მე-20 საუკუნის სექსსიმბოლოები - ბაბუები, რომლებზეც ჩვენი ბებიები გიჟდებოდნენ

კინო

20 ნოემბერი 14:00, 2018 წელი

წლები გადის, მაგრამ მათ კომპანიაში მოხვედრაზე დღემდე ბევრი ქალი ოცნებობს... და არამხოლოდ ბებიები...

ალენ დელონი
ფრანგი მსახიობი, 83 წლის



გასული წლის გაზაფხულზე მსახიობი ოფიციალურად გავიდა პენსიაზე, გადაღებები შეწყვიტა და ესტაფეტა უმცროს ვაჟს გადასცა. 24 წლის ალენ-ფაბიენ დელონს მამისგან მემკვიდრეობით ნიჭიერება ერგო, თუმცა დედის კვალს გაჰყვა - ჰოლანდიელი მოდელის როზალი ვან ბრემენის. და სანამ სიმპათიური მემკვიდრე მსოფლიო მოდას იპყრობს, უფროსი მუსიე დელონი მარადისობაზე ფიქრობს. წლის დასაწყისში მსახიობმა განაცხადა, რომ თავის საყვარელ ნაგაზ ლუბოსთან ერთად უნდა ამ ცხოვრების დატოვება. „თუ მე მოვკვდები ადრე, ვეტერინარს ვთხოვ, ნემსი გაუკეთოს და ჩემს ხელებში დააძინოს. მირჩევნია, ასე მოვიქცე და არ ვიდარდო იმაზე, რომ ის შეიძლება ჩემს საფლავზე ტანჯვით მოკვდეს“. - განმარტა დელონმა.


ადრიანო ჩელენტანო
იტალიელი მსახიობი და მუსიკოსი, 80 წლის



„როგორ შეიძლება იყო ძალიან შეუხედავი და მაინც ყველა ქალს მოსწონდე?“ - ჩელენტანოს შეეძლო, მსგავსი სახელწოდებით თვითმასწავლებელი გამოეშვა. თავად იტალიელმა კი მთელი მსოფლიოს ქალებიდან მხოლოდ ერთი აირჩია - 1964 წლიდან ის მსახიობ კლაუდია მორიზეა დაქორწინებული.
მიუხედავად სოლიდური ასაკისა, ადრიანო არ წყვეტს შემოქმედებით საქმიანობას. ორი წლის წინათ მან მორიგი ალბომი გამოუშვა, სახელწოდებით Le migliori.


ალექსანდრ შირვინდტი
რუსი მსახიობი, 84 წლის



კიდევ ერთი ერთგული ქმარი! გასულ წელს ალექსანდრ შირვინდტმა და არქიტექტორმა ნატალია ბელოუსოვამ ბრილიანტის ქორწილი გადაიხადეს - ქორწინების 60 წლისთავი. მათი ურთიერთობა კი ჯერ კიდევ სკოლაში დაიწყო.
შირვინდტი წლების განმავლობაში მხოლოდ ეპიზოდურ როლებს თამაშობდა, პოპულარობა გვიან მოვიდა - კომედიის „ბედის ირონია, ანუ გაამოთ“ გამოსვლის შემდეგ. მსახიობი უკვე 41 წლის იყო. შემდეგ იყო „ციური მერცხლები“, „სამნი ნავში, თუ არ ჩავთვლით ძაღლს“ - და რა გულმოკლულნი დარჩნენ მისი თაყვანისმცემლები, როცა გაიგეს, რომ მომხიბვლელი შავგვრემანი „ღრმად ცოლიანი“ იყო.


ხულიო იგლესიასი
ესპანელი მომღერალი, 75 წლის



მომღერალმა მსოფლიოს უნიჭიერესი და ძალიან „ცხელი“ ბიჭები აჩუქა - ენრიკე და ხულიო-უმცროსი იგლესიასები. და მხოლოდ ეს ორი მომღერალი - არა. მუსიკოსს 8 შვილი ჰყავს. მისი 5 უმცროსი შვილის დედა მოდელი მირანდა რეინსბურგია, რომელიც 22 წლით უმცროსია ქმარზე. წყვილმა 2010 წელს იქორწინა, 20-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ.
მომღერალი პენსიაზე გასვლას არ აპირებს. გასულ წელს იგლესიასმა ლათინურ ამერიკაში მოაწყო ტური,  სულ ცოტა ხნის წინ კი მოსკოვში გამართა კონცერტი. ძალიან მალე მემუარების გამოცემასაც გეგმავს.


ჟან-პოლ ბელმონდო
ფრანგი მსახიობი, 85 წლის



ბელმონდოს ოთხი შვილი და ექვს შვილიშვილი ჰყავს. მთელი მსოფლიოს ქალები კვლავაც ჭკუას კარგავენ მასზე. ის კი კვლავაც აგრძელებს მათთვის გულის გატეხას! 2012 წელს, ოთხწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ბელმონდო მოდელ ბარბარა ჰანდოლფს გაშორდა, რომელიც მასზე 40 წლით უმცროსი იყო. განშორება მსახიობმა მძიმედ გადაიტანა, მაგრამ გასულ ზაფხულს მან პირველად მისცა ინტერვიუ და აღიარა, რომ აპირებს, კინოს დაუბრუნდეს.


ჟერარ დეპარდიე
ფრანგი მსახიობი, 69 წლის



შეიძლება ითქვას, რომ, როგორც მსახიობი, ჩვენ ის დავკარგეთ. ფრანგული კინოს ლეგენდა ახლა სკანდალებით უფროა ცნობილი, ვიდრე წარმატებული კინოროლებით. 2014 წელს მან გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი, საიდანაც ვიგებთ, რომ ახალგაზრდობაში მსახიობს არაერთი დანაშაული ჩაუდენია, მათ შორის მანქანის გატაცება, ჯიბის ქურდობა და თქვენ წარმოიდგინეთ, საფლავების ძარცვაც კი. 16 წლის ასაკში დეპარდიემ რამდენიმე კვირა გაატარა ციხეში ავტომობილის გაძარცვისთვის. მეტიც, ჟერარ დეპარდიემ აღიარა, რომ ის საკუთარი სხეულითაც ვაჭრობდა, როცა, სულ რაღაც, 10 წლის იყო. თუმცა 15 წლისას ჰგავდა. ჟერარმა აღმოაჩინა, რომ კაცები მოსწონდა და სიამოვნებით ემსახურებოდა მათ. მუსიე დეპარდიე ხშირად კლიენტებსაც ძარცვავდა. ისე, სწორედ გეი საზოგადოების წყალობით მოხვდა დეპარდიე თეატრში.


მიხეილ ბოიარსკი
რუსი მსახიობი, 68 წლის



ამბობენ, რომ ბოიარსკიმ დარტანიანის როლი შემთხვევით მიიღო. რეჟისორზე შთაბეჭდილება მოახდინა რეპეტიციაზე დაგვიანებით მოსული მსახიობის შეწუხებულმა სახემ და ბოიარსკი ეპიზოდური როლიდან მთავარ როლზე დაამტკიცეს. სახელმა და დიდებამ ბოიარსკიზე ცუდად იმოქმედა. პოპულარობის პიკზე ის სასმელს მიეძალა და საბოლოოდ საავადმყოფოში მოხვდა პანკრეატიტით. მის და ლარისა ლუპიანის ქორწინება უკვე ზღვარზე იყო, თუმცა მსახიობმა გადაწყვიტა, დარჩენილიყო და ქმრისთვის მოევლო. სიყვარულმა მიხეილ ბოიარსკის სიცოცხლეც გადაარჩინა და კარიერაც.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?