2018 წლის საუკეთესო მინისერიალები

კინო

28 ნოემბერი 18:00, 2018 წელი

გრძელი სიტყვის მოკლედ თქმას კინოშიც დიდი ნიჭი სჭირდება...

„პატრიკ მელროუზი“
Patrick Melrose



პატრიკ მელროუზი წლების მანძილზე ცხოვრობდა უდარდელად: გამუდმებული წვეულებები, ძვირად ღირებული სასმელი, ყოველ ღამე სხვადასხვა ქალი... ასაკის მატებასთან ერთად კი ის ხვდებოდა, რომ ეს ყველაფერი სისულელე იყო. უბრალოდ, ამით მძიმე ბავშვობის - მამის მხრიდან ძალადობისა და დედის გულგრილობის დავიწყებას ცდილობდა.


„მანიაკი“
Maniac



ოუენი და ენი ფსიქიკური დაავადებების სამკურნალო ახალი მედიკამენტის ტესტირებაზე თანხმდებიან. კაცი შიზოფრენიით დაავადებული მდიდარი მემკვიდრეა, რომელსაც მთელი რიგი ვალდებულებები აქვს ოჯახის წინაშე. ქალი კი - ნათესავებთან ტოქსიკური ურთიერთობით დაღლილი გოგონა. მათ სურთ, წამლების დახმარებით სულიერი წონასწორობა აღიდგინონ, თუმცა არ ფიქრობენ მკურნალობით გამოწვეულ გვერდით მოვლენებზე.


„ბასრი საგნები“
„Sharp Objects



ჟურნალისტი კამილა პრიკერი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება. ის საგაზეთო მასალას ამზადებს მოზარდი გოგონების შოკისმომგვრელ მკვლელობებზე. ნაცნობი ადგილები და ძველი მეგობრები გოგონას წარსულის კოშმარში ხლართავენ და ყოველი ახალი კვანძის გახსნა მას საშინელი სიმართლის გამჟღავნებასთან აახლოებს.


„ტრაგედია უეკოში“
Waco



სერიალის სიუჟეტი რეალურ ისტორიაზეა აგებული. ეს არის კონფრონტაცია „ეფბიაისა“ და რელიგიურ კულტს „დავიდოვის ფილიალს“ შორის. დიახ, „ჰეპიენდი“ ნამდვილად არ იქნება.


„მოჩვენებითი კოშკი“
The Looming Tower



სერიალი გადაღებულია ლოურენს რაიტის წიგნის „The Looming Tower: Al-Qaeda and the Road to 9/11“-ის მიხედვით, რომელიც პულიცერის პრემიითაა დაჯილდოებული. სიუჟეტში მოთხრობილია ამერიკულ სპეცსამსახურებს შორის გაჩაღებულ ნამდვილ მეტოქეობაზე უსამა ბინ ლადენსა და „ალ-ქაიდას“ სხვა ლიდერებზე ნადირობისას.


„უდანაშაულობის ტესტი“
Ordeal by Innocence



აგატა კრისტის რომანის მორიგი ეკრანიზაცია. 1954 წელი. შობის ღამეს მდიდარი ქველმოქმედის მეუღლეს, რეიჩელ არგაილს პოლიციელები საკუთარ საძინებელში სისხლის გუბეში მწოლიარეს პოულობენ. მკვლელობაში ეჭვმიტანილად მის შვილობილს, ჯეკი არგაილს ცნობენ, რომელიც აცხადებს, რომ უდანაშაულოა...

დღის ჰოროსკოპი

28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

კათარზისიდან მილიონამდე - ვალიკო ბაბუს ამბავი

მილიონერი, რომელსაც მთელი საქართველო ეძებდა, ნაპოვნია.  „ლოტო 6/42“-ის ჯეკპოტი - 1 182 454 ლარი 21 იანვარს გათამაშდა, მაგრამ ახალი ქართველი მილიონერი რამდენიმე დღე არ ჩანდა.
დღის ჰოროსკოპი

27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

ცნობილი „პენსიონერები“ და მათი მეორე ნახევრები

რამდენიმე მაგალითი კიდევ ერთხელ იმის დასტურად, რომ სიყვარულმა არ იცის ასაკის საზღვრები, ისევე როგორც - კანის ფერი, რელიგია და კიდევ ბევრი სხვა მსაზღვრელი.
დღის ჰოროსკოპი

26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

პროფესორის ანეკდოტში ჩატეული ცხოვრება

ერთხელ ერთმა პროფესორმა სტუდენტებთან ლექცია ანეკდოტის მოყოლით დაიწყო - ცხოვრებისეული და ძალიან გონებამახვილური ანეკდოტით, რაზეც მთელმა აუდიტორიამ გულიანად იცინა...
საკნატუნო ამბები

რას ხედავთ ამ ფოტოზე?

აბა, ყურადღებით დააკვირდით... 
დღის ჰოროსკოპი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვარს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

გუგლის ახალი ყურსასმენი სინქრონულად თარგმნის 40 ენიდან! (Video)

კომპანიის ჩანაფიქრით, Pixel Buds 2, ერთი მხრივ, ლამაზი უნდა ყოფილიყო, მეორე მხრივ - მოხერხებული, მესამე მხრივ - ფუნქციონალური. და, როგორც ჩანს, გამოუვიდათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვარისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?