საკნატუნო ამბები

6 ფილმი უდიდესი მწერლების ცხოვრებაზე

fun time

18:00 სამ. 27 ივლისი, 2021 წელი

6 ფილმი უდიდესი ამერიკელი
მწერლების ცხოვრებაზე

14
დაკოპირებულია

თითოეული მათგანის ბიოგრაფია რეალობაშიც თავისთავად უკვე ბობოქარი და მგზნებარე რომანია - სასიყვარულო სამკუთხედებით, განშორებებით, აღზევებითა თუ მწარე მარცხით. ამ მწერლების ცხოვრებამ კარგა ხანია, მიიქცია ჰოლივუდელი რეჟისორებისა თუ პროდიუსერების ყურადღება.

1. გენიოსი / Genius (აშშ, 2016)

რეჟისორი: მაიკლ გრანდაჟი

ნოუ-იორკი. 1920 წელი. მაქს პერინსი გამომცემელია. მან თავის დროზე დახმარება გაუწია ისეთ დიდებულ მწერლებს, როგორებიც იყვნენ ერნესტ ჰემინგუეი და სკოტ ფიცჯერალდი. ერთხელაც, მას ხელში უვარდება 1000-გვერდიანი ხელნაწერი, რომლის ავტორია თომას ვულფი. პერკინსი გრძნობს, რომ მან გენიოსი აღმოაჩინა. ფილმი მოგვითხრობს ამ ორი გმირის ურთიერთობის შესახებ, რომელთაგან თითოეული ცალკე უზომოდ საინტერესო პიროვნებაა.

2. უხილავი ქალი / The Invisible Woman (დიდი ბრიტანეთი, 2013)

რეჟისორი: რალფ ფაინსი

ფილმში მოთხრობილია ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინგლისელი მწერლის ჩარლზ დიკენსისა და ახალგაზრდა მსახიობის ელენ ტერნანის სიყვარულის ისტორია. მათი რომანი 1857 წელს დაიწყო, როცა მამაკაცი 45-ის იყო, გოგონა კი - 18-ის, და გაგრძელდა 13 წელი, მწერლის სიკვდილამდე.

3. ყორანი / The Raven (აშშ, უნგრეთი, ესპანეთი. 2012)

რეჟისორი: ჯეიმს მაქთეგი
ფილმი მოგვითხრობს ედგარ ალან პოს ცხოვრების უკანასკნელ დღეებზე. ცნობილი მწერალი ეძებს სერიულ მკვლელს, რომლის მიერ ჩადენილი მკვლელობები ძალიან ჰგავს მწერლის მიერ ნაწარმოებში აღწერილს...

4. ჰემინგუეი და გელჰორნი / Hemingway and Gellhorn (აშშ, 2012)

რეჟისორი: ფილიპ კაუფმანი

მოქმედება იწყება 1936 წელს ფლორიდაში, ერთ-ერთ ბარში, სადაც მწერალი ჰემინგუეი და მარტა გელჰორნი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. იმ დროს ჰემინგუეი უკვე ცნობილი მწერალი იყო და მეორე ცოლი ჰყავდა, გელჰორნი კი - ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო კორესპონდენტი. ისინი თავიანთი თაობის სამაგალითო წყვილი იყვნენ. სწორედ მარტა გახდა ჰემინგუეის მუზა რომანისთვის „ვისთვის რეკავს ზარი?“

5. გახდე ჯეინი / Becoming Jane (დიდი ბრიტანეთი, აშშ, 2007)

რეჟისორი: ჯულიან ჯაროლდი

ფილმში მოთხრობილია ინგლისელი მწერალი ქალის, თავისუფლებისმოყვარე და დიდებული ჯეინ ოსტინისა და ადვოკატ ტომას ლეფროის ვნებიანი სიყვარულის ამბავი...

6. ჯადოსნური ქვეყანა / Finding Neverland (დიდი ბრიტანეთი, აშშ, 2004)

რეჟისორი: მარკ ფორსტერი

მწერალი ჯეიმს მეთიუ ბარი არ ემორჩილება ლონდონის კონსერვატორულ კანონებს. ის მეგობრობს მარტოხელა ქვრივ ქალთან და მამობას უწევს მის ოთხ პატარა ვაჟიშვილს. სწორედ ახალი ოჯახი შთააგონებს მეთიუს, შექმნას საბავშვო გმირი - პიტერ პენი და მშვენიერი ზღაპარი ბავშვების შესახებ, რომლებსაც არ უნდათ, რომ გაიზარდონ.

🔰🔰🔰:

10 ფილმი, რომელიც წიგნზე უკეთესი გამოდგა

მერილ სტრიპის ფილმები

5 ფილმი მარტოობაზე

8 შოკისმომგვრელი დოკუმენტური ფილმი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები