12 მსახიობი, ვინც კარიერის მწვერვალიდან მოულოდნელად გაუჩინარდა

კინო

2 აგვისტო 18:00
2589

ამ არტისტებმა მაყურებელს ბრწყინვალე როლებით დაამახსოვრეს თავი, მაგრამ შემდეგ თვალთახედვის არიდან გაქრნენ. სად არიან დღეს ისინი?

  

  • ჯენიფერ გრეი - „ბინძური ცეკვები“, 1987 წ.

    ფილმი „ბინძური ცეკვები“ჯენიფერ გრეისთვის კარიერის იდეალური დასაწყისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მსახიობმა პოპულარობა ვერ მოიპოვა. მას თვალს მოჰკრავდით სერიალებში „მეგობრები“, „ექიმი ჰაუსი“, მაგრამ აშკარად ვერ იცნობდით - მსახიობი ცხვირის პლასტიკურმა ოპერაციამ ძალიან შეცვალა. „საოპერაციოში ცნობილი ადამიანი შევედი და იქიდან არავინ გამოვედი“, - გამოტყდა ჯენიფერი.

  • ედვარდ ფერლონგი - „ტერმინატორი 2: განკითხვის დღე“, 1991 წ.

    ედვარდმა წარმატებით შეასრულა ჯონ კონერის როლი ბავშვობაში და MTV Movie Award და Saturn Award ჯილდოებიც დაიმსახურა. მოგვიანებით ის კვლავ გამოჩნდა რამდენიმე წარმატებულ ფილმში: „ამერიკული ისტორია X“, ედვარდ ნორტონთან ერთად, და „როკის ქალაქი“, მაგრამ 2000-იანებში ალკოჰოლმა და ნარკოტიკებმა მისი კარიერა გააჩერა. მსახიობმა უარი თქვა მოზრდილი ჯონ კონერის როლის შესრულებაზე ფილმში „ტერმინატორი 3: მანქანების ამბოხი“.

  • რობერტ პატრიკი - „ტერმინატორი 2: განკითხვის დღე“, 1991 წ.

    იგი ჯეიმს კამერონის საკულტო ფილმის კიდევ ერთი ვარსკვლავია, რომელმაც „ბოროტი“ ტერმინატორის Т-1000-ის როლი შეასრულა. დღეს რობერტის ანგარიშზე 100 ფილმზე მეტია, მათ შორის „ხიდი ტერაბითიაში“ და „ზღვრის გადაკვეთა“, მაგრამ, როდესაც მსახიობს ეკრანზე ვხედავთ, მაინც თხევადი ტერმინატორი გვიდგება თვალწინ.

  • ეშლი და მერი-კეიტ ოლსენები - „მე და ჩემი აჩრდილი“, 1995 წ.

    ოციოდე წლის წინათ მთელი მსოფლიო გიჟდებოდა ამ დების პერსონაჟებზე. ამ ფილმს კიდევ რამდენიმე წარმატებული პროექტი მოჰყვა. მათი უკანასკნელი ნამუშევარი იყო ფილმი „ნიუ-იორკის გაელვება“, რომელსაც მათთვის ზრდასრულების კინოში უნდა გაეხსნა გზა, მაგრამ ეს არ მოხდა - დების სამსახიობო კარიერა დასრულდა. სამაგიეროდ, ეშლიმ და მერი-კეიტმა წარმატებას ტანსაცმლის დიზაინის სფეროში მიაღწიეს. 

  • ჯეისონ მევესი - „ჯეი და მდუმარე ბობი“, 2001 წ.

    ამ ფილმში ჯეისონი თავისი მეგობრის, რეჟისორ კევინ სმიტის (იგი ბობის როლსაც ასრულებს) დამსახურებით მოხვდა. სმიტი ცდილობდა, ჯეისონი ნარკოდამოკიდებულებისგან გადაერჩინა და თითქმის თავის ყველა ფილმში გადაიღო, რომელთა შორისაა „დოგმა“ და „კლერკები“. ჯეისონმა სხვა რეჟისორების ფილმებშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა ყველასთვის მაინც მოუქნელ ჯეიდ დარჩა.

  • ქერი–ენ მოსი - „მატრიცა“, 1999 წ.

    ტრინიტის შემსრულებელი ქერი–ენ მოსი „მატრიცას“ გადაღებების შემდეგ დატაცებაზე იყო. თქვენ მას ნახავდით ფილმებში „გახსოვდეს“ და „შოკოლადი“, მაგრამ ჰაკერი გოგონას როლი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ რთული გახდა მისი გადაფარვა. ვიმედოვნებთ, რომ ქერი-ენი ამას ოდესმე მოახერხებს. 

  • მარკ ჰამილი - „ვარსკვლავური ომების“ სამ ეპიზოდში, 1977-1983 წწ.

    ლუკ სკაიუოკერის როლი ბოროტად გაეხუმრა მსახიობს: რეჟისორებს არ სურდათ მისთვის მთავარი როლის შეთავაზება, რადგან მასში მხოლოდ ჯედაის ხედავდნენ. მარკს დეპრესია დაემართა და მეორეხარისხოვან როლებს შეეგუა. 

  • ჯეიკ ლოიდი - „ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I“, 1999 წ.

    ჯეიკმა შეიძულა თავისი ცნობილი როლი „ვარსკვლავური ომებიდან“. მსახიობი ამბობდა: „თანაკლასელები ყოველთვის, როდესაც მხედავდნენ, მაჯავრებდნენ და ლაზერული ხმლების ხმის იმიტაციას აკეთებდნენ . ეს საშინელება იყო, ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა. ამას დამატებული დღეში 60 ინტერვიუს ჩაწერა მიწევდა“. ჯეიკის ცხოვრება ვერ დალაგდა: მას პრობლემები შეექმნა პოლიციასთან და ფსიქიკასთან.

  • მიშა ბარტონი - „მარტოხელა გულები“, 2003-2007 წწ.

    სერიალ „მარტოხელა გულების“ ვარსკვლავი მოულოდნელად ძალიან პოპულარული გახდა, მაგრამ მოგვიანებით მსახიობს დამღუპველმა ჩვევებმა დიდებისკენ გზა გაურთულა. ამჟამად მიშა 31 წლისაა და ფილმებში გადაღებას აგრძელებს. იმედია, თავის პრობლემებს გაუმკლავდება და მისი საუკეთესო როლი წინ გველოდება...

  • სარა მიშელ გელარი - „ბაფფი ვამპირებზე მონადირე“, 1997-2003 წწ.

    90-იან წლებში მსახიობმა პოპულარობა საშინელებათა ფილმებში ნათამაშები როლებით მოიპოვა. მათგან ყველაზე პოპულარული „ბაფფი ვამპირებზე მონადირე“ იყო. რეჟისორები უკვე ვეღარ აღიქვამდნენ მსახიობს საშინელებათა ფილმებს მიღმა და როლებიც შეუმცირდა. ამ ფილმების ფონზე შეიძლება გამოვარჩიოთ სარას ნამუშევარი ფილმში „ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა“, პაულო კოელიოს რომანის მიხედვით. 2000 წელს სარა მსახიობ ფრედი პრინც ჯუნიორს გაჰყვა ცოლად, რომელთან ერთადაც დღემდე ბედნიერია და ორი შვილიც ჰყავს.

  • უესლი სნაიპსი - „ბლეიდი“, 1998 წ.

    კიდევ ერთი ვამპირებთან მებრძოლი - ბლეიდი, იგივე უესლი სნაიპსი, რომელიც ჩვენი თვალთახედვიდან გაქრა. როგორც აღმოჩნდა, 1999 წელს მსახიობი შემოსავლის დამალვის გამო ციხეში აღმოჩნდა. 2013 წელს ის გათავისუფლდა და კინოში გადაღებას აგრძელებს.

  • მაკოლეი კალკინი - „მარტო სახლში“, 1990 წ. და „მარტო სახლში 2“, 1992 წ.

    ამ ფილმის შემდეგ ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბავშვი მსახიობი იყო. მსახიობის მამა, რომელიც ვაჟის როლებზე შეთანხმებებს აწარმოებდა, რეჟისორებს აუცილებელ პირობად უყენებდა ფილმებში მისი დანარჩენი შვილების გადაღებასაც. ამის შემდეგ მაკოლეის ფილმებში აღარავინ ეძახდა. მოგვიანებით, წამოზრდილ კალკინს უამრავი პრობლემა დაატყდა თავს: მისი ორივე და დაიღუპა, ცოლს გაშორდა, ანტიდეპრესანტებს მიეჯაჭვა და ციხეში აღმოჩნდა. ამჟამად მაკოლეი DJ-ს პროფესიით შოულობს ფულს და ხანდახან ფილმებშიც მონაწილეობს. 

წყარო: adme.ru