7 ვარსკვლავი, ვინც დაბალ ჰონორარს დასთანხმდა და არ ინანა

კინო

4 აგვისტო 18:00, 2017 წელი

არის შემთხვევები, როდესაც მსახიობები, რომლებმაც თავიანთი შესაძლებლობები კარგად იციან, დაბალბიუჯეტიან, მაგრამ საინტერესო პროექტებს თანხმდებიან. და ეს არ ეხებათ მხოლოდ რობერტ როდრიგესსა და კვენტინ ტარანტინოს, რომლებიც ერთმანეთის ფილმებში, კინოს სიყვარულით, 1 დოლარად მონაწილეობენ.

ჯორჯ კლუნი - 1 დოლარი


მას შემდეგ, რაც ეკრანებზე „ოუშენის თერთმეტი მეგობარი“ წარმატებით დატრიალდა, მსახიობმა და დამწყებმა რეჟისორმა ჯორჯ კლუნიმ დიდი ხნის ოცნების ასრულება - კერძოდ კი, პოლიტიკური დრამის გადაღება გადაწყვიტა. კლუნიმ ამ საქმეში თავისი ლოს-ანჯელესის სახლი ჩადო და სტუდიასთან 1 დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა. შედეგად, ის ფილმისთვის „ძილი ნებისა და იღბალს გისურვებ“ „ოსკარის“ ორ ნომინაციაზე წარადგინეს: საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ორიგინალური სცენარი.



 


ლინდსეი ლოჰანი - 6500 დოლარი


წითური ლინდსეი ლოჰანი კამერის წინ სამი წლის ასაკში გამოჩნდა, ათი წლისთვის უკვე სერიალებში მონაწილეობდა, 11 წლის ასაკში კი პირველი მთავარი როლი მიიღო ფილმში. 2000-იანების დასაწყისში მისი ჰონორარი უკვე ექვსი ნულით მთავრდებოდა, მაგრამ მსახიობის ბრწყინვალე კარიერა ნარკოტიკებისა და კანონებთან არსებული პრობლემების გამო შეწყდა. არ არის გასაკვირი, რომ გამქრალმა ვარსკვლავმა 2013 წელს ფილმ „კანიონებში“, სულ რაღაც, 6500 დოლარად მიიღო მონაწილეობა. ამ ფილმით მსახიობის იმიჯის რეაბილიტირება მოხდა და კრიტიკოსები ნათელ მომავალსაც უწინასწარმეტყველებენ.



 


ჯეიმი დორნანი - 120 000 დოლარი


მუსიკოსისა და მოდელის ჯეიმი დორნანის კინოში მოღვაწეობა სოფია კოპოლას ფილმში მარი ანტუანეტას საყვარლის როლით დაიწყო და შემდეგ სერიალებსა და ნაკლებად ცნობილ ფილმებში ეპიზოდური როლებით გრძელდებოდა. ერთხელაც, მან მიიღო შეთავაზება, ეთამაშა მილიარდერი საყვარლის როლი ფილმში „გრეის ორმოცდაათი ელფერი“. ბრიტანელი დაუფიქრებლად დასთანხმდა მცირე ჰონორარს. თუმცა, როდესაც ფილმის გაგრძელებაზე დაიწყო საუბარი, მსახიობმა მანამ ივაჭრა, სანამ 6,9 მილიონი არ მიიღო. ამბობენ, რომ მას კიდევ ნახევარი მილიონის გადახდას შეჰპირდნენ, თუკი დასთანხმდება და „ყველაფერს გამოაჩენს“.



 


ჯონ ტრავოლტა - 150 000 დოლარი


როდესაც კვენტინ ტარანტინომ „მაკულატურის“ გადაღება ჩაიფიქრა, ის ჯერ არ იყო კინემატოგრაფიის აღიარებული გენიოსი და არ შეეძლო, მსახიობებისთვის სერიოზული თანხა შეეთავაზებინა. ამიტომ დამწყებ მსახიობ უმა თურმანს 300 ათას დოლარს შეჰპირდა. ჯონ ტრავოლტა კი 150 ათას დოლარს დასჯერდა... და არ შეცდა - ამ როლით მისმა კარიერამ მწვერვალს მიაღწია. ფილმი იმდენად შთამბეჭდავი გამოვიდა, რომ მისი გადაფარვა ჯერ კიდევ ვერავინ მოახერხა - ტარანტინომაც კი.



 


მეთიუ მაკკონაჰი - 200 000 დოლარი


„დალასის შემსყიდველთა კლუბის“ ბიუჯეტი, ჯამში, 5,5 მლნ დოლარს შეადგენდა, ამიტომ ფილმის შემქმნელებს ცნობილი და მოთხოვნადი მსახიობისთვის მხოლოდ 200 ათასი დოლარის შეთავაზება შეეძლოთ. ეს ფილმი კოვბოის რეალურ ცხოვრებაზეა, რომელმაც საკუთარი ძალებით აშშ-ში შიდსის მკურნალობის ალტერნატიული სისტემა შექმნა. მსახიობს სიუჟეტი საინტერესოდ მოეჩვენა და დაბალ ანაზღაურებაზე დასთანხმდა. ამ ფილმმა მას „ოსკარი“ მოუტანა საუკეთესო მსახიობი მამაკაცის როლისთვის.


 


 


შონ ასტინი - 250 000 დოლარი


„ბეჭდების მბრძანებელში“ ერთ-ერთი ცნობილი პერსონაჟის, მებაღე სემუაიზ გემჯის როლს, კოლეგებისგან განსხვავებით, შონ ასტინი მოკრძალებულ 250 ათას დოლარად დასთანხმდა. სამაგიეროდ, რეჟისორმა პიტერ ჯეკსონმა მსახიობს უზარმაზარი ჰობიტების ტერფები აჩუქა.



 


ტომ კრუზი - 0 დოლარი


ტომ კრუზის სამი წარმატებული „შეუსრულებელი მისიის“ შემდეგ, ფილმის შემქმნელები დაფიქრდნენ, შეძლებდა თუ არა უკვე 49 წლის მსახიობი კიდევ ერთ ნაწილში მონაწილეობას. ისინი აპირებდნენ კიდეც, ითან ჰანტის როლი უფრო ახალგაზრდა მსახიობისთვის მიეცათ ან ჯერემი რენერის გმირი წამოეწიათ წინა ხაზზე. კრუზმა გადაწყვიტა, დაემტკიცებინა, რომ მისი პენსიაზე გაშვება ადრეა და ბურჯ-ხალიფას ცათამბჯენის წვერზე აძვრა. მან უარი თქვა ჰონორარზე და ფილმის გაქირავებიდან შემოსული თანხის პროცენტს დასთანხმდა. ფილმმა მსახიობს 70 მლნ დოლარი და ბევრი საინტერესო შეთავაზება მოუტანა.


წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?