აგათა კრისტის დეტექტივები და მათი 5 საუკეთესო ეკრანიზაცია

კინო

18 მაისი 18:00, 2018 წელი

დეტექტივის დედოფლის რომანების ეკრანიზაციას რეჟისორები ხშირად ვერ ბედავენ. ეს არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ აგათა კრისტის კითხვისას თავი უკვე ფილმში გგონია და მის დინამიკაში ცვლილებებს მაყურებელი არ გაპატიებს. მოდი, ვნახოთ, რომელ ფილმებს მიიჩნევენ კრიტიკოსები შედარებით საუკეთესო ეკრანიზაციებად...

1. „მკვლელობა „აღმოსავლეთის ექსპრესში“. 1974 წელი, დიდი ბრიტანეთი
რეჟისორი: სიდნი ლუმეტი
როლებში: ინგრიდ ბერგმანი, ჟაკლინ ბისე, შონ კონერი, ვანესა რედგრეივი 



აგატა კრისტის რომანის ეს ერთ-ერთი პირველი და საუკეთესო ეკრანიზაციაა. მის არქივშია „ოსკარის“ - 6 და ბრიტანული კინოაკადემიის 10 ნომინაცია. და, რა თქმა უნდა, მსახიობთა ვარსკვლავური ანსამბლი: ინგრიდ ბერგმანი (რომელმაც ამ ფილმში შესრულებული როლისთვის მორიგი და თავის კარიერაში ბოლო „ოსკარი“ მიიღო), ჟაკლინ ბისე, შონ კონერი, ვანესა რედგრეივი, მაიკლ იორკი და, რა თქმა უნდა, ალბერტ ფინი. და არც რეჟისურა მოიკოჭლებდა. ფილმს ერთი ამოსუნთქვით უყურებთ. ის ერთგვარ ეტალონად იქცა აგათა კრისტის რომანების ეკრანიზაციისა და მას მომავალშიც არაერთი რეჟისორი შეეჭიდა.
სიუჟეტი: 30-იანი წლებში. მატარებელში მკვლელობა ხდება. მაყურებელი დეტექტივ ერკიულ პუაროსთან ერთად არკვევს, ვინ არის მკვლელი.


 2. „სიკვდილი ნილოსზე“, 1978 წელი, დიდი ბრიტანეთი
რეჟისორი: ჯონ გილერმინი
როლებში: პიტერ უსტინოვი, ბეტი დევისი, მია ფეროუ, ოლივია ჰასი, ჯონ ფინჩი 



როგორც ცნობილია, ერკიულ პუარო წარმოშობით ბელგიელი იყო, და ამიტომაც ბოლომდე ვერ გახდა ინგლისში „თავისიანი“. იქნებ ამიტომაც იყო, რომ პიტერ უსტინოვმა, რომელიც თავადაც რუსი ემიგრანტების შთამომავალი გახლდათ, ასე ორგანულად მოირგო სახელგანთქმული დეტექტივის როლი. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია...
ფილმს „სიკვდილი ნილოსზე“ ხშირად ადარებენ სიდნი ლუმეტის „მკვლელობას „აღმოსავლეთის ექსპრესზე“ და, რა თქმა უნდა, არა პირველის სასარგებლოდ. მაგრამ ყველა აღიარებს იმ ფაქტს, რომ პიტერ უსტინოვმა ნამდვილად დაჩრდილა ალბერტ ფინი. უსტინოვის პუარო ბევრად საინტერესო, ღრმა და მომხიბვლელია. მასთან კონკურენცია მხოლოდ დევიდ სუშემ შეძლო, თუმცა ამაზე ცოტა ქვემოთ...
სიუჟეტი: მილიონერი ლინეტი მეგობრის საქმროს გაჰყვება ცოლად. ნეფე-დედოფალი ნილოსზე კრუიზში გაემგზავრება. ლინეტის მეგობარი ჟაკლინი კი გადაწყვეტს მათ თაფლობის თვე ჩაუშხამოს.


 3. „უდანაშაულობის ტესტი“, 1985, დიდი ბრიტანეთი
რეჟისორი: დესმონდ დევისი
როლებში: დონალდ საზერლენდი, ფეი დანაუეი, კრისტოფერ პლამერი, იან მაკშეინი 



რომანი „უდანაშაულობის ტესტი“ არც ისეთი პოპულარულია, როგორც ნაწარმოებები ერკიულ პუაროსა და მის მარპლის გმირებით. ანალოგიური ბედი გაიზიარა ეკრანიზაციამაც. ეს ფილმი რაღაცით ჰგავს გოვორუხინის „ათ პატარა ინდიელს“, რომელიც 2 წლის შემდეგ გამოვიდა ეკრანებზე.
სიუჟეტი: ჯეკ აპრაილი საკუთარი დედობილის მკვლელობაში დაადანაშაულეს. რამდენადაც მან ვერ შეძლო თავისი ალიბის გამყარება, ჯეკი დამნაშავედ ცნეს და მან სიცოცხლე ციხეში დაასრულა. გარკვეული ხნის შემდეგ მისი მეგობარი არტურ კალგარი (რომელსაც ბრწყინვალედ თამაშობს დონალდ საზერლენდი) იწყებს საკუთარ გამოძიებას, რათა ჯეკის უდანაშაულობა დაამტკიცოს.
აგათა კრისტის შემოქმედების მოყვარულებმა ეს ფილმი აუცილებლად უნდა ნახონ.


 4 „ათი პატარა ზანგი“, 1987 წელი, საბჭოთა კავშირი
რეჟისორი: სტანისლავ გოვორუხინი
როლებში: ვლადიმირ ზელდინი, ტატიანა დრუბიჩი, ალექსანდრ კაიდანოვსკი, ალექსეი ჟარკოვი, მიხაილ გლუსკი, ალექსანდრ აბდულოვი 



თავად აგათა კრისტი მიიჩნევდა რომანს „ათი პატარა ზანგი“ თავის საუკეთესო ნაწარმოებად.
ის 1939 წელს გამოქვეყნდა და უკვე 1943 წელს მის მოტივებზე გამოვიდა პიესა „და აღარავინ დარჩა“ (მასში, წიგნისგან განსხვავებით, ყველა გმირი კვდება). მოგვიანებით დასავლეთში სწორედ ამ სახელით იბეჭდებოდა რომანიც, წინა სახელწოდების არაპოლიტკორექტულობის გამო.
ამ წიგნის საუკეთესო ეკრანიზაცია საბჭოთა კინემატოგრაფს ეკუთვნის. რეჟისორმა სტანისლავ გოვორუხინმა შეინარჩუნა ფილმის ფინალი (ისევე როგორც თავდაპირველი სახელწოდება), ზუსტად გადმოსცა პერსონაჟების ხასიათები და მათი კონფლიქტები. იყო რაღაც უზუსტობები სიუჟეტში, მაგრამ ფილმი ამით არ დაზარალებულა. და რა თქმა უნდა, აღნიშვნის ღირსია შესანიშნავ მსახიობთა ანსამბლი.


5. „მკვლელობა „აღმოსავლეთის ექსპრესში“, 2010 წელი
რეჟისორი: ფილიპ მარტინი
მთავარ როლში: დევიდ სუშე 



და ისევ „მკვლელობა „აღმოსავლეთის ექსპრესში. ამჯერად მთავარ როლში - შეუდარებელი დევიდ სუშე. სახელოვანი დეტექტივის როლი მან პირველად 1989-ში შეასრულა, ხოლო 2013-ში ცნობილი სერიალის ბოლო სერია გამოვიდა მისი მონაწილეობით. ლამის მეოთხედი საუკუნის მანძილზე ისე მივეჩვიეთ ერკიულ პუაროს სწორედ დევიდ სუშეს შესრულებით, სხვა ვერც კი წარმოგვიდგენია ამ როლში.
მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ „მკვლელობას „აღმოსავლეთის ექსპრესში“. 2010 წლის ვერსია შეეცადა ყველაფერი საუკეთესო აეღო თავისი წინამორბედებისგან. მაგრამ ვიყოთ გულახდილები: მთელ ფილმს ერთი მსახიობი ქაჩავს - დევიდ სუშე. წლების მანძილზე მან იდეალურად გამოძერწა გამოჩენილი დეტექტივის სახე. როცა ამ ფილმს ვუყურებთ, უნებურად ნოსტალგია გვიჩნდება ეპიკური სერიალისა „აგატა კრისტის პუარო“.


 


დაბოლოს: ამ 5 ფილმს კიდევ ერთ ეკრანიზაციას დავუმატებდი წიგნისა „მკვლელობა „აღმოსავლეთის ექსპრესში“, რომელიც 2017 წელს გამოვიდა და რომლის რეჟისორიც, კენეტ ბრენა, თავად განასახიერებს ერკიულ პუაროს როლს. ფილმში მსახიობთა ვარსკვლავური გუნდია დაკავებული: ჯონი დეპი, მიშელ პფაიფერი, პენელოპა კრუსი, უილიამ დეფო, ჯუდი დენჩი და სხვ.


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?