5 გულახდილი სერიალი, ბევრი ინტიმური სცენით

კინო

23 მარტი 18:00, 2018 წელი

თუკი ღია ეროტიკის ყურება უხერხულობას არ გიქმნით, გარწმუნებთ, რეჟისორებისა და მსახიობების ბრწყინვალე ნამუშევრებით ძალიან ისიამოვნებთ!

„შენ ყველაზე ცუდი ხარ“, აშშ, 2014
კომედია, მელოდრამა, 3 სეზონი
რეჟისორი: ჯორდან ვოტ-რობერტსი
როლებში: კრის გირი, დემინ ბორჰესი, ჯანეტ ვერნი



სიუჟეტი: ჯიმი - ცინიკოსი, ეგოისტი და წარუმატებელი მწერალი, გრეტჰენი - საკუთარ თავზე შეყვარებული პიარის სპეციალისტი, რომელიც დროდადრო დეპრესიით იტანჯება. ერთადერთი რაც მათ აერთიანებთ, ეს სერიოზული და სენტიმენტალური ურთიერთობების ვერატანაა. ჯემი და გრეტჰენი ქორწილში ხვდებიან ერთმანეთს, დილას კი ერთ საწოლში იღვიძებენ... სერიალი ორი ადამიანის ურთიერთობაზეა, რომელსაც არ სჯერა სიყვარულის.


 


„საყვარლები“, აშშ, 2014 წელი
დრამა, 3 სეზონი
რეჟისორი: ლორა ინესი, კარლ ფრანკლინი
როლებში: დომინიკ უეტსი, რუთ უილსონი, მორა ტირნი, ჯოშუა ჯეკსონი



სიუჟეტი: დამწყები მწერალი, ოთხი შვილის მამა ნოი, მეუღლესთან და შვილებთან ერთად, პატარა ზღვისპირა ქალაქში მიდის დასასვენებლად. აქ ის შემთხვევით ხვდება მომხიბვლელ ოფიციანტს ელისონს, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ბავშვი დაკარგა და ეს-ესაა ოჯახიც დაენგრევა. მალე ნოისა და ელისონს შორის თავდავიწყებული რომანი გაჩაღდება, მაგრამ ისინი ხომ თავისუფლები არ არიან...


 


„მიწისქვეშა იმპერია“, აშშ, 2010-2014
დრამა, კრიმინალი, 5 სეზონი
რეჟისორი: მარტინ სკორსეზე
როლებში: სტივ ბუშემი, მაიკლ პიტი, მაიკლ შენონი, კელი მაკდონალდი



სიუჟეტი: 20-იანი წლების ამერიკა მშრალი კანონის შემოღების ზღვარზეა. მოხერხებული და გაიძვერა სახელმწიფო მოხელე ენოჰ (ნაკი) ტომპსონი ამ შემთხვევით სარგებლობს და ბუტლეგერობით დიდძალ ფულს შოულობს. თუმცა ის ამ საქმეში მარტო არ არის - განგსტერები ერთმანეთს არ ინდობენ ამ სარისკო ბიზნესში მონოპოლიის მოსაპოვებლად. მარტინ სკორსეზეს ფილმში შეუდარებელი რეტროატმოსფერო აქვს შექმნილი ნახევრადშიშველი ლამაზმანებითა და სასტიკი ბანდიტებით.


  


„შეშლილები“, აშშ, 2007
დრამა 7 სეზონი
რეჟისორი: ჯონ სტელერი, ჯარედ ჰარისი
როლებში: ჯონ ჰემილი, ელიზაბეტ მოსი, კრისტინა ჰენდრიკსი, აარონ სტეტონი, ჯონ სტელერი



სიუჟეტი: ამერიკა, 60-იანი წლები. ყურადღების ცენტრშია სარეკლამო სააგენტო, რომელიც ნიუ-იორკში, მედისონ-სკვერზე მდებარეობს. სააგენტოს კრეატიული დირექტორი დონ ტრეიპერი კარიერის მწვერვალზეა, მაგრამ არც მის კონკურენტებს სძინავთ და დონი ცდილობს, კომპანიაში პოზიციები არ დაკარგოს. პარალელურად იცვლის საყვარლებს, ატყუებს ცოლს და თან ოჯახის შენარჩუნებაც უნდა.


 


„გოგონა გამოძახებით“, აშშ, 2016 წელი
დრამა, 1 სეზონი
რეჟისორი: ემი სეიმეტცი
როლებში: რაილი კეოჰი, პოლ სლარსკი, მერი ლინი, ბრაიონი გლასკო



სიუჟეტი: სერიალის მთავარი გმირია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი კრისტინი, რომელიც ორმაგ ცხოვრებას ეწევა. დღისით იურიდიული ოფისის პრაქტიკანტია, ღამე კი - ესკორტის გოგონა. მდიდარი მამაკაცების ყურადღება კრისტინს ძალიანაც მოსწონს და თანაც ამ საქმეში გაცილებით მეტს უხდიან. თუმცა, მიუხედავად ამისა, კრისტინი ყველაფერს აკეთებს, რომ იურიდიულ კარიერაში წარმატებას მიაღწიოს და ვერავინ შეიტყოს, რა საქმიანობითაა დაკავებული და როგორ შოულობს ფულს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?