

    გადაღებულია დენიელ უოლეისის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. 

    აღწერა: სიკვდილის წინ მამა - გამოუსწორებელი ფანტაზიორი ედუარდ ბლუმი შვილს დაიბარებს. პრაგმატული კლერკი უილიამი მამის სანახავად მშობლიურ ქალაქში ჩადის. მამა მას უყვება თავისი ცხოვრებისა და სიყვარულის ისტორიას, რომელიც ზღაპარს ჰგავს მასში მონაწილე დაუჯერებელი პერსონაჟებით - ბოროტი და კეთილი ჯადოქრებით, გოლიათებით, სიამის ტყუპებით, მოჩვენებებითა და ნარცისებით სავსე მინდვრებით. მამის დაკრძალვაზე ჩამოსული მეგობრების ნახვის შემდეგ კი უილიამი მიხვდება, რომ მამამისის მანათხრობში ბევრი სიმართლეა... 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?