გენიალური იმპროვიზაციები კინოში

კინო

9 აგვისტო 18:00, 2017 წელი

ხანდახან სპონტანური სცენა დადგმულზე ბევრად წარმატებული გამოდის. ასეთი რამ გადასაღებ მოედანზე ხშირად ხდება. წარმოგიდგენთ მაგალითებს, როგორ შეუძლია სცენარიდან გადახვევას, ფილმი უკეთესი გახადოს.

1. „ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო“



ეს სცენა ტრაგიკულად დამთავრდებოდა, რომ არა ვიგო მორტენსენის არაჩვეულებრივი რეაქცია. ორკის როლის შემსრულებელ მსახიობს დანა ხელიდან გაუცურდა და არაგორნის მიმართულებით მართლა გაისროლა. ვიგომ სასწაულის ძალით შეძლო ხმლით დანის მოგერიება. იარაღთან ვარჯიშს უკვალოდ არ ჩაუვლია, ფილმი კი კიდევ ერთი შთამბეჭდავი კადრით გამდიდრდა.


 


2. „შავი რაინდი“



ტექნიკური ხარვეზის გამო მოულოდნელად შეწყდა აფეთქებების სერია, რომელიც ჯოკერმა საავადმყოფოში მოაწყო. რომ არა ჰიტ ლეჯერის გენიალური იმპროვიზაცია, ეს სცენა ფილმიდან, ალბათ, ამოვარდებოდა. მსგავსი შოუს კიდევ ერთხელ მოწყობა კი ზედმეტად ძვირი დაჯდებოდა.


 


3. „შურისმაძიებლები“



რობერტ დაუნი ჯუნიორი იმდენად შევიდა რკინის კაცის როლში, რომ მას საკუთარი თვისებები გადასცა, მაგალითად, გამუდმებით რაღაც სასუსნავის ღეჭვა. ეპიზოდი, როდესაც ის ჰალკს და კაპიტან ამერიკას მოცვს სთავაზობს - ეს ნიჭიერი მსახიობის იმპროვიზაცია იყო.


 


4. „გალაქტიკის მცველები“



თუ რეჟისორ ჯეიმს განს ვენდობით, კრის პრატს უსასრულობის ქვა იმიტომ კი არ გავარდნია ხელიდან, რომ ასე იყო გაწერილი სცენარში, არამედ ეს საკუთარი მოუხერხებლობით მოუვიდა. ამის მიუხედავად, კრისი როლში დარჩა. კადრი ბუნებრივი გამოვიდა და პერსონაჟის ხასიათსაც შეეფერება.


 


5. „კაზინო როიალი“



როდესაც სანაპიროს სცენას იღებდნენ, გეგმის მიხედვით, წყლიდან მიმზიდველი ლამაზმანი უნდა გამოსულიყო. მაგრამ მოულოდნელად კამერის წინ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი დენიელ კრეიგი გამოჩნდა. ის იმდენად ეფექტურად გამოვიდა სანაპიროზე, რომ სცენარის შეცვლა გადაწყვიტეს. მოგვიანებით ეს საცურაო კოსტიუმი აუქციონზე 72 ათას დოლარად გაიყიდა.


 


6. „ინდიანა ჯონსი და დაკარგული კიდობნის მაძიებელნი“



ინდიანა ჯონსისა და შავებში გამოწყობილი ბოროტმოქმედის სცენა, თავდაპირველად, გრძელ ეპიზოდად მოიაზრებოდა. მაგრამ იმ დღეს, როდესაც სტივენ სპილბერგი ამ სცენის გადაღებას გეგმავდა, ჰარისონ ფორდი ავად გახდა. რეჟისორმა გადაწყვიტა, განრიგი არ დაერღვია და მსახიობს მოწინააღმდეგის ერთადერთი გასროლით დამარცხება შესთავაზა. ჯამში, საკმაოდ იუმორისტული მომენტი გამოვიდა.


 


7. „ჯანგო“


ლეონარდო დიკაპრიო იმდენად პროფესიონალი აღმოჩნდა, რომ როლის შესრულება მას შემდეგაც არ შეწყვიტა, როდესაც, მაგიდის ნაცვლად, ბროლის ჭიქაზე დარტყმისას ხელზე სერიოზული ჭრილობა მიიღო. კვენტინ ტარანტინომ გადამღები ჯგუფი არ გააჩერა და სწორიც აღმოჩნდა. კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ლეოსთვის „ოსკარის“ გადაცემა დააგვიანეს.


 


 


  


 


 


 


 


 


8. „ძირითადი ეჭვმიტანილები“



ამ სცენაში კოლექტიური სიცილი დაგეგმილი არ იყო. ასევე, არ იყო  დაგეგმილი, რომ გადაღებების დროს ბენისიო დელ ტოროს რამდენიმეჯერ გაეფუჭებინა ჰაერი. სწორად ამიტომ იფარებს ხელს ცხვირზე გაბრიელ ბირნი.


 


9. „კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი“



მსახიობ ჰეილი ეტველის კაპიტან ამერიკის სხეული იმდენად მოეწონა, რომ თავი ვერ შეიკავა და კრის ევანსს შეეხო, თუმცა ეს არ იყო დაგეგმილი. არც ისე ლამაზი ჟესტი იყო, მაგრამ რეჟისორს მოეწონა და ის საბოლოო ვერსიაში მოხვდა.


 


10. „მექანიკური ფორთოხალი“



იმისთვის, რომ მწერლის სახლში ძალადობის სცენა უფრო რეალისტური და შემზარავი ყოფილიყო, მაყურებელს კი გაეგო, რამდენად მარტივად შეუძლიათ ალექსისა და მის მეგობრებს სისასტიკის ჩადენა, სტენლი კუბრიკმა მალკოლმ მაკდაუელს სთხოვა, მთელი სცენის მანძილზე თავისი საყვარელი სიმღერა ეღიღინა. მსახიობმა „Singing in the rain“ აირჩია.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?