გაკვეთილზე ზარი დაირეკა: 5 დამაფიქრებელი ფილმი სკოლის ცხოვრებაზე

კინო

9 თებერვალი 18:00, 2018 წელი

პირველი სიყვარული, გულწრფელი მეგობრობა, სიჯიუტე, საკუთარი გზის რთული არჩევანი - ის, რასაც ამ ფილმებში ნახავთ, სკოლის ასაკში ბევრ ჩვენგანს გამოგვივლია. და რა მნიშვნელოვანია ამ დროს სწორი რჩევა და გვერდით სწორი ადამიანი... გირჩევთ, ამ ფილმებს შვილთან ერთად უყუროთ.

1. მასწავლებლის შემცვლელი / Detachment (2011)
რეჟისორი: ტონი ქეი
მსახიობები: ედრიან ბროუდი, ჯეიმს ქენი, კრისტინა ჰენდრიკი, ლუსი ლიუ, ბლიზ დენერი, ტიმ ბლეიქ ნილსონი, უილიამ პიტერსონი, ბრაიან კრენსტონი, სემი გეილი. 




ფილმის შესახებ: ჰენრი ბარტესი ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგია, რომელიც ნაკლებად პრესტიჟულ სკოლაში იწყებს მუშაობას. აქ მასწავლებლის მიმართ უცენზურობა და უხეშობა ჩვეულებრივი ამბავია. ჰენრი ცდილობს, თავის მოსწავლეებს ნამდვილი ღირებულებები გააგებინოს და, ასევე, ხელი შეუწყოს სულ მთლად ახალგაზრდა მეძავს ერიკას, რათა ის ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. 


2. რონ კლარკის ისტორია / The Ron Clark Story (2006)
რეჟისორი:
რანდა ჰეინსი
მსახიობები: მეთიუ პერი, ჯუდიტ ბაკენი, გრიფინ კორკი, ერნი ჰადსონი




ფილმის შესახებ: რონ კლარკი პედაგოგია არა მხოლოდ პროფესიით, არამედ მოწოდებითაც. ის წყნარი პროვინციიდან ნიუ-იორკის ერთ-ერთ სკოლაში გადადის, სადაც პრობლემური ბავშვები სწავლობენ. მათი მართვა წარმოუდგენელია, თუმცა კლარკს თავისი უნიკალური მეთოდები და დიდი მოთმინება აქვს.


3. კლასის წინაშე / Front of the Class (2008)
რეჟისორი:
პიტერ ვერნერი
მსახიობები: ჯეიმს ვოლკი, ტრიტ უილიამსი, დომინიკ სკოტ კეი, სარა დრიუ, კეტლინ იორკი, ჯო კრესტი



 

ფილმის შესახებ: ეს ტურეტის სინდრომით დაავადებული ბიჭის ისტორიაა, რომელიც საკუთარი მიზნისთვის იბრძვის. ტურეტის სინდრომი ქრონიკული დაავადებაა, როცა ადამიანს აქვს უნებლიე მოძრაობები, ჟესტები, წამოძახებები. ასეთი ტიკებისგან განკურნება, ფაქტობრივად, შეუძლებელია, მაგრამ ბრედი, რომელსაც პედაგოგობა სურს, ჯიუტად იბრძვის თავისი მიზნისთვის... 


4. მარტოსულობის უპირატესობანი / The Perks of Being a Wallflower (2012)
რეჟისორი:
სტივენ ჩბოსკი
მსახიობები: ლოგან ლერმანი, ემა უოთსონი, ეზრა მილერი, პოლ რუდი, ნინა დობრევი, მეი უიტმანი, მელანი ლინკეი, დილან მაკდერმოტი, კეიტ უოლში



ფილმის შესახებ: რა უპირატესობები შეიძლება ჰქონდეს მარტოსულობას? რა არის კარგი იმაში, რომ საკუთარ თავში ჩაკეტილი ებრძოდე ზღვა ემოციებს და გვერდით არავინ გყავდეს, ვისაც ამაზე დაელაპარაკები? იქნებ სწორედ ეს გაიძულებს ხელში კალმის აღებას? სწორედ ასე მოიქცა ჩარლი - 15 წლის ჩუმი და მარტოსული ბიჭი. მისი შეულამაზებელი აღსარებები 90-იანი წლების ამერიკელი თინეიჯერების ცხოვრებაზეა. „მარტოსულობის უპირატესობანი“ თავად სტივენ ჩბოსკის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით არის გადაღებული.


5. გუნდის მომღერლები / The Chorus (2004)
რეჟისორი:
კრისტოფერ ბარატიე
როლებში:
ჟერარ ჟიუნიო, ფრანსუა ბერლეანი, კად მერადი, ჟან-პოლ ბონერი, მარი ბიუნელი, ჟან-ბატისტ მონიე




ფილმის შესახებ:
საფრანგეთი. 1949 წელი. მუსიკის მასწავლებელი კლემენტ მატიე სამუშაოს ეძებს. ის იძულებულია, მიიღოს შეთავაზება და ძნელად აღსაზრდელი ბავშვების ინტერნეტში მიდის. იქ რექტორის მკაცრი „აღმზრდელობითი მეთოდია“ გაბატონებული. მატიე ხვდება, რომ ასეთი არასწორი დამოკიდებულება ბავშვების ფსიქიკას კიდევ უფრო ანადგურებს, თუმცა კეთილშობილი პედაგოგი ღიად ვერ დაუპირისპირდება რექტორს, რომლისაც არამარტო ბავშვებს, აღმზრდელებსაც ძალიან ეშინიათ. ამიტომ მატიე აყალიბებს ბიჭუნათა გუნდს და ამით რადიკალურად ცვლის მათ ცხოვრებას. 




დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?