10 ფილმი ქალებისთვის - თუკი ფიქრობთ, რომ თქვენი ცხოვრება ჩიხში შევიდა

კინო

7 თებერვალი 18:00, 2018 წელი

ამ ფილმებში ნაჩვენებია სხვადასხვა ეროვნების ქალების ცხოვრება - საიდუმლოებებით, პრობლემებით, განცდებით. ზოგის საქციელი შთაგვაგონებს, ზოგის პირიქით - პროტესტს გამოიწვევს, თუმცა ამ ისტორიებში ყველა ქალი იპოვის პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც ჩვენ წინაშე ცხოვრებამ წამოჭრა... 

1. შემწვარი მწვანე პომიდვრები / Fried Green Tomatoes  1991
რეჟისორი: ჯონ ევნეტ
როლებში: ქეთი ბეიტსი, მერი-ლუიზ პარკერი, სისელი ტაისონი, გეილარდ სარტეინი, ტიმოთი სკოტი



ფილმის შესახებ: 30-იანი წლების ამერიკა. პატარა სამხრეთული ქალაქის უნიკალური ატმოსფერო. ფილმი გადაღებულია ფენი ფლეგის რომანის „შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე „უისელ სტოპში“ მიხედვით, რომელსაც ამერიკულ ლიტერატურასა და კულტურაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. ალაბამის პატარა ქალაქ უისელ სტოპში გასართობს თუ სადარდებელს რა დალევს. აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც უყვართ ხუმრობა, ერთმანეთი და გემრიელად ჭამა; ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, უდიდესი გმირობა ჩაიდინონ ისე, რომ მადლობასა და აპლოდისმენტებს არ დაელოდონ. მეტიც, არავის გააგებინონ ამის შესახებ. აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებმაც იციან მეგობრობის, დახმარების, სიკეთის, სიცოცხლის ფასი.


2. იისფერი / The Color Purple, 1985
რეჟისორი: სტივენ სპილბერგი
როლებში: დენი გლოვერი, ვუპი გოლდბერგი, მარგარეტ ეივერი, ოპრა უინფრი, უილარდ ე. პაგი, აკოსუა ბუსი



ფილმის შესახებ: მოქმედება ვითარდება ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ სოფელში. მთავარი გმირი სელია წერილებს წერს თავისი ცხოვრების შესახებ და ამ წერილების ადრესატი ღმერთია. 14 წლის სელია მამინაცვალმა გააუპატიურა, შემდეგ ის გაათხოვეს ასაკით ბევრად უფროს მამაკაცზე, რომელიც გოგონას გამუდმებით სცემდა და შეურაცხყოფდა... ფილმი გადაღებულია ელის უოკერის სკანდალური რომანის „იისფერის“ მიხედვით, რომელიც ხშირად ყოფილა ცენზურის სამიზნე გამჭვირვალედ აღწერილი სექსუალური თემებისა და ძალადობის ამსახველი სცენების გამო. ელის უოკერმა ამ რომანისთვის 1983 წელს პულიცერის პრემია მიიღო.

3. საქმიანი ქალი / Working Girl, 1988
რეჟისორი: მაიკ ნიკოლსი
როლებში: მელანი გრიფიტი, ჰარისონ ფორდი, სიგურნი უივერი, ალეკ ბოლდუინი, ჯოან კიუსაკი, ფილიპ ბოსკე, ნორა დუნი, ოლივერ პლატი, კევინ სპეისი



ფილმის შესახებ: ახალგაზრდა ქალს, რომელიც წარმატებულ კარიერაზე ოცნებობს, სრულიად შემთხვევით ცხოვრება შანსს აძლევს. ქალი დაუფიქრებლად „შეაღებს იმ კარს, რომელიც სხვას შემთხვევით დარჩა ღია“. 80-იანი წლების კარიერისტი ქალების ისტორიაზე მართლაც ბრწყინვალე ფილმი გამოვიდა ჰარისონ ფორდის, მელანი გრიფიტისა და სიგურნი უივერის დამსახურებით.

4. ქორწილი წვიმების სეზონზე / Monsoon Wedding, 2001
რეჟისორი: მირა ნაირი



ფილმის შესახებ: ამ ისტორიის გმირები თანამედროვე ინდოეთის „მაღალი საშუალო კლასის“ წარმომადგენლები არიან. პენჯაბის ოჯახის წევრების ყოფაში დასავლური სტილი და ძველებური ტრადიციები ერთმანეთთან არის შერწყმული. წვიმების სეზონზე 24 წლის ულამაზესი ადიტის ქორწილში მისი ნათესავები მსოფლიოს ყველა კუთხიდან იკრიბებიან. მათ განსხვავებული შეხედულებები აქვთ ცხოვრებაზე, ღირებულებებზე, ტრადიციებზე, სიყვარულზე. სწორედ ამ დიდ გრძნობაზეა მთავარი აქცენტი - სიყვარულის ბედნიერება ხომ ყველა ადამიანს არ აქვს...

5. გაუჩინარებული ქალი / Gone Girl, 2014
რეჟისორი: დევიდ ფინჩერი
როლებში: ბენ აფლეკი, როზამუნდ პაიკი, ნილ პატრიკ ჰარისი, თაილერ პერი, კერი კუნი, კიმ დიკენსი



ფილმის შესახებ: ფილმი მოგვითხრობს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ცოლ-ქმრის შესახებ, რომელმაც თანაცხოვრების 5 წლის მანძილზე ურთიერთობის ბოლომდე გაფუჭება მოახერხა. ერთ დღესაც ფილმის მთავარი გმირი სახლში მივა და ცოლი არ დახვდება. ირგვლივ არეულობაა - ორთაბრძოლის კვალი, სისხლი... ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ქალი გაიტაცეს. ნათესავებს ეჭვი აქვთ, რომ ამ ამბავში ქმრის ხელი ურევია...

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?