ფილმები, რომლებიც შვილს 13 წლამდე აუცილებლად უნდა აყურებინოთ (10 ფოტო)

კინო

14 ივლისი 18:00
383

რატომ 13 წლამდე? იმიტომ, რომ შემდეგ თქვენი შვილი ფილმებს თავად შეარჩევს და თქვენს რჩევებს, დიდი ალბათობით, აღარ გაითვალისწინებს. ასე რომ, სანამ დროა, მოასწარით, რათა თქვენმა პატარამ სიკეთისა და ერთგულების ბევრი ამბავი მოისმინოს.

    

  • მზეთუნახავი და ურჩხული (1991)

    დისნეის მულტფილმებიდან ამით გირჩევთ დაწყებას, რადგან ბელი დამოუკიდებელი გოგოა, მამის ერთგულია და ძალიან უყვარს წიგნები - ნამდვილად კარგი მისაბაძი მაგალითია...

  • ნემოს ძიებაში (2003)

    ეს Pixar-ის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მულტფილმია. თავბრუდამხვევი წყალქვეშა სამყარო უთვალავი ფერისა და ფორმის არსებითაა სავსე. თევზი მარლინი თავის ერთადერთ ვაჟს ნემოს ეძებს, რომელმაც ოკეანეში ღრმად შეცურა და დაიკარგა. მამა დასახმარებლად სამეფო ჯიშის თევზს უხმობს... და იწყება ოკეანეს სიღრმეებში თავგადასავალი.

  • მუსიკის ჰანგები (1965)

    კლასიკური მიუზიკლი, რომელიც ჰოლივუდის ოქროს ეპოქაშია გადაღებული. არაჩვეულებრივი სიმღერებითა და კეთილი ისტორიით.

  • მეფე ლომი (1994)

    მულტფილმი, რომელზეც თქვენი პატარა როგორც გაიცინებს, ისე იტირებს კიდეც. აქ ყველაფერია - პრინცის დაბადება, ღალატი, ერთგული მეგობრები, სიყვარული და დაკარგულის დაბრუნება...

  • წვიმის ქვეშ მომღერალი (1952)

    ჯადოქრობა, სანახაობა, მუსიკა, სიმღერები - მოკლედ, ერთი დიდი დღესასწაულია.

  • ადის გიგანტი (1999)

    არაჩვეულებრივი ისტორია, რომელიც პატარა ბიჭისა და გიგანტური რობოტის მეგობრობაზე მოგვითხრობს. ამ ფილმის დევიზია: ყველაფერი უცხო საშიში არ არის.

  • უცხოპლანეტელი (1982)

    ეს თქვენი ბავშვის პირველი შეხვედრა იქნება სპილბერგთან. კიდევ ერთი ისტორია  ერთგული მეგობრობისა - ამჯერად შეშინებულ და მარტო დარჩენილ უცხოპლანეტელთან.

  • მარტო სახლში (1990)

    ამ ფილმს, გირჩევთ, მშობელმა და შვილმა ერთად უყუროთ. იცინებთ, იხალისებთ და თან ორივესთვის კარგი გაკვეთილიც იქნება.

  • დიდი (1988)

    ბავშვებო, ნუ იჩქარებთ გაზრდას! - სწორედ ეს არის ამ ფილმის მთავარი სათქმელი.

  • უოლ-ი (2008)

    უოლი ადამიანებისგან მიტოვებულ, ნაგვით სავსე დედამიწაზე დარჩენილი უკანასკნელი რობოტია. იგი 700 წლის განმავლობაში ცდილობს დედამიწის დასუფთავებას და ამასობაში ადამიანის მსგავს თვისებებს იძენს. ერთხელაც დედამიწაზე კოსმოსური ხომალდი ჩამოდის, თანამედროვე, პრიალა რობოტთან ერთად, უოლი ჩათვლის, რომ ნანატრი მეგობარი იპოვა და ხომალდის უკან გამგზავრებისას, მასთან ერთად, მალულად მიემგზავრება.

წყარო: twizz.ru