10 ფილმი მათთვის, ვინც ამ საღამოს სახლში რჩება

კინო

25 იანვარი 18:00, 2019 წელი

ეს ფილმები პირველივე კადრებიდან ჩაგითრევთ და ჩახლართული ამბებით ისე აგიბნევთ თავგზას, რომ ბოლო წუთებამდე ვერ მიხვდებით, რა ხდება ეკრანზე.

1. „პირადი მყიდველი“, 2016, საფრანგეთი
როლებში: კრისტენ სტიუარტი, ლარს აიდინგერი, სიგრიდ ბოუაზისი, ანდერს დანიელსენ ლიე



მორინი, ახალგაზრდა ამერიკელი, ჩადის პარიზში და „პირადი მყიდველის“ პოზიციაზე იწყებს მუშაობას: ის ჩაცმულობას ურჩევს მდიდარ გლამურულ ქალბატონებს. მაგრამ მოდა და სიმდიდრე მორინს ნაკლებად აღელვებს, ის შეპყრობილია გარდაცვლილებთან კონტაქტის დამყარებით. ცოტა ხნით ადრე მან ტყუპისცალი ძმა დაკარგა, რომელიც შეჰპირდა, რომ იმ ქვეყნიდან ნიშანს მისცემდა. გოგონას ცხოვრება დრამატულად ვითარდება, როცა იდუმალი უცნობისგან წერილს მიიღებს. ეს არის მრავალმხრივი და ღრმა ფილმი, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ჟანრს აერთიანებს.


2. „უხილავი სტუმარი“, 2016, ესპანეთი
როლებში: მარიო კასასი, ანა ვაგენერი, ხოსე კოროდანო, ბარბარა ლენი



ბიზნესმენი ედრიანი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი საყვარლის გვერდით იღვიძებს. ის ყველას უმტკიცებს, რომ უდანაშაულოა და გადაწყვეტს, ვირჯინია გურმანის - ჩახლართული სიტუაციებიდან გამოსვლის სპეციალისტის მომსახურებით ისარგებლოს. სულ რაღაც, ერთ ღამეში ედრიენმა და ვირჯინიამ უნდა შეძლონ და გონივრული დასაბუთება იპოვონ მკვლელობაში ბრალდების უარსაყოფად. არაორდინარული ფილმი ჩახლართული სიუჟეტით დაგაფიქრებთ, რაზე შეიძლება წავიდეს ადამიანი საკუთარი თავის გადასარჩენად.


3. „სახლში“, 2012, საფრანგეთი
როლებში: ფაბრის ლულინი, ქრისტინ სკოტ-თომასი, ერნსტ უმოერი, ემანუელ სენიე



კლოდი - შეუმჩნეველი, მაგრამ ძალიან დაკვირვებული ბიჭი, რომელიც მუდმივად ბოლო მერხზე ზის. მას ძალიან უყვარს თვალთვალი და შედის რა ნდობაში შვიდ თანაკლასელთან, ის არა მარტო უთვალთვალებს  მათ, არამედ ჩუმად ჩანაწერებსაც აკეთებს. კლოდი თავის დამცინავ ჩანაწერებს მასწავლებელს აჩვენებს, ის კი ბიჭს კიდევ უფრო წაახალისებს ამ უგუნურ საქმიანობაში, თან არც კი ეჭვობს, რომ მალე სიტუაცია კონტროლიდან გამოვა. ძალიან მაგარი ფსიქოლოგიური თრილერი სიუჟეტის მოულოდნელი განვითარებით.


4. „ეიპრილი და საოცარი სამყარო“, 2015, საფრანგეთი
როლებში: მარიონ კოტიარი, ფილიპ კატერინი, ჟანომ როშფორომი, ოლივე გურმე



1941 წელი. საფრანგეთს ნაპოლეონ VI მართავს. ადამიანები მხოლოდ ორთქლის ენერგიით სარგებლობენ, რადგან ჯერ ელექტროენერგიის შესახებ არაფერი იციან. და ეს იმიტომ, რომ უკვე მრავალი წელია მთელ მსოფლიოში გამოჩენილი მეცნიერები სადღაც ქრებიან. როცა ეიპრილი პატარა იყო, მისი მშობლები ცდილობდნენ, უკვდავების ელექსირი შეექმნათ, მაგრამ სამუშაოს დასრულება ვერ მოასწრეს - ისინიც სადღაც გაუჩინარდნენ. გოგონა გაიზარდა და ახლა ის ცდილობს, თავად შექმნას უკვდავების ელექსირი.


5. „გაუტეხავი“, 2000, აშშ
როლებში: ბრიუს უილისი, სემუელ ლ. ჯექსონი, რობინ რაიტი, სპენსერ ტრიტ კლარკი



დევიდ დანი ერთადერთი აღმოჩნდება, ვინც საშინელი სარკინიგზო კატასტროფის შემდეგ გადარჩება. და თანაც ის არა მარტო ცოცხალია, არამედ ერთი ნაკაწრიც არ აქვს. მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცის მომხდარის მიზეზი - ეს არის ელაიზა სპარსი, მეტსახელად მისტერ მინა, რომლის ძვლებიც უმნიშვნელო მოძრაობაზეც კი შეიძლება დაიმსხვრეს. უცნაური ფილმი იმის შესახებ, რომ სუპერგმირები უბრალო ადამიანები არიან, რომლებსაც წარმოდგენაც კი არ აქვთ საკუთარ შესაძლებლობებზე.


6. „ფოკუსი“, 2015, აშშ
როლებში: უილ სმიტი, მარგო რობი, ადრიან მარტინესი, ჯერალდ მაკრეინი



ისტორია შეყვარებული თაღლითისა, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს მსოფლიოს კრიმინალურ მაქინაციებში. შეყვარებულები დიდ საქმეებს დაატრიალებენ, მაგრამ მერე მიხვდებიან, რომ ურთიერთობა შეიძლება სერიოზული დაბრკოლება აღმოჩნდეს თვითგადარჩენის პროცესში და ისინი დაშორდებიან. ორიოდე წლის შემდეგ ბედისწერა ისევ შეახვედრებს ყოფილ საყვარლებს. ახლა ისინი ან სამუდამოდ დაშორდებიან ან  ძლიერ გუნდად იქცევიან. ეს არის ფილმი არაპროგნოზირებადი სიუჟეტით, დრაივითა და შესანიშნავი იუმორით.


7. „თვითმარქვია“, 2012, დიდი ბრიტანეთი
როლებში: ნიკოლას ბარკლი, გარი გიბსონი, ბრაიან გიბსონი



უბრალო მექსიკური ოჯახი დაკარგულ ბიჭს სამი წლის შემდეგ ესპანეთში იპოვის. ოჯახი ძალიან ბედნიერია და ნაკლებად აღელვებს, რომ ბიჭს სხვა ფერის თმა და თვალები აქვს, აქცენტით ლაპარაკობს და ვერავის ცნობს. სინამდვილეში ის ვირტუოზი თვითმარქვია და სიცრუის ოსტატია, რომელმაც 39-ჯერ შეიცვალა ვინაობა. თაღლითის მხილებას „ეფბიაის“ აგენტი და კერძო დეტექტივი ცდილობენ, მაგრამ ისინი საშინელ საიდუმლოს წააწყდებიან. ფილმი დაძაბულობას ბოლო წუთებამდე ინარჩუნებს.


8. „ელიზა გრეივსი“, 2014, აშშ
როლებში: კეიტ ბეკინსეილი, ჯიმ სტერჯესი, დევიდ ტიულისი, ბრენდან გლისონი, ბენ ქინგსლი



ახალგაზრდა ექიმი ფსიქიატრიულ კლინიკაში იწყებს მუშაობას. იქ მის ყურადღებას იქცევს მშვენიერი მის გრეივსი, რომელიც კლინიკაში ქმრის მკვლელობის მცდელობისთვის მოხვდა. კლინიკის დირექტორი მკურნალობის საკმაოდ უცნაური მეთოდების მიმდევარია და ზოგიერთ პაციენტთან მეგობრობს კიდეც. მალე ედვარდი ხვდება, რომ ეს მეთოდები არც ისე უცნაურია იმასთან შედარებით, რაც საავადმყოფოს კედლებში ხდება.


9. „უცნობი“, 2011, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ
როლებში: ჯეიმს კევიზელი, გრეგ კინერი, ბრიჯეტ მოინეანი, ჯო პანტოლიანო



ხუთი მამაკაცი ჩაკეტილ სარდაფში მოდის გონს: ერთი სასიკვდილოდაა დაჭრილი და ხელბორკილებით მილზეა მიბმული, მეორეს ცხვირი აქვს გატეხილი, მესამე შეკოჭილია, დანარჩენ ორს არაფერი სჭირს, გარდა იმისა, რომ სერიოზულად არიან ნაცემები. ყველას ამნეზია აქვს. ისინი მაგიდაზე პოულობენ გაზეთს, სადაც წერია, რომ ორი მდიდარი ბიზნესმენია გატაცებული.
სარდაფში ერთად არიან ჩაკეტილნი გამტაცებლებიც და გატაცებულებიც. მაგრამ ვინ ვინ არის? თავსატეხი, რომელიც ვიღაცას შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.


10. „გამართლებული სისასტიკე“, 2005, აშშ, გერმანია
როლებში: ვიგო მორტენსენი, მარია ბელო, ედ ჰარისი, უილიამ ჰერთი, ეშტონ ჰოლმსი



ორი ბანდიტი ამერიკულ პროვინციაში „მუშაობს“. ერთხელ ისინი ერთ პატარა ქალაქში მოხვდებიან, სადაც ცხოვრობს ტომი - სასადილოს მეპატრონე და სამაგალითო მეოჯახე. ძარცვის მცდელობისას ტომი დახოცავს ბანდიტებს და ავტომატურად გახდება გმირი. მეორე დღეს ქალაქში ჩამოდის იდუმალი ხალხი, რომლებიც ტომს რატომღაც ჯოუის ეძახიან და მას ფილადელფიის შესახებ ეკითხებიან. ახლობლები ეჭვებში ჩავარდებიან: იცნობენ კი ისინი საერთოდაც მათთვის ასე ახლობელ ადამიანს?

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?