1. „სტატუსი: განახლებული“, 2018
აშშ, კომედია
რეჟისორი: სკოტ სპირი
როლებში: როს ლინჩი, ოლივია ჰოლტი, ჰარვი გილენი
ახალ სკოლაში უფროსკლასელი კაილი თავს გარიყულად გრძნობს. მალე მას ხელში ჩაუვარდება სმარტფონი საოცარი დანართით - მასში გამოქვეყნებული ნებისმიერი პოსტი რეალობად იქცევა. მისი დახმარებით კაილს შეუძლია, ყველა ოცნება აიხდინოს და სკოლის ვარსკვლავად იქცეს.
2. „ყველაფერი შემიძლია“, 2015
დიდი ბრიტანეთი, კომედია
რეჟისორი: ტერი ჯონსი
როლებში: რობინ უილიამსი, კეიტ ბეკინსეილი, საიმონ პეგი
უცხოპლანეტელები დედამიწის განადგურებას აპირებენ, თუმცა მანამდე ერთ უბრალო სკოლის მასწავლებელს სუპერშესაძლებლობებით დააჯილდოებენ. ოღონდ ამას ქველმოქმედების მიზნით კი არ აკეთებენ, არამედ სურთ, დააკვირდნენ, როგორ მოიქცევა რიგითი დედამიწელი მოულოდნელად თავსდატეხილი ყოვლისშემძლეობის შემთხვევაში. და, რა თქმა უნდა, სასწორზე დედამიწის ყოფნა-არყოფნა დევს...
3. „დაწკაპუნება“, 2006
აშშ, კომედია, მელოდრამა
რეჟისორი: ფრენკ კორაჩი
როლებში: ადამ სენდლერი, კეიტ ბეკინსეილი, კრისტოფერ უოკენი
არქიტექტორი მაიკლ ნიუმანი ბევრს მუშაობს და არ უყვარს მოცდენა ცხოვრებისეულ წვრილმანებსა და უსაგნო და არასასიამოვნო საუბრებზე. ერთხელაც, ხელში ჩაუვარდება სასწაულმოქმედი პულტი, რომელიც საშუალებას მისცემს, ისეთი ზედმეტი მომენტები გადაახვიოს, როგორიცაა ცოლთან ჩხუბი ან მოსაწყენი თათბირები.
4. „დიდი, 1988
აშშ, კომედია
რეჟისორი: პენი მარშალი
როლებში: ტომ ჰენკსი, ელიზაბეტ პერკინსი, რობერტ ლოჯა
მოზარდ ბიჭს ჯოშუას ძალიან უნდა მალე გაიზარდოს და თავისი ასაკის პრობლემებს თავი დააღწიოს. ის სურვილს ჩაიფიქრებს და... მეორე დილას 30 წლის ბიძიად გაიღვიძებს. აი, აქ კი ირკვევა, რომ ახალ ასაკშიც საჭიროა, როგორღაც სიტუაციას მოერგო და პრობლემები მოაგვარო.
5. „ქალთევზა“, 2007
რუსეთი
რეჟისორი: ანა მელიაკინი
როლებში: ევგენი ციგანოვი, მარია შალაევა, მარია სოკოვა
გოგონას აქვს უნიკალური ნიჭი - მისი ნებისმიერი სურვილი სრულდება. ასეთ შემთხვევაში ცოტა სიფრთხილეა საჭირო, მაგრამ, როცა შეყვარებული ხარ და გულს მოგიკლავენ, შეიძლება უნებლიეთ გამოუსწორებელი შეცდომა ჩაიდინო და ისეთი რამ ისურვო, რასაც შემდეგ ინანებ.
6. „დორიან გრეი“, 2009
დიდი ბრიტანეთი, დრამა
რეჟისორი: ოლივერ პარკერი
როლებში: ბენ ბარნსი, კოლინ ფერტი, ბენ ჩაპლინი
ნიჭიერი მხატვარი ხატავს ახალგაზრდა, ლამაზი მამაკაცის - დორიან გრეის პორტრეტს. სურათი ისეთი მშვენიერი და ნატურალურია, თითქოს ცოცხალი ადამიანი იყურებოდეს იქიდან. დაინახავს რა ამ ქმნილებას, ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ მზადაა, სულიც კი გაყიდოს, ოღონდაც კი მუდამ ისეთად დარჩეს, როგორიც ამ ნახატზეა. ჰოდა, რას იზამ, არავინ ექაჩებოდა მას ენაზე...
7. „სურვილით დაბრმავებული“, 2000
აშშ, გერმანია, კომედია, მელოდრამა
რეჟისორი: ჰაროლდ რამესი
როლებში: ბრენდან ფრეიზერი, ელიზაბეტ ჰერლი, ფრენსის ო’კონორი
ელიოტ რიჩარდსი, ისევე როგორც ბევრი სხვა, ძალიან უკმაყოფილოა საკუთარი ცხოვრებით. მალე მას ლამაზი ქალის სახით ეშმაკი ეცხადება და სთავაზობს, შვიდი სურვილის სანაცვლოდ სული მიჰყიდოს. ელიოტი თანხმდება, თუმცა ახდენილ ოცნებებს მისთვის ბედნიერება არ მოაქვს.