ოლე-ოლე-ოლე! - 11 ძალიან მაგარი ფილმი ფეხბურთსა და ფეხბურთელებზე

კინო

22 ივნისი 18:00, 2018 წელი

დღეს ფეხბურთის მოყვარულებს გაგახარებთ! მატჩებს შორის შუალედებში კვლავაც ფეხბურთით რომ ისიამოვნოთ...

1. ტრენერი, რუსეთი, 2018
რეჟისორი: დანილა კოზლოვსკი
როლებში: დანილა კოზლოვსკი, ვლადიმირ ილინი, ანდრეი სმოლიაკოვი



ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში დასანან შეცდომას უშვებს - პენალტს ააცილებს, რასაც საშინელი სკანდალი მოჰყვება. მთავარი გმირი დიდ ფეხბურთს ტოვებს და თვითგანადგურების უფსკრულში იძირება. საბედნიეროდ, მას პატარა პროვინციული კლუბის მწვრთნელად დაუძახებენ, სადაც მოუწევს, კვლავაც ირწმუნოს საკუთარი შესაძლებლობების და კარგი საფეხბურთო გუნდი შექმნას.


2. „გოლი!“, აშშ, 2005
რეჟისორი: დენი კონენი
როლებში: კუნო ბეკერი, სტივენ დილენი, ალესანდრო ნივოლა



სანტიაგო მუნესი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და ამქვეყნად ყველაზე მეტად ფეხბურთის თამაში უყვარს. ინგლისის „ნიუკასლ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელის გაცნობის შემდეგ, მას შანსი ეძლევა, მთავარ მწვრთნელს შეხვდეს და გუნდის შემადგენლობაში მოხვდეს. თუმცა ინგლისში გამგზავრებას ბევრი ფული სჭირდება, მისი ოჯახი კი ღარიბია. თანაც არც მამა უყურებს სერიოზულად სანტიაგოს გატაცებას და ფიქრობს, რომ ეს სისულელე და ფუჭი ოცნებებია.


3. „გოლი 2: ცხოვრება, როგორც ოცნება“, დიდი ბრიტანეთი, 2007
რეჟისორი:
ჟაუმე სერა
როლებში: კუნო ბეკერი, სტივენ დილენი, ანა ფრილი



ახალ ფილმში სანტიაგო მუნდესი უკვე მყარად დგას ფეხზე და  ეძლევა შანსი, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში - მადრიდის „რეალში“ ითამაშოს, დევიდ ბექჰემთან, რაულთან, რობერტო კარლოსთან, რონალდოსთან, ზინედინ ზიდანთან ერთად. ოღონდ ახალი სიმაღლეების დასაპყრობად მოუწევს სერიოზულად წაიმუშაოს საკუთარ ვარსკვლავურ ავადმყოფობაზე.


4. „პელე: ლეგენდის დაბადება“, აშშ, 2016
რეჟისორები:
მაიკლ ციმბალისტი, ჯეფ ციმბალისტი
როლებში: ვინსენტ დ'ონოფრიო, როდრიგო სანტორო, დიეგო ბონეტა



რამდენი დაბრკოლება უნდა გადალახო ცხოვრებაში, რომ ლეგენდად იქცე. ფილმი მოგითხრობთ უზომოდ ნიჭიერი ერთი ბრაზილიელი ბიჭუნას შესახებ, რომელსაც დღეს ყველა პელედ იცნობს, უმაღლესი ოსტატობისა და მსოფლიო დიდებისკენ მიმავალ გრძელ გზაზე.


5. „ბარსას ოცნება“, ესპანეთი, 2015
რეჟისორი:
ჯორდი ლიომპარტი



ეს არის დოკუმენტური ფილმი ლეგენდარულ კლუბზე. ყველაფერი „ბარსელონაზე“ - გუნდის შექმნის დღიდან ბოლო დრომდე, მოგზაურობა კლუბის კულისებში, ჩაღრმავება საუკუნის ისტორიაში და ქრონიკები იმ ადამიანებზე, ვინც საფუძველი ჩაუყარეს ამ საფეხბურთო გიგანტს და შემდეგ დიდების მწვერვალზე აიყვანეს.


6. „სათადარიგო მოთამაშე“, საბჭოთა კავშირი, 1955
რეჟისორი:
სემიონ ტიმოშენკო
როლებში: გეორგი ვიცინი, ვსევოლოდ კუზნეცოვი, პაველ კადოჩნიკოვი



ძმები ვესნუშკინები ერთ გუნდში თამაშობენ. უფროსი ვარსკვლავია, უმცროსი კი სულ სათადარიგოთა სკამზე ზის. სიყვარულის ფრონტზეც უფროსს უფრო მეტად უმართლებს - მასზე ტანმოვარჯიშე ვალიაა შეყვარებული. იოლმა წარმატებებმა ცხოვრებაში უფროსი ძმა ძალიან გაანებივრა და გააზარმაცა, ამიტომაც მნიშვნელოვან თამაშზე მას სათადარიგოთა სკამზე სვამენ, უმცროსს კი შანსს აძლევენ, თავი გამოიჩინოს.


7. „ზლატანი. დასაწყისი“, იტალია, 2016
რეჟისორები:
ფრედერიკ გერტენი, მაგნუს გერტენი



დოკუმენტური ფილმი იმის შესახებ, როგორ გახდა ზლატან იბრაგიმოვიჩი თანამედროვე ფეხბურთის ყველაზე ქარიზმატული ფეხბურთელი. საარქივო მასალები, ინტერვიუები ფეხბურთელის მწვრთნელებთან, მეგობრებთან და მოწინააღმდეგეებთან...


8. მომაკვდინებელი ფეხბურთი“, ჰონკონგი, 2001
რეჟისორი:
სტივენ ჩოუ
როლებში: სტივენ ჩოუ, ჩცაუ ვეი, ნგ მან-ტატი



არაპროფესიონალ ფეხბურთელთა გუნდი გზას იკაფავს დიდი ფეხბურთისკენ. ფეხბურთელებმა კარგად იციან კონ-ფუს საიდუმლოებები და ისიც, როგორ გამოიყენონ ის გოლის გასატანად.


9. „მატჩი“, რუსეთი, 2012
რეჟისორი:
ანდრეი მალიუკოვი
როლებში: სერგეი ბეზრუკოვი, ელიზავეტა ბოიარსკაია, ედუარდ ბეზროდნი



გერმანელი ფაშისტების მიერ ოკუპირებულ კიევში ფეხბურთის ჩემპიონატს მართავენ - ადგილობრივები ნეცისტების წინააღმდეგ. გერმანელები ყველა საშუალებას მიმართავენ, არ ერიდებიან უხეშობას, ოღონდ კი მატჩი მოიგონ... მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ფაშისტებს უნდათ...


10. „მეხუთე ნომერი“, არგენტინა, 2014
რეჟისორი:
ადრიან ბინესი
როლებში: დიეგო მატიოლი, ნესტორ გუცინი, ესტებან ლამოტი



დრამატული და კომიკური ისტორია ყოფილი ფეხბურთელის ცხოვრებაზე, რომელმაც ფეხბურთის თამაშის მეტი არაფერი იცის.


11. რონალდუ“, დიდი ბრიტანეთი, 2015
რეჟისორი:
ანტონი ვონკი



ეს დოკუმენტური ფილმი ყველაზე წარმატებულ ფეხბურთელზე, სამგზის მსოფლიო საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულ კრიშტიანუ რონალდუზეა. ფილმში გამოყენებულია იშვიათი კადრები, საარქივო მასალები. ჩაწერილია ინტერვიუები ოჯახის წევრებთან და, რა თქმა უნდა, თავად კრიშტიანუსთან. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?