სერიალ „მეამბოხე სულის“ მსახიობები - ადრე და ახლა (6 ფოტო)

კინო

1 ნოემბერი 18:00, 2017 წელი

2000-იანებში ეს არგენტინული სერიალი, რომლის მთავარი პერსონაჟები მოსწავლეები არიან, მთელ მსოფლიოში იყო პოპულარული და თაობებზე იქონია გავლენა. გადაღებების დროს სერიალის მთავარი როლების შემსრულებლებმა ჯგუფი „Erreway“ შექმნეს და, სერიალიდან დამოუკიდებლად, სამი სტუდიური ალბომიც ჩაწერეს. ჯგუფი „Erreway“ 2004 წელს დაიშალა. „მეამბოხე სულის“ დასრულების შემდეგ უამრავი რიმეიქი გადაიღეს, მაგრამ ყველაზე პოპულარული „მეამბოხეები“ (2004-2006) გახდა...

ასევე წაიკითხეთ: როგორ შეიცვალნენ წლებთან ერთად სერიალ „კლონის“ მსახიობები?

  • მია - ლუისიანა ლოპილატო

    ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი (სკოლის ლამაზმანი - მია კოლუჩი) ლუისიანა ლოპილატო, გადაღებების პარალელურად, წარმატებული მოდელიც იყო. 2007 წელს მშობლიურ არგენტინაში ის „წლის სახე“ გახდა, 2009 წელს კი, FHM-ის ვერსიით, პლანეტის ყველაზე სექსუალური ქალბატონების ასეულში შევიდა. ლუისიანა პირველი იყო, ვინც ჯგუფი დატოვა და გადაღებები გააგრძელა, მაგრამ უკვე ადგილობრივ სერიალებსა და ფილმებში. მსახიობი ცნობილ მომღერალ მაიკლ ბუბლეის მეუღლეა. მათ ორი ვაჟი - ნოა და ელიასი ჰყავთ.

  • მანუელი - ფელიპე კოლომბო

    ფელიპემ სერიალში ელიტარული სკოლის მთავარი მეამბოხის მანუელის როლი შეასრულა. ამჟამად მსახიობი გადაღებებში თითქმის აღარ მონაწილეობს, მთელ დროსა და ძალას ოჯახსა და მუსიკალურ ჯგუფ RoCo-ს უთმობს, რომელიც მსახიობ ბენჯამინ როხასთან ერთად დააარსა. მსახიობი დიდი ხნის განმავლობაში ხვდებოდა სესილია კორონადოს, რომელზეც მოგვიანებით იქორწინა. 2009 წლის 3 ნოემბერს წყვილს ქალიშვილი ავრორა შეეძინა.

  • პაბლო - ბენჯამინ როხასი

    ბენჯამინი სერიალში ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს პაბლოს თამაშობდა, რომელიც ჯგუფ Erreway-შიც მღეროდა, ახლა კი ფელიპე კოლომბოს პარტნიორია ჯგუფში RoCo. მსახიობი გადაღებებში კვლავ აგრძელებს მონაწილეობას და მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია სერიალი „როდესაც შენ იღიმი“. პირად ცხოვრებაში „მეამბოხე სულის“ ვარსკვლავს ყველაფერი კარგად აქვს: არგენტინელ მსახიობს ხვდება, თუმცა დაქორწინებული ჯერ არ არის.

  • მარისა - კამილა ბორდონაბა

    მსახიობმა ჭირვეული გოგონას მარისას როლი შეასრულა, რომელიც ასევე იყო Erreway-ს შემადგენლობაში. კამილა სამსახიობო კარიერას ამჟამადაც აგრძელებს, მონაწილეობს არგენტინულ ფილმებსა და სერიალებში. კამილა დღემდე ინარჩუნებს სერიალის კოლეგებთან მეგობრულ ურთიერთობას, განსაკუთრებით ბენჯამინ როხასთან და ფელიპე კოლომბოსთან, რომლის ქალიშვილის ნათლიაა.

  • ფელი - ანჯელას ბალბიანი

    ანჯელასი ბუენოს-აირესის ხელოვნების უნივერსიტეტში სწავლობდა, როდესაც „მეამბოხე სულში“ მონაწილეობა შესთავაზეს. როლმა მას პოპულარობა მოუტანა, თუმცა სამსახიობო კარიერა მან სერიალ „ფლორენსიტას“ გადაღებების შემდეგ დაასრულა. მსახიობმა ჯგუფ Erreway-სთან ერთად სიმღერა „Inmortal“ შეასრულა. 2007 წლის 16 ივნისს ანჯელასი ფელიქს მალონეზე დაქორწინდა და მათ ვაჟი ბენჯამინი შეეძინათ.

  • გუიდო - დიეგო მესალიო

    არგენტინელმა მსახიობმა, ისევე, როგორც „მეამბოხე სულის“ ბევრმა ვარსკვლავმა, სამსახიობო კარიერა სერიალ „ბავშვებით“ დაიწყო. 2010 წლიდან სერიოზულ დრამებში მონაწილეობს. მან ისეთ ფილმებში მიიღო მონაწილეობა, როგორიცაა „მოკალი ვიდელა“ და სერიალი „თანაკურსელები“. სერიალებისა და ფილმების გარდა, დიეგო დაკავებულია თეატრალურ დადგმებშიც და ახმოვანებს მულტფილმებს. გარდა ამისა, მსახიობს საკუთარი კაფე-ბარიც აქვს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?