5 ფილმი, რომელიც პულიცერის პრემიის გამარჯვებული პიესების მიხედვით გადაიღეს

კინო

29 სექტემბერი 18:00, 2017 წელი

ჟურნალისტიკის, ლიტერატურის, მუსიკისა და თეატრის სფეროში ამ უმაღლესი ამერიკული ჯილდოს ლაურეატი, 1918 წლიდან მოყოლებული, ბევრი მწერალი-დრამატურგია და მათი ნაწარმოებების მიხედვით არაჩვეულებრივი სპექტაკლები და ფილმები გვახსოვს. დღეს წარმოგიდგენთ ფილმებს, რომლებიც პულიცერის პრემიის გამარჯვებული პიესების მიხედვით XXI საუკუნეშია გადაღებული.

  

  • აგვისტო: ოსეიჯის საგრაფო / August: Osage County

    წელი: 2013

    რეჟისორი: ჯონ უელსი

    აღწერა: ფილმი ტრეისი ლეტსის პიესის მიხედვითაა გადაღებული, რომელმაც პულიცერის პრემია 2008 წელს დაისმახურა. ფილმში მსახიობთა შემადგენლობა შთამბეჭდავი: მერილ სტრიპი, ჯულია რობერტსი, იუენ მაკგრეგორი, კრის კუპერი, ჯულიანა ნიკოლსონი, ბენედიქტ კამბერბეტჩი. არც რეჟისურა მოიკოჭლებს და შედეგიც მოსალოდნელი დადგა - ორი ნომინაცია „ოსკარზე“. ატმოსფერო ჩეხოვის დრამებს მოგაგონებთ: გარდაიცვალა (უფრო სწორად უკვალოდ დაიკარგა) მამა, დიდი ოჯახი ერთად იკრიბება (მაგიდის ირგვლივ სამი და ერთად ზის), მაშინვე ძველი წყენები ტივტივდება, ისმის ურთიერთბრალდებები, ფარდა ეხდება იმას, რაც საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო...

  • კურდღლის სორო / Rabbit Hole

    წელი: 2010

    რეჟისორი: ჯონ კემერონ მიტჩელი

    აღწერა: ბეკი კორბეტის როლისთვის ნიკოლ კიდმანი „ოსკარზე“ საუკეთესო მსახიობი ქალისთვის იყო წარდგენილი. მან არაჩვეულებრივად შეძლო თავისი გმირის, დედის, რომელმაც შვილი დაკარგა და ცდილობს, ამ საშინელებას გაუმკლავდეს, ტკივილისა და შინაგანი წინააღმდეგობების გადმოცემა. ფილმი დევიდ ლინდსი-ებერის პიესის მიხედვითაა გადაღებული, რომელმაც პულიცერის პრემია 2007 წელს მოიპოვა.

  • ეჭვი / Doubt

    წელი: 2008

    რეჟისორი: ჯონ პატრიკ შენლი

    აღწერა: „თუ თქვენ გჭირდებათ ნომინაცია „ოსკარზე“, მაშინ ქალის მთავარ როლზე მერილ სტრიპი აიყვანეთ“, - ეს საკმაოდ ცნობილი კინოხუმრობაა. მაგრამ ყველა ხუმრობაში არის სიმართლის მარცვალი... მაშ ასე, „ეჭვი“ ექვსჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე. მერილ სტრიპს ნამდვილად შეეძლო „ოსკარის“ მოპოვება დედაო ელიზა ბოვიეს როლისთვის. ფილმის სიუჟეტი 1964 წელს კათოლიკური ეკლესიის სკოლაში ვითარდება. უნდა აღინიშნოს, რომ სცენარის ავტორი და ფილმის რეჟისორი ჯონ პატრიკ შენლია, რომელმაც ფილმი საკუთარი პიესის მიხედვით გადაიღო, რომელმაც პულიცერის პრემია 2005 მოიპოვა.

  • ქირა / Rent

    წელი: 2005

    რეჟისორი: კრის კოლუმბუსი

    აღწერა: 1996 წელს როკ-მიუზიკლ „Rent“-ის პრემიერამ დიდი წარმატებით ჩაიარა. რეჟისორი, კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი ჯონათან ლარსონი იყო. სიუჟეტის ფუძე ოპერა „ბოჰემა“ გახდა. პრინციპში, ლარსონმა „ვესთსაიდური ამბის“ წარმატების გამეორება შეძლო. ლარსონის როკ-მიუზიკლის სიუჟეტის ცენტრში ნიუ-იორკის ბოჰემური წვეულებებია, რომლებშიც იმ დროის რეალობაა თავმოყრილი: შიდსი, ნარკოტიკი და ურთიერთობები. შედეგი: პულიცერის პრემია 1996 წელს. 9 წლის შემდეგ როკ-მიუზიკლის კინოვერსია კრის კოლუმბუსმა („ორასი წლის ადამიანი“, „ჰარი პოტერის“ პირველი ორი ნაწილის რეჟისორი) გადაიღო.

  • მტკიცებულება / Proof

    წელი: 2005

    რეჟისორი: ჯონ მედდენი

    აღწერა: ეს ფილმი ატმოსფეროთი 2001 წელს გადაღებულ „ბრწყინვალე გონებას“ მოგაგონებთ. თუმცა სიუჟეტური მსგავსებაც არის: სიგიჟის ზღვარზე მისული გენიოსი მათემატიკოსი, გაუცხოება... აღსანიშნია, რომ დევიდ ობერნის პიესამ პულიცერის პრემია სწორად 2001 წელს დაიმსახურა. მაგრამ „მტკიცებულება“ გარკვეულ ასპექტებში „ბრწყინვალე გონებაზე“ უფრო საინტერესოა. სიუჟეტის ცენტრში მამის, არანორმალური გენიოსი მათემატიკოსის (ენტონი ჰოპკინსი) და მისი არანაკლებ გენიალური ქალიშვილის (გვინეთ პელტროუ) ურთიერთობაა. ჰოპკინსის გმირი კვდება, მისი ქალიშვილი კი მამის დაწყებულ ნაშრომს ამთავრებს (უფრო სწორად - თავად აკეთებს). მაგრამ სამეცნიერო საზოგადოება არ იჯერებს, რომ ამ კვლევის ავტორი ის არის და სხვისი აღმოჩენის მისაკუთრებაში ადანაშაულებს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?