7 საუკეთესო ფილმი ქალების ისტორიებზე

კინო

4 მაისი 18:00, 2018 წელი

მათ არ ეშინოდათ მარცხის, ბედავდნენ და საზოგადოებების დამოკიდებულებებს ცვლიდნენ, მიზანს აღწევდნენ და ეპოქებს ქმნიდნენ. გამონახეთ ერთი საღამო და ჩაუჯექით...

1. „ჯეკი“, 2016, აშშ
დრამა
რეჟისორი: პაბლო ლარეინი
როლებში: ნატალი პორტმანი, პიტერ სარსგაარდი, გრეტა გერუიგი, მაქს კასელა, ბეტ გრანტი


 


„ჯეკის“ რეჟისორი პაბლო ლარეინი ფილმის გადაღებას ერთი პირობით დასთანხმდა, თუკი მთავარ როლს ნატალი პორტმანი შეასრულებდა, და არც შემცდარა - მსახიობი ამ როლისთვის „ოსკარზე“ იყო ნომინირებული. ეს ფილმი ჟაკლინ კენედიზეა, რომელიც არა მარტო პირველი ლედი იყო 60-იანი წლების ამერიკაში, არამედ მოდის ქალღმერთიც. ფილმში გადმოცემულია მისი თვალებით დანახული მეუღლის - ჯონ კენედის მკვლელობის ისტორია. ამ მოვლენების შემდეგ მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა, ჯეკის არა მხოლოდ საკუთარ თავთან მოუწია ბრძოლა, არამედ ხელისუფლების წევრებთანაც.


2. „ფრიდა“, 2002, აშშ, კანადა, მექსიკა
დრამა, მელოდრამა
რეჟისორი: ჯული ტეიმორი
როლებში: სალმა ჰაიეკი, ალფრედ მოლინა, ანტონიო ბანდერასი, ვალერია გოლინო, დიეგო ლუნა, მია მაესტრო


 


ეს ბიოგრაფიული ფილმი ცნობილ მექსიკელ მხატვარზე ფრიდა კალოზეა. 18 წლის ასაკში ის საშინელ ავარიაში მოყვა, რომლის შედეგებიც მას სრულფასოვანი ცხოვრების საშუალებას არ აძლევდა. 20 წლის ასაკში ცოლად გაჰყვა სახელგანთქმულ მექსიკის მხატვარს დიეგო რივერას, ხანშიშესულ, მდიდარ და გარყვნილ კაცს. რამდენიმე წელში მან თავისი შემოქმედებით დაიპყრო პარიზი, მის პირად ცხოვრებაზე წერდა ყველა ამერიკული გამოცემა... ფრიდა კალოს ახლო ნათესავს ისე მოეწონა ფილმი, რომ მთავარი როლის შემსრულებელს სალმა ჰაიეკს მხატვრის ყელსაბამი აჩუქა.


3. „ცხოვრება ვარდისფერ ფერებში“, 2007, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო
დრამა, მუსიკალური
რეჟისორი: ოლივიე დაანი
როლებში: მარიონ კოტიიარი, სილვი ტესტიუ, პასკალი გრეგორი, ემანუელ სენიე, ჟან-პოლ რუვი, ჟერარ დეპარდიე


 


ფილმი ეძღვნება ცნობილ ფრანგ მომღერალს, სიღარიბეში გაზრდილ ედიტ პიაფს, რომელმაც შეძლო, არნახული წარმატებისთვის მიეღწია და ლეგენდად ქცეულიყო. მთავარი როლის შემსრულებელს მარიონ კოტიიარს თმის ძალიან დაბალზე შეჭრა და წარბების მოპარსვა დასჭირდა, რათა მაქსიმალური მსგავსების მისაღწევად გრიმის გაკეთება გაადვილებოდა. მაგრამ ღირდა ამ მსხვერპლზე წასვლა - მსახიობმა ამ როლისთვის „ოსკარი“ მიიღო.


4. „რკინის ლედი“, 2011, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო
დრამა
რეჟისორი: ფილიდა ლოიდი
როლებში: მერილ სტრიპი, ჯიმ ბროდბენტი, სიუზენ ბრაუნი, ელის და კუნია, პჰოებე უოლერ-ბრიდჯი, აიეინ გლენი


 


ამ ფილმში ნაჩვენებია ცხოვრება მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქალი-პოლიტიკოსისა მარგარეტ ტეტჩერისა. სიუჟეტში იმდროინდელი მოვლენებია ასახული, სანამ ის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, და მთელი მისი ცხოვრებაა მოთხრობილი სიკვდილამდე. თავად „რკინის ლედი“ უარს ამბობდა ფილმის ნახვაზე, მოგვიანებით კი თქვა, რომ მერილ სტრიპმა ვერ განასახიერა მისი რეალური სახე.


5. „დიანა“, 2013, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო
დრამა, მელოდრამა
რეჟისორი: ოლივერ ჰირშბიგელი
როლებში: ნაომი უოთსი, ნევინ ენდრიუსი, ჯეიმს პადეფეტი, დუგლას ჰოჯი, ჯერალიდინ ჯეიმსი, ილან გუდმანი


 


ლედი დიმ მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანის გული დაიპყრო და თავისი დროის ყველაზე პოპულარული ქალი იყო. პრინც ჩარლზთან განქორწინების შემდეგ ყველა ცდილობდა, გამოეცნო, ვის ეკუთვნოდა პრინცესას გული. პაკისტანელ კარდიოქირურგთან რომანს „მისი ცხოვრების სიყვარულს“ უწოდებენ, მაგრამ ვინ იცის, რას გრძნობდა სინამდვილეში თავად დიანა?


6. „კოკო შანელამდე“, 2009, საფრანგეთი
დრამა
რეჟისორი: ან ფონტენი
როლებში: ოდრი ტატუ, ბენუა პულვორდი, ალესანდრო ნივოლა, მარი ჟილენი, ემანუელ დევო, რეჟის რუაიე


 


ფილმი იმდროინდელ პერიოდს ასახავს, როცა კოკო შანელი ჯერ კიდევ არ იყო მსოფლიოში ცნობილი მოდელიერი და გაბრიელა შანელი ერქვა. მას ჯერ არ აქვს შექმნილი თავისი სახელგანთქმული პატარა შავი კაბა. მკითხველი გაიგებს, რა ფასის გადახდა მოუხდა მას დიდების მწვერვალზე ასასვლელად. ფილმში მთავარ როლს ოდრი ტოტუ ასრულებს.


7. „ჟანა დ’არკი“, 1999, საფრანგეთი
დრამა, საომარი, ისტორიული
რეჟისორი: ლიუკ ბესონი
როლებში: მილა იოვოვიჩი, რებ აფლეკი, სტეფან ალგუ, დევიდ ბეილი, დევიდ ბარბერი, კრისტიან ბარბე


 


ამ ფილმში ნახავთ, როგორ სარდლობს არმიას 19 წლის გოგონა და როგორ მიდის ყველაფერზე სამშობლოს დასაცავად. ჟანა დ’არკს ტყვედ აიყვანენ და ერესში დასდებენ ბრალს. ძლიერი სულისკვეთების წყალობით ჟანა ბოლომდე იბრძვის.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?