7 ზღაპრული ფილმი, რომელიც საოცრად ჰგავს „ლა-ლა ლენდს“

კინო

11 აპრილი 18:00, 2018 წელი

თუკი „ლა-ლა ლენდის“ ფანი ხართ, ეს ფილმებიც აუცილებლად მოგეწონებათ. ისინი მეოცნებე, შეყვარებულ, მგრძნობიარე, შემოქმედებით, მიზანსწრაფულ და წარმოუდგენლად პოეტურ ადამიანებზეა, და მათი ნახვა კიდევ და კიდევ მოგინდებათ.

1. „ბოლო ხუთი წელი“, აშშ, 2014
კომედია, მელოდრამა, მიუზიკლი
რეჟისორი: რიჩარდ ლაგრავენესი
როლებში: ანა კენდრიკი, ჯერემი ჯორდანი, ნატალი კნეპი



სიუჟეტი: ეს არის მიუზიკლი არცთუ ისე უბრალო ურთიერთობაზე ორ შემოქმედებით ადამიანს – ნიჭიერ მწერალ ჯეიმისა და დამწყებ მსახიობ ქეითს შორის. ახალგაზრდები თავდავიწყებულმა სიყვარულმა ნაჩქარევ ქორწინებამდე მიიყვანა. განსხვავებული მისწრაფებები და ამბიციები კი ხელს უშლის მათ ოჯახურ ბედნიერებას.


2. „არტისტი“, საფრანგეთი, 2011
კომედია, მელოდრამა
რეჟისორი: მიშელ ჰაზანავიჩუსი
როლებში: ჟან დიუჟარდენი, ბერენის ბეჟო, ჯონ გედმენი, ჯეიმს კრომუელი, პენელოპა ენ მილერი, მისი პაილი



სიუჟეტი: 2012 წლის ოსკარის მთავარი ჯილდოს მფლობელი ეს უძლიერესი შავ-თეთრი ფილმი არამარტო კლასიკის მოყვარულებს მოეწონებათ.
1927 წელი. ჰოლივუდი. ხმოვანი კინო ეს-ესაა ფეხს იდგამს. პოპულარობის ზენიტში მყოფი მუნჯი კინოს ვარსკვლავი ჯორჯ ვალენტინი კი თავისი ჟანრის ერთგული რჩება და უარს ამბობს ახალმოდურ ფილმებზე. მალე მასთან კონტრაქტს წყვეტს კინოკომპანია, ის კოტრდება და ცოლიც ეყრება... ახალგაზრდა გოგონა პეპი მილერი კი წარმატების გზაზე ახლა დგება... ფილმი მათ სასიყვარულო ურთიერთობაზეა.


3. „მაღალი საზოგადოება“, აშშ, 2016
დრამა, კომედია, მელოდრამა
რეჟისორი: ვუდი ალენი
როლებში: სთივ ქარელი, შერილ ლი, ტოდ ვიკსი, პოლ შაკმანი, ჯოდი კარლაილი, რიჩარდ პორტნოვი



სიუჟეტი: 1930-იანი წლები. ახალგაზრდა კაცი, სახელად ბობი, ნიუ-იორკიდან ჰოლივუდში ჩადის იმ იმედით, რომ კინოინდუსტრიაში დასაქმდება. აქ მისი მდიდარი და წარმატებული ბიძა ცხოვრობს, რომელსაც შეუძლია, ბობის დაეხმაროს. და ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა პალმები, გაუთავებელი წვეულებები და მომხიბვლელი ვერონიკა, რომელიც ბობის თავდავიწყებით შეუყვარდება...


 


4. „ეს სულელური, უაზრო სიყვარული...“, აშშ, 2011
კომედია, მელოდრამა
რეჟისორი: გლენ ფიკარა,ჯონ რეკუა
როლებში: სთივ ქარელი, რაიან გოსლინგი, ჯულიანა მური, ემა სტოუნი, ანალეი ტიპტონი, ჯონა ბობო



სიუჟეტი: 15-წლიანი იდეალური თანაცხოვრების შემდეგ, კელს ცოლი ატყობინებს, რომ უღალატა და მასთან განქორწინება უნდა. პურიტანული მსოფლმხედველობის, მეოჯახე კაცს თავზე ემხობა თავისი იდეალური ცხოვრება – კარგი სამსახური, მშვენიერი სახლი, კარგი შვილები და ბავშვობისდროინდელი სიყვარული ცოლად! მწუხარებისგან განადგურებული კელი ბარში მიდის, რათა უგონოდ დათვრეს, თუმცა ამის მაგივრად ლოველას ჯეიკობს გაიცნობს, რომელიც მას სულ სხვა სამყაროს კარს გაუხსნის...
თუ ამ ფილმს ნახავთ, კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ რაიან გოსლინგისა და ემა სტოუნის ეკრანული წყვილი საოცრად უხდება ერთმანეთს.


 


5. „ხუთი სანტიმეტრი წამში“, იაპონია, 2007
ანიმაციური, დრამა, მელოდრამა
რეჟისორი: მაკოტო სინკაი
როლებში: კენჯი მიზუჰაში, იოსიმი კონდო, სატომი ჰანამურა, ააკა ონოე, რისა მიძუნო, იუკო ნაკამურა



სიუჟეტი: მიკოტო სინკაის მელანქოლიური და პოეტური ფილმი ორი მოზარდის ისტორიას გვიყვება. საურათი სამი ნოველისგან შედგება. ეს არის სამი ეტაპი ფილმის გმირების ცხოვრებაში – პირველი სიყვარული, საკუთარი თავის შეცნობის სირთულეები და ცხოვრების რუტინა. და შესაძლებელია, მუდამ გახსოვდეს პირველი სიყვარული მთელი ამ წლების განმავლობაში?


6. „ძილის მეცნიერება“, საფრანგეთი, 2006
კომედია, მელოდრამა, ზღაპრული (ფენტეზი)
რეჟისორი: მიშელ გონდრი
როლებში: გაელ გარსია ბერნალი, შარლოტა გინსბური, ალენ შაბა, მიუ-მიუ, პიერ ვანეკი, ემა დე კონი



სიუჟეტი: ზედმეტად მეოცნებე და ინფანტილური სტეფანი გრაფიკული დიზაინერია, რომელიც საკუთარ ნაშრომებში თავისი უცნაური სიზმრების რაღაც ნაწილს დებს. სტეფანის ამბიციური იდეები არაერთგვაროვან ემოციებს იწვევს კოლეგებში, დედას კი საერთოდ არ ესმის მისი. და მხოლოდ მისი ახალი მეზობელი იზიარებს მის გატაცებებს ფიქციებითა და პარალელური სამყაროთი.


7. „ღმერთო, დაეხმარე გოგონას“, გაერთიანებული სამეფო, 2014
მელოდრამა, მიუზიკლი
რეჟისორი: სტიუარდ მერდოკი
როლებში: ემილი ბრაუნინგი, ოლი ალექსანდრი, ჰანა მიურეი, პერ ბულანჟე, კორა ბისეტი


 


სიუჟეტი: შესანიშნავი მუსიკალური ფილმი უჩვეულო სამსახიობო შემადგენლობით. ევა ემოციური პრობლემების გამო მკურნალობის კურსს გადის. ერთხელაც ორ მუსიკოსს გაიცნობს – მორცხვ ჯეიმსსა და მეოცნებე კესის. ისინი ქმნიან ჯგუფს და წერენ და ასრულებენ საკუთარ სიმღერებს. დროთა განმავლობაში სიმღერა ეხმარება მათ, გათამამდნენ, პოზიტიურად იაზროვნონ, წარსულს დაემშვიდობონ და თავიანთი ცხოვრების სიყვარული იპოვონ.


დაბოლოს, თუ ჯერ არ გინახავთ, ჩვენი გულწრფელი რჩევაა, აუცილებლად ნახოთ ულამაზესი მიუზიკლი „ლა-ლა ლენდი“, რაიან გოსლინგისა და ემა სტოუნის ბრწყინვალე დუეტით!


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?