12 ფილმი თავბრუდამხვევ სიყვარულზე

კინო

9 იანვარი 18:00

გაგიგიათ ალბათ, რომ „სიყვარული ვერტიკალურია, თანაც ბრუნვადი“, ამიტომ ამ დროს შეიძლება, თავბრუც დაგეხვეთ, მუხლიც მოგეკვეთოთ და დიდი ტკივილიც გადაიტანოთ. ვისაც ამის არ გჯერათ, ამ ფილმებიდან რომელიმე შეარჩიეთ და ჩაუჯექით...

1. „ბედის ვარსკვლავის ბრალია“, 2014



ეს ლამაზი, თუმცა სევდიანი სიყვარულის ისტორია ცოტა უცნაური მანერითაა მოწოდებული. დაშტამპული ბანალური მელოდრამისგან განსხვავებით, ფილმი გამოირჩევა გონებამახვილური დიალოგებით გმირებს შორის, მათივე ჯანმრთელი ცინიზმითა და შავი იუმორით, რომელიც უადგილო სულაც არ არის.


2. „ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება“, 2004



ნებისმიერი რამის დავიწყება შეიძლება: უთოს გამორთვის, გადასახადის გადახდის, თევზების გამოკვების, ოღონდ არა იმ ტკივილისა, რომელიც საყვარელმა ადამიანმა მოგაყენა. პრაქტიკულად შეუძლებელია, გონებიდან და გულიდან წაშალო ის ემოციები, რომლებიც ამ ტკივილით განიცადე.


3. „შემიყვარე, თუ გაბედავ“, 2003



ყველაფერი იცვლება. მეგობრობა სიყვარულში გადაიზრდება, ბავშვობის მეგობრები ზრდასრულ წყვილად გადაიქცევიან, ბავშვური გართობა კი - სასტიკ თამაშად. ფილმი გვასწავლის, რომ ბედნიერება უშრომლად არ მოდის, ის ყოველთვის მოითხოვს მსხვერპლს. და სიყვარულს სანთელი უნდა დაუნთო.


4. „დიდი გეტსბი“, 2013



ამ ფილმს შეიძლება თამამად ვუწოდოთ თანამედროვე პოემა დიდი სიყვარულის შესახებ. სუფთა, გულწრფელი, უმშვენიერესი და შეუძლებელი. ფულით თითქმის ყველაფრის ყიდვა შეიძლება: გარშემომყოფთა პატივისცემის, მდიდრული კოსტიუმების, დაუვიწყარი წვეულებისთვის ზღვა სასმელის, მაგრამ სიყვარულის? - რა თქმა უნდა, არა.


5. „სახლი ტბასთან“, 2006



როცა ფილმის აღწერას კითხულობ, შეიძლება იფიქრო, რომ ეს არის ფანტასტიკის ჟანრში მოთხრობილი სიყვარულის ისტორია, რომელსაც სივრცითი და დროითი საზღვრები არ გააჩნია. სინამდვილეში კი ეს არის ამბავი იმის შესახებ, რა ძნელია, ადგე და საკუთარ თავსაც და სხვა ადამიანსაც გამოუტყდე გულწრფელ გრძნობებში, გადადგა ნაბიჯი, რომელსაც შეუძლია მთელი შენი ცხოვრება თავდაყირა დააყენოს.


6. „სიყვარული და სხვა წამლები“, 2010



მხიარული კომედიის საფარველში გახვეული დრამატული შიგთავსი. ჰო, მართლა, ქიმია, სექსი, იუმორი, ენ ჰეთეუეისა და ჯეიკ ჯილენჰოლის შესრულებით, საუკეთესო სანახაობაა. გარდა ამისა, არის მიზეზი, აღფრთოვანდე ადამიანის სულის სიძლიერით და კვლავაც ირწმუნო ნამდვილი სიყვარულის ძალა.


7. „ანგელოზი-ა“, 2005



უჩვეულო ისტორია სიყვარულზე: სიყვარული მოყვასის, საკუთარი თავისა და პარიზისა. ამ ჩამონათვალის სხვა ფილმებისგან განსხვავებით, აქ არ არის ემოციების ქარიშხალი და ვნებიანი კოცნები. თუმცა, ჟურნალების უხვი ეროტიკის, მინიმალური ტანსაცმლისა და არც ისე ღვთისმოსავი მთავარი გმირის ფონზე ფილმს წუთითაც ვერ მოსწყდებით.


8. „არასოდეს გამიშვა“, 2010



ეს ფილმი გაიძულებთ, დაფიქრდეთ ცხოვრების წარმავლობასა და ღირებულებებზე და იმაზე, რის შეცვლა შეგიძლიათ პირადად თქვენ და რის - არა. ეს არ არის ფილმი უბრალოდ სიყვარულზე. ეს არის მძიმე ისტორია ორი შეყვარებული ადამიანის ურთიერთობაზე, რომლებიც შეეგუვნენ გარდაუვალი და სასტიკი სიკვდილის მოახლოებას.


9. „ნეტავ“, 2004



ყოველდღიურ სუიტაში ზოგჯერ ვივიწყებთ საკუთარ მეორე ნახევარს, მთლიანად ვიძირებით სამუშაოში და ყოფით პრობლემებში. ეს ფილმი გვახსენებს, რომ ყოველი წამი უნდა დავაფასოთ, ვაჩუქოთ სიყვარული ახლობლებს და არ მივცეთ საშუალება გულგრილობას, ჩადგეს ორ ადამიანს შორის.


10. „ერთი დღე“, 2011



სიყვარული - თითქოს გაცვეთილი თემა. მასზე შეიძლება ისაუბრო, იხუმრო, გაიცინო. გადაიღო დრამატული ფილმები ბედნიერი დასასრულით, სადაც სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს, მიუხედავად მძიმე განსაცდელისა და უბედურებისა. მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა. მორალი - არ უნდა დაკარგო დრო არარსებული ბედნიერების ძიებაში, როცა ის შენ გვერდითაა.


11. „იჩქარე, შეიყვარო“, 2002



ზოგჯერ გვირჩევნია, უარი ვთქვათ რაღაცაზე, თუ ვიცით, რომ ის ტკივილს მოგვაყენებს. ფილმის მთავარი გმირი მზადაა, ყველაფერი გააკეთოს, ოღონდაც კი მეტი დრო გაატაროს თავის შეყვარებულთან. და ეს ყველაფერი იმის მიუხედავად, რომ მის მეგობრებსა და მშობლებს განსხვავებული აზრი აქვთ, გოგონა თავს იკავებს ურთიერთობაზე და თავადაც აცნობიერებს, რომ ეს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდება.


12. „ძვირფასი ჯონი“, 2010



ეს არის გასაოცარი დრამა სიყვარულზე: სამშობლოსადმი, მოყვასისადმი და, რა თქმა უნდა“, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე. ეს ფილმი მოგითხრობთ იმის შესახებ, რომ სიყვარულს განშორება ვერაფერს აკლებს; რომ ცხოვრება - ეს ბრძოლაა, რომელიც წუთითაც კი არ უნდა შეწყვიტო, როგორც ამას ჯონი აკეთებს. და იმაზე, რომ ადამიანებმა მხოლოდ საკუთარ ბედნიერებაზე არ უნდა იფიქრონ.

საკნატუნო ამბები

დაუცველი სექსი სასარგებლოა? - მეცნიერების ახალი კვლევა

დაუცველი სექსი ორივე პარტნიორის ფსიქიკას იცავს, ხოლო სექსი პრეზერვატივით სტრესსა და დეპრესიას იწვევს, - ამტკიცებენ მეცნიერები. თქვენც დაგაფიქრათ, მეცნიერების ნათქვამმა? ერთად გავერკვეთ, რისი თქმა სურთ ჩვენს კეთილისმსურველებს.
დღის ჰოროსკოპი

17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 აგვისტოს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Sunset Fest Bakhmaro - 19 აგვისტოს ბახმაროში თანამედროვე მუსიკის ფესტივალი და დიდი მხიარულება გელოდებათ

Sunset Fest  Bakhmaro 2019-ის მზადება აქტიურ ფაზაშია. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე, დაბა ბახმაროში, 19 აგვისტოს ბევრი სიურპრიზი და დიდი მხიარულება გელით.
კინო

გასაოცარი შარლიზ ტერონის 20 ფილმი

შარლიზ ტერონი არა მხოლოდ ლამაზი ქერაა, არამედ ეფექტიანი მსახიობიც, ფართო დრამატული დიაპაზონით. მას ერთნაირად ძლიერად შეუძლია ითამაშოს როგორც „საოსკარე“ დრამაში, ისე ბლოკბასტერსა და კომედიაში.
დღის ჰოროსკოპი

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

სტაფილოს სალათი აღმოსავლურად

ამ რეცეპტით მომზადებულ სალათს ძალიან გამოკვეთილი და მდიდარი გემო აქვს. ოღონდ სუფრასთან მიტანამდე 2-3 საათი უნდა გააჩეროთ.
საკნატუნო ამბები

სექსუალური მილიონერის ახალი ცეკვა - ჯანლუკა ვაკი კვლავ ფორმაშია! (ვიდეო)

ექსტრავაგანტურმა მილიონერმა და მუსიკალურმა შემსრულებელმა ჯანლუკა ვაკიმ სოციალური ქსელი მორიგი ცხელი ვიდეოთი დაიპყრო.
დღის ჰოროსკოპი

15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ფილმი, რომელთა ყურებისას აუცილებლად „დაგცხებათ“

წელს უჩვეულოდ გრილი ზაფხული დაგვიდგა - ან წვიმს, ან ქარია და ლამისაა ჩამოთოვოს კიდეც... ჰოდა, ეს ფილმები ნამდვილად გაგრძნობინებთ პაპანაქებას - სულშიც კი! 
საკნატუნო ამბები

სექსუალური სერფერი დები ინსტაგრამზე ნამდვილ ცეცხლს ანთებენ (10 ფოტო)

რაც არ უნდა ვთქვათ, სერფინგი, უდავოდ, სპორტის ყველაზე სექსუალური სახეობაა. ალბათ, ამიტომ აირჩიეს ავსტრალიელმა დებმა ელი-ჯინმა და ჰოლი-დეიზი კოფებმა სერფინგი. 
დღის ჰოროსკოპი

14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

მთა, სუფთა ჰაერი, დოღი და თანამედროვე მუსიკის ფესტივალი - რა ელოდება ბახმაროში 19 აგვისტოს ასულ სტუმრებს

19 აგვისტოს, დაბა ბახმაროში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე, ასულ სტუმრებს დიდი დღესასწაული ელით!