5 ფილმი, რომელიც სიყვარულს გვასწავლის

კინო

4 აპრილი 18:00, 2018 წელი

„რით ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი...“ - გახსოვთ გენიალური „შერეკილებიდან“ ქრისტეფორე მგალობლიშვილისა და თამუნია ერისთავის სიყვარულის ისტორია? არანაკლები თავდავიწყება, სიგიჟეები და ემოციები გელით ქვემოთ შემოთავაზებულ ფილმებშიც...

„უბის წიგნაკი“, აშშ, 2004
რეჟისორი: ნიკ კასავეტისი
როლებში: რაიან გოსლინგი, რეიჩელ მაკადამსი, ჯეიმს გარნერი, ტიმ აივი, სტარლეტ დიუპუა,  ჯინა როულენდსი, სემ შეპარდი, ენტონი-მაიკლ კ. ტომასი


 


ეს არის გულისამაჩუყებელი ისტორია, რომელსაც ხანდაზმული მამაკაცი თავისი ძველი უბის წიგნაკიდან კითხულობს. ფილმი ორი ახალგაზრდის სიყვარულზეა, რომლებიც სხვადასხვა სოციალურ ფენას განეკუთვნებიან. ნოი ერთი მშრომელი, გაუნათლებელი ბიჭია, მაგრამ აქვს ოცნება – იყიდოს და გაარემონტოს ძველი სახლი, რომელიც ულამაზესი მდინარის პირას დგას. ის ოცნებობს ამ სახლში ოჯახთან ერთად იცხოვროს... ნოიმ და ელიმ ერთად დაუვიწყარი ზაფხული გაატარეს, მაგრამ ისინი ელეს მშობლებმა და მეორე მსოფლიო ომმა დააშორა...  
ომის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა – ელი წარმატებულ ბიზნესმენზე დაინიშნა, ნოი კი თავის მოგონებებთან ერთად ძველ სახლში განმარტოვდა...


 


„სიყვარული“, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, 2012
რეჟისორი: მიჰაელ ჰანეკე
როლებში: ჟან-ლუი ტრენტინიანი, ემანუელ რივა, იზაბელ იუპერი, ალექსანდრ ტარო, უილიამ შიმელი, რამონ აგირი


 


ჟორჟმა და ანამ მთელი ცხოვრება ერთმანეთზე ზრუნვაში გაატარეს და ერთად დაბერდნენ. ახლა ისინი 80-ს არიან გადაცილებულები. ანა ავად გახდა და მისი სიცოცხლე ნელ-ნელა ქრება – ჯერ მეხსიერება ღალატობს, შემდეგ სხეული აღარ ემორჩილება... ჟორჟი ცდილობს, მომვლელი დაიქირაოს, მაგრამ კარგად ესმის, რომ მისგან ვერ მოითხოვს სულიერ სითბოსა და გულწრფელ გრძნობებს. ამიტომაც ის უარს ამბობს კონსერვატორიის პედაგოგობაზე და მთლიანად ცოლის მოვლას უძღვნის თავს. ჟორჟს ვერც კი წარმოუდგენია საყვარელი ქალი მოხუცთა თავშესაფარში ჩააბაროს, რასაც ასე დაჟინებით მოითხოვს მისგან ქალიშვილი...


 


„ცვლილებების გზა“, ინგლისი, აშშ, 2008
რეჟისორი: სემ მენდესი
როლებში: ქეით უინსლეტი, ლეონარდო დიკაპრიო, კრისტოფერ ფიცჯერალდი, ჯონატან რუმი, ნეალ ბლედსოე, მარინ აირლენდი


 


მოქმედება 50-იან წლებში ხდება. მთავარი გმირები პატარა, პროვინციულ ქალაქში ცხოვრობენ. ფრენკ და ეიპრილ უილერები თავიანთ ოჯახს საშუალო ფენას მიაკუთვნებენ, ფიქრობენ, რომ სხვებისგან განსხვავდებიან და საცხოვრებლად პარიზში გადასვლაზე ოცნებობენ. ერთი შეხედვით უილერები ბედნიერი წყვილია და თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ბედისწერა მათ საშინელ სიურპრიზს უმზადებს...


 


„ბრიჯიტ ჯონსის დღიური“, საფრანგეთი, 2001
რეჟისორი: შერონ მაგუაირი
როლებში: რენე ზელვეგერი, ჯემა ჯონსი, კოლინ ფერტი, სელია იმრი, ჯეიმს ფოლკნერი, ჯიმ ბროდბენტი, კოლინ ფერტი


 


ფილმის გმირმა ბრიჯიტ ჯონსმა, როგორც იქნა, გადაწყვიტა, თავი ხელში აიყვანოს და ახალი ცხოვრება დაიწყოს – უარი თქვას სიგარეტზე, სასმელზე და ზედმეტ კილოგრამებსაც დაემშვიდობოს! თუმცა ეს აქამდეც უნდა ექნა – ის ხომ სადაცაა 30-ის გახდება. და რაც ყველაზე მთავარია – ბრიჯიტი მარტოხელაა. მშობლები ცდილობენ, ქალიშვილს მეზობლის ვაჟი გაურიგონ – სერიოზული და მორიდებული მარკი. თუმცა ბრიჯიტი თავისი მაცდური და ლოველასი უფროსითაა მოხიბლული. ახალი ცხოვრების დაწყების პირველი დღიდანვე მის ჯონსი გადაწყვეტს, დღიური აწარმოოს, რომელშიც ყოველდღიურად ჩაწერს თავის მიღწევებსა და გამარჯვებებს. მაგრამ ოცნებების ხორცშესხმა და ნამდვილი სიყვარულის პოვნა გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეს ჩვენს მომხიბვლელ გმირს წარმოედგინა.
და კიდევ, თუ ფილმი მოგეწონათ, შეგიძლიათ, მის გაგრძელებასაც უყუროთ: „ბრიჯიტ ჯონსის ბავშვი“ და „ბრიჯიტ ჯონსი: გონიერების ზღვარი“.


 


„ორი გულის შეხვედრა“, აშშ, 1973
რეჟისორი: სიდნი პოლაკი
როლებში: ბარბრა სტრეიზანდი, რობერტ რედფორდი, ბრედფორდ დილმანი, ლოის ჩაილზი, პატრიკ ო'ნილი, ვივეკა ლინდფორსი 


 


სიდნი პოლაკის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი, რობერტ რედფორდითა და ბარბრა სტრეიზანდით მთავარ როლებში... მგონი, ესეც კმარა, რომ ამ ფილმის ნახვა მოგინდეთ!
ახალგაზრდა რადიკალი ქეითი მწერლობაზე ოცნებობს. ის ძალიან ემოციური გოგოა და მწვავედ განიცდის ნებისმიერ უსამართლობას. ამიტომაც მთელ თავის დროს მიტინგებსა და დემონსტრაციებს უთმობს, რაშიც მისი მეგობრების ერთი ნაწილი მხურვალედ უჭერს მხარს, მეორე ნაწილი კი აბუჩად იგდებს და დასცინის. ერთ მშვენიერ დღესაც, სრულიად მოულოდნელად ქეითი აღმოაჩენს, რომ უგონოდაა შეყვარებული სკოლის ყველაზე ლამაზ და პოპულარულ ბიჭზე. და რისი იმედი უნდა ჰქონდეს მას? – ის ხომ ისეთი უშნოა! ქეთი თავს ძალიან თავს უბედურად გრძნობს. თუმცა წლების შემდეგ, 1945-ში, ისინი ერთმანეთს ხვდებიან და მათ შორის დიდი გრძნობა ჩნდება. და რა მომავალი შეიძლება ჰქონდეს ერთმანეთისგან ასე განსხვავებულ ორ ადამიანს? ასე რომ, დაშორება გარდაუვალია... თუმცა მანამდე ხომ ერთად არიან და მათ ბედნიერებასაც თითქოს დასასრული არ უჩანს...

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?