10 ფილმი, რომლებიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოთ

კინო

11 იანვარი 18:00, 2019 წელი

ამ ფილმებმა, თითოეულმა თავის დროზე, წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე. მათ ხშირად ციტირებენ, ბაძავენ და ნებისმიერი რეჟისორი ოცნებობს ასეთი ფილმების ავტორობაზე.

1. „ნათლია“, 1972
რეჟისორი - ფრენსის ფორდ კოპოლა



კრიმინალური საგა ნიუ-იორკის სიცილიური მაფიის შესახებ მეორე ადგილს იკავებს საუკეთესო ფილმებს შორის ამერიკული კინემატოგრაფის ისტორიაში. და რაც მთავარია, ამ შემთხვევაში ერთ აზრზე არიან მაყურებლები და კინოკრიტიკოსები, რომლებიც ფილმებს სულ სხვა კრიტერიუმებით აფასებენ.


2. „გაქცევა შოუშენკოდან“, 1994
რეჟისორი - ფრენკ დარაბონტი



ისტორია ენდი დიუფრეინის ურყევი ნებისა და მიზანსწრაფულობის შესახებ სათავეში უდგას მაყურებელთა ვერსიით ყველა დროის საუკეთესო ფილმთა ჩამონათვალს.


3. „პიანისტი“, 2002
რეჟისორი - რომან პოლანსკი



რომან პოლანსკის საუკეთესო ფილმი, რომელმაც 2003 წელს სამი „ოსკარი“ აიღო. ფილმი გადაღებულია პიანისტ ვლადისლავ შპილმანის რეალური ისტორიის მიხედვით, რომელიც გერმანელების მიერ ოკუპირებულ პოლონეთში ცხოვრობდა.


4. „12 განრისხებული მამაკაცი“, 1957
რეჟისორი - სიდნი ლუმეტი



კამერული დრამის სანიმუშო მაგალითი, სადაც მოქმედება ვითარდება ერთ შენობაში, მაგრამ ვნებების ისეთი დუღილია, რომ შეგეშინდებათ.   


5. „ტიტანიკი“, 1997
რეჟისორი - ჯეიმს კემერონი



ჯეიმს კემერონის ეპიკური ფილმი-კატასტროფა ყველაზე ლამაზი ფილმი იყო კინემატოგრაფის ისტორიაში ამავე რეჟისორის ახალი ფილმის „ავატარის“ გამოსვლამდე. 1998 წელს „ტიტანიკი“ „ოსკარის“ 14 ნომინაციაზე იყო წარდგენილი და 11-ში გაიმარჯვა.


6. „კრავთა დუმილი“, 1990
რეჟისორი - ჯონათან დემე



ამ ფსიქოლოგიურ თრილერში ენტონი ჰოპკინსმა მანიაკის იმდენად ძლიერი სახე შექმნა, რომ მის შემოქმედებას ეს როლი შლეიფად გასდევს. საეჭვოა, მსახიობს კვლავაც მოუწიოს ისეთი რთული პერსონაჟის განსახიერება, როგორიც ჰანიბალ ლექტერი იყო 30 წლის წინათ.


7. „მაკულატურა“, 1994
რეჟისორი - კვენტინ ტარანტინო



ამ თავხედურად არასტანდარტული ფილმის წარმატება საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა: ყალბი ამბავი, უცნაური კილერები ფილოსოფიური საუბრებით. შედეგი - საკულტოს სტატუსი და ციტირება ყველგან და ყოველთვის.


8. „ბრწყინვალე გონება“, 2001
რეჟისორი - რონ ჰოვარდი



ათასწლეულის დასაწყისში დასმული კითხვა: რამდენად რეალურია ჩვენ მიერ მიღებული რეალობა? ყველას იმდენად აღელვებდა, რომ ლამის ყველა მეორე ფილმი ამ კითხვას პასუხობდა. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ 2002 წლის საუკეთესო ფილმად მსგავსი ისტორიის მიხედვით გადაღებული კინოსურათი დასახელდა.


9. „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“, 1959
რეჟისორი - ბილი უაილდერი



ერთ-ერთი საუკეთესო კომედია ამერიკული კინემატოგრაფის ისტორიაში, შეუდარებელი მერილინ მონროს მონაწილეობით. ახლა შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ თავის დროზე ქალად გადაცმული მამაკაცის ეკრანზე გამოჩენა ძალიან სარისკო იყო და შეიძლებოდა ფილმი გაქირავებაშიც კი არ ჩაეშვათ ამორალურობის გამო. ოფიციალურად არც მიუციათ ნებართვა ამ ფილმის ჩვენებაზე, მაგრამ ის მაინც გამოვიდა კინოეკრანებზე და ახალი სული შთაბერა ჰოლივუდურ კინოს.


10. „ავატარი“, 2009
რეჟისორი - ჯეიმს კემერონი



ახალი ეპოქა ვიზუალური ეფექტების განვითარებაში 3D-თან დაკავშირებით, მოძრაობის გადაღების ტექნოლოგიების გაუმჯობესებასა და კომპიუტერულ გრაფიკაში. ძნელი სათქმელია, შედგება კი მეორე ფილმის პრემიერა 2020 წელს, როგორც შეგვპირდნენ, მაგრამ 99%-ით გვჯერა - ჯეიმს კემერონი ამჯერადაც შექმნის რამე ეპოქალურს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?