10 ფილმი რეალობის გადასაფასებლად

კინო

5 ივლისი 18:00
474

ეს ფილმები, შეიძლება ითქვას, ჩვენს ტვინს საკვებს აძლევს. ამ მიმართულებით წარმატებებს ისეთმა რეჟისორებმა მიაღწიეს, როგორებიც არიან ტერენს მალიკი, ალეხანდრო ხოდოროვსკი, ანდრეი ტარკოვსკი. წარმოგიდგენთ ამ და სხვა რეჟისორების ნამუშევრებს.

   

  • სიცარიელეში შესასვლელი / Enter the Void ( 2009 წ.)
    რეჟისორი:
    გასპარ ნოე

    როლებში: პას დე ლა უერტა, ნატანიელ ბრაუნი, სირილ როი, ოლი ალექსანდრი, მასატო ტანო, ედ სპირი

    ფილმის შესახებ: ეს ფილმი ნამდვილი ჰალუცინატორია. მკვეთრი ფერებით დატვირთულ კადრებს, მუსიკალურ და ვიზუალურ ეფექტებს მაყურებელი სიცოცხლის, სიკვდილისა და კოშმარების სამყაროში გადაჰყავს. ოსკარი ნარკოტიკით ვაჭრობს, მისი და ლინდა კი სტრიპტიზს ცეკვავს. ისინი ადრეულ ასაკში დაობლდნენ, როდესაც მშობლები ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ. ჯერ კიდევ ბავშვობაში ოსკარმა პირობა დადო, რომ დას არ მიატოვებდა, მაგრამ ბარში პოლიციის ალყაში იღუპება.
    ამის შემდეგ მაყურებელი ყველაფერს ოსკარის თვალებით უყურებს, უფრო სწორად მისი სულით. თხრობა ხან წარსულში გადადის, ხან აწმყოში ბრუნდება, რისი დახმარებითაც ალტერნატიულ რეალობაში ჩაეფლობით. 


  • ბიძია ბუნმი, რომელსაც წინა ცხოვრება ახსოვს / Uncle Boonmee Who Can Recall His Past Lives (2010)
    რეჟისორი: 
    აპიჩატპონგ ვერასეტაკული

    ფილმის შესახებ:  ეს არის პირველი ტაილანდური ფილმი, რომელმაც ოქროს პალმის რტო მოიპოვა. მთავარი პერსონაჟი ბიძია ბუნმი მძიმედ არის ავად და გადაწყვეტს, ცხოვრების უკანასკნელი დღეები ნათესავებთან, სოფელში გაატაროს. აქ მას გარდაცვლილი ცოლისა და დაკარგული შვილის სულები მოევლინებიან. ოჯახთან ერთად, ბიძია ბუნმი, ჯუნგლების გავლით მიდის იმ ადგილთან, სადაც დაიბადა, რათა თავისი წინა ცხოვრება გამოიკვლიოს.

  • ცვალებადი მდგომარეობა / Altered States (1980 წ.)
    რეჟისორი: კენ რასელი

    ფილმის შესახებ: კენ რასელმა შემეცნებით ფანტასტიკაში მოსინჯა თავი, როდესაც პედი ჩაეფსკის რომანის მიხედვით თრილერი გადაიღო. ფილმის მთავარი პერსონაჟი, ფსიქოლოგი ედვარდ ჯესუპი ადამიანის ცნობიერების ზღვრული მდგომარეობების შესწავლის მიზნით ექსპერიმენტებს ატარებს. ის ჰალუცინატორებს იღებს. მეცნიერი კვლევას მორალურ და ფიზიკურ გარდასახვამდე მიჰყავს, მისი ცნობიერი რეალობასა და ხილვებს ვეღარ არჩევს.

  • გველთან ჩახუტება / Embrace of the Serpent (2015)
    რეჟისორი: სირო გუერა

    ფილმის შესახებ: სირო გუერამ ეს ამაზონური თავგადასავალი შავ-თეთრ ფერებში გადაიღო. ყველაზე მდიდარი ფერების სამყარო ნაცრისფრის ელფერებამდე შევიწროვდა. და მაინც, ეს კინოფირი ძალიან კარგად აღიქმება, თქვენ ამას მიხვდებით, როგორც კი თვალი მიეჩვევა. „გველთან ჩახუტების“ გადაღების საფუძველი ორი მკვლევარის დღიურები გახდა, რომლებიც კოლუმბიურ ამაზონში გასულ საუკუნეში მოგზაურობდნენ.

  • ბარაკა / Baraka (1992)
    რეჟისორი:
    რონ ფრიკე

    ფილმის შესახებ: ეს არის დოკუმენტური ფილმი ჩვენს პლანეტაზე და მასზე არსებულ მრავალფეროვან ცხოვრებაზე.

  • სიცოცხლის ხე / Tree of Life (2011)
    რეჟისორი:
    ტერენს მალიკი 

    ფილმის შესახებ: ტერენს მალიკმა გადაიღო ფილმი, რომელიც ადამიანის ყოფის სულიერ მხარეს და სიცოცხლის დინებას ასახავს - მისი წარმოშობიდან XX საუკუნის კონკრეტული ამერიკული ოჯახის ცხოვრებამდე. განსაკუთრებულ ყურადღებას სამყაროს დაბადების კადრები იმსახურებს.

  • 2001 წელი: კოსმიური ოდისეა / 2001: A Space Odyssey (1968)

    რეჟისორი: სტენლი კუბრიკი
    სცენარი: ართურ კლარკი
    ფილმის შესახებ:  ეს ფილმი საუკეთესო შემეცნებითი ფანტასტიკაა ჰოლივუდის ისტორიაში, საერთაშორისო კინოკრიტიკოსების აზრით კი - მთელი მსოფლიოს კინოისტორიაში. ცნობილმა ფანტასტმა მწრალმა ართურ კლარკმა, კუბრიკთან ერთად, სიუჟეტად თავის ადრინდელი მოთხრობის „გუშაგის“ გაგრძელება შემოგვთავაზა. ფილმში ნაჩვენებია პარალელური სამყარო, ალტერნატიული რეალობა, სადაც კაცობრიობისთვის ფუნდამნეტურ და მისტიკურ კითხვებზე კიდევ უფრო მისტიკური პასუხები ჩნდება.

  • მეშვიდე ბეჭედი / The Seventh Seal (1957)
    რეჟისორი:
    ინგმარ ბერგმანი

    ფილმის შესახებ:  სიუჟეტი XIV საუკუნეში ვითარდება, როდესაც რაინდი ანტონიუს ბლოკი და მისი მეაბჯრე იონსი ათწლიანი ჯვაროსნული 10-წლიანი ლაშქრობებიდან ბრუნდებიან.  ანტონიუსი დაღალა ცხოვრებამ და ისეთს ვეღარაფერს ხედავს, რისი გულისთვისაც სიცოცხლის გაგრძელება ღირს. მაგრამ მანამდე იგი გადაწყვეტს, გაარკვიოს არსებობს თუ არა ღმერთი. მას სიკვდილი მოევლინება, რომელსაც ანტონიუსი ჭადრაკის თამაშს შესთავაზებს.

  • კოიანისქათსი / Koyaanisqatsi ( 1982 წ.)

    რეჟისორი: გოდფრი რეჯიო
    ფილმის შესახებ: ინდიელების ენაზე „koyaanisqatsi“ ნიშნავს „წონასწორობიდან გამოყვანილი ცხოვრება“.  ამ დოკუმენტურ ფილმში რეჟისორი მოგვითხრობს სამყაროზე, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელიც აქამდე რეალურად არ გვინახავს. ვიდრე ამ ფილმს გადაიღებდა კათოლიკე გოდფრი როჯიომ 14 წლის ასაკიდან მოყოლებული, 14 წელის ბერის ცხოვრებით იცხოვრა და ის პერიოდი ლოცვებსა და მარხვაში გაატარა. 

  • ოსტატი / The Master (2012)

    რეჟისორი: პოლ ტომას ანდერსონი
    ფილმის შესახებ: მოქმედება ხდება მე-20 საუკუნის 40-50-იან წლებში. მთავარი პერსონაჟი, მეზღვაური ფრედი კუელი, სამაგალითო მოქალაქე, მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიაში იბრძოდა, დემობილიზების შემდეგ კი იგი აგრესიულია, ალკოჰოლისადმი მიდრეკილი და ომში მიღებული სტრესის შემდეგუჭირს ადამიანებთან ნორმალური ურთიერთობა. თუმცა ფრედი თავისუფალია, ამ სიტყვის სრული გაგებით...

წყარო: cameralabs.org