11 ფილმი პიროვნების გაორებაზე - ყველაზე საინტერესო ფსიქოლოგიურ ფენომენზე

კინო

26 ოქტომბერი 18:00, 2018 წელი

ეს ფილმები ადამიანებისთვის იმის შეხსენებაა, რა ფაქიზია ჩვენი ფსიქიკა და ამავე დროს რა უსაზღვროა მისი შესაძლებლობები, რომელთა შესახებაც ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით…

1. „დაწყევლილთა კუნძული“, აშშ, 2010
დრამა, მისტიკა
რეჟისორი: მარტინ სკორსეზე
როლებში: ლეონარდო დიკაპრიო, მარკ რუფალო, ბენ ქინგსლი



ამ ფილმის ფინალი გაოცებისგან პირს დაგაღებინებთ. უბრალოდ, იცოდეთ, ეს ფილმი ღირს ნახვად. ბონუსი: 2 საათი და 18 წუთი ლეოსთან ერთად და მის მიერ მიერ უნაკლოდ შესრულებული ტედი დანიელსი.


2. „ფსიქო“, აშშ, 1960
საშინელებათა ფილმი
რეჟისორი: ალფრედ ჰიჩკოკი
როლებში: ენტონი პერკინსი, ვერა მაილზი



ეს არის საკულტო ფილმი პიროვნების გაორებაზე. „ფსიქოს“ დამსახურებით მთელ თაობას ეშინოდა აბაზანაში შესვლა. ფილმში, ალფრედ ჰიჩკოკის რეჟისორობით, მოთხრობილია ისტორია სასტუმროს მეპატრონე ნორმან ბეიტსისა, რომელსაც პრობლემური ურთიერთობა ჰქონდა საკუთარ დედასთან.


3. „მებრძოლთა კლუბი“, აშშ, გერმანია, 1999
დრამა
რეჟისორი: დევიდ ფინჩერი
როლებში: ედვარდ ნორტონი, ბრედ პიტი



მებრძოლთა კლუბის პირველი წესი: არავის არაფერი მოუყვე მებრძოლთა კლუბის შესახებ. მებრძოლთა კლუბის მეორე წესი: არასოდეს არავის არაფერი მოუყვე მებრძოლთა კლუბის შესახებ.


4. „იდენტიფიკაცია“, აშშ, 2003
დრამა, მისტიკა
რეჟისორი: ჯეიმს მენგოლდი
როლებში: ჯონ ქიუსაქი, რეი ლიოტა



სიუჟეტის შემობრუნება არარეალურია, თუმცა ფილმის დასრულებამდე დაძაბულობა გარანტირებულია.


5. „საიდუმლო ფანჯარა“, აშშ, 2004
თრილერი, მისტიკა
რეჟისორი: დევიდ კოეპი
როლებში: ჯონი დეპი, ჯონ ტურტურო



ფილმში ჯონი დეპი განასახიერებს მწერალს, რომელსაც იდუმალი უცნობი დევნის და პლაგიატში ადანაშაულებს. ისტორია არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, მით უმეტეს, რომ ის სტივენ კინგის ნოველის ეკრანიზაციაა.


6. „ვინ ხართ, მისტერ ბრუკს?“, აშშ, 2007
დრამა, მისტიკა
რეჟისორი: ბრუკ ა. ევანსი
როლებში: კევინ კოსტნერი, დემი მური



ერლ ბრუკსი - წარმატებული ბიზნესმენი, რომელიც სერიული მკვლელის საიდუმლო ცხოვრებით ცხოვრობს. ფოტოგრაფი, სახელად მისტერ სმიტი, მას დანაშაულის ადგილზე გადაღებული ფოტოთი დააშანტაჟებს და სრულიად მოულოდნელად მათი პარტნიორობა შედგება.


7. „პირველყოფილი შიში“, აშშ, 1996
დრამა, თრილერი, მისტიკა
რეჟისორი: გრეგორი ჰობლიტი
როლებში: რიჩარდ გირი, ედვარდ ნორტონი



ედვარდ ნორტონი თამაშობს მორცხვ ბიჭს, აარონ სტეპლერს, რომელსაც არქიეპისკოპოსის მკვლელობაში ადანაშაულებენ. ტყუილი, მანიპულაცია, პიროვნების გაორების მაგალითები უხვადაა ამ ფილმში.


8. „ამერიკელი ფსიქოპათი“, აშშ, 2000
დრამა, დეტექტივი
რეჟისორი: მერი ჰერონი
როლებში: ქრისტიან ბეილი, ჯასტინ ტერუ



ფილმი გადაღებულია ბრეტ ისტონ ელისის რომანის მიხედვით. პატრიკ ბეიტმანი რისკიანი ბიზნესმენი, მიმზიდველი და საოცრად მდიდარი კაცია. და კიდევ, მას ძალიან მოსწონს ადამიანების ხოცვა.


9. „სპლიტი“, აშშ, 2016
თრილერი, საშინელებათა ფილმი
რეჟისორი: მ.ნაით შიამალანი
როლებში: ჯეიმს მაკევოი, ბეტ ბაკლი



სამი გატაცებული გოგონა აღმოაჩენს, რომ მათი მომტაცებელი პიროვნების მრავალგზის გაორებით იტანჯება. ის ხან პატარა ბიჭია, ხან კი - ხნიერი ქალი. გადარჩენის შანსიც ისევე ჩნდება და ქრება, როგორც დომინანტი პიროვნებები.


10. „ნათება“, დიდი ბრიტანეთი, აშშ, 1980
დრამა, საშინელებათა ფილმი
რეჟისორი: სტენლი კუბრიკი
როლებში: ჯეკ ნიკოლსონი, შელი დიუვალი



კიდევ ერთი კლასიკური ფილმი, რომელიც აღწერს სიგიჟისა და პიროვნული გაორების საშინელ მხარეს. ჯეკ ტორესს ზამთარში ოჯახი იზოლირებულ სასტუმროში მიჰყავს და სიუჟეტი სრულიად არაპროგნოზირებულად ვითარდება. სტივენ კინგის ნაწარმოების ეს კლასიკური ადაპტაცია ყველა კინომანმა უნდა ნახოს.


11. „ნიჭიერი მისტერ რიპლი“, აშშ, 1999
დრამა, თრილერი
რეჟისორი: ენტონი მინგელა
როლებში: მეთ დეიმონი, გვინეთ პელტროუ, ჯად ლოუ



ფილმი საკმაოდ მდიდრულია ესთეტიკური თვალსაზრისით. ტომ რიპლი იტალიაში მიჰყვება დიკი გრინლიფს და იწყება დაუსრულებელი ტყუილები და მკვლელობები. ღირს ამ ფილმის ყურება, წიგნის - წაკითხვა და საუნდტრეკის - მოსმენა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?