როგორ იქცნენ მახინჯი იხვის ჭუჭულები მზეთუნახავებად: 5 ფილმი გარდასახვაზე

კინო

1 თებერვალი 18:00

თუ ქალი ხართ, აქედან რომელიმე აუცილებლად ნანახი გექნებათ, თანაც შეიძლება - უამრავჯერ. ეს არც არის გასაკვირი, რადგან საოცრად სტიმულის მომცემია სხვისი მაგალითი, რა შეუძლია საკუთარი თავის რწმენას, სტიმული კი ყველა ქალს გვჭირდება...

„საბრინა“



ამავე სახელწოდების მქონე საკულტო ფილმის (ოდრი ჰეპბერნის მონაწილეობით) 1995 წლის რიმეიქი. მასში ულამაზეს გედად გადაქცეული მახინჯი იხვის ჭუჭულის როლს ჯოლია ორმონდი ასრულებს. ჰო, მართლა, ამ როლზე ჯულია ორმონდამდე უაინონა რაიდერის კანდიდატურას განიხილავდნენ.


„თავი მოაჩვენე ჩემს მეუღლედ“



დენის დუგანის ეს კომედიაც რიმეიქია - 1969 წლის ფილმის „კაქტუსის ყვავილის“, სადაც შეუდარებელი ინგრიდ ბერგმანი თამაშობს. ახალ ვარიანტში მთავარ როლებს ჰოლივუდელი ვარსკვლავები - ადამ სენდლერი და ჯენიფერ ენისტონი ასრულებენ.
ისე, სახალისო ისაა, რომ ფილმში დენის საცოლე, რომელიც საბოლოოდ ცოლად მაინც ვერ მოიყვანა, ჯეკი სენდლერმა - მსახიობის ნამდვილმა მეუღლემ გასასახიერა.


„ეშმაკი ატარებს პრადას“



კომედიური დრამა ახალგაზრდა, მოკრძალებულ გოგონაზე, რომელიც თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მოდური ჟურნალის რედაქტორის ასისტენტად იწყებს მუშაობას. დამწყებ ჟურნალისტს უამრავი სირთულის გადალახვა ელის, უნდა „ემსახუროს“ ძალაუფლების მოყვარე ქალს, რომელსაც ოსკაროსანი მერილ სტრიპი ასრულებს. „მახინჯი იხვის ჭუჭულის“ როლში კი ენ ჰეთეუეია.


„მის კონგენიალობა“



ულამაზესი სანდრა ბალოკის დაუშნოებას, ალბათ, უზარმაზარი ძალისხმევა დასჭირდა. თუმცა გრიმიორებისა და სტილისტების შრომას ფუჭად არ ჩაუვლია - სანდრას გმირი ძალიან ბუნებრივი და მოუვლელი ქალია. თუმცა ეს მხოლოდ ფილმის დასაწყისში...
„მის კონგენიალობას“ მთელი სამი წლის განმავლობაში იღებდნენ და მან სამი რეჟისორი გამოიცვალა.


„სამსახურებრივი რომანი“



ეს საბჭოთა ფილმი ნამდვილი სიყვარულის ისტორიაა. ელდარ რიაზანოვის ამ უკვდავ კომედიაში მთავარ როლს ალისა ფრეინდლიხი თამაშობს. რეჟისორმა დიდი დრო მოანდომა ლუდმილა კალუგინას გარეგნობაზე ფიქრს, სულ უკმაყოფილო იყო, რაღაც არ მოსწონდა, თითქოს რაღაც აკლდა... და ბოლოს მხსნელად ფილმის ოპერატორი მოევლინა, რომელმაც მამამისის სათვალე მოიტანა და მთავარ გმირს გაუკეთა. სწორედ ამ ძველი, უზარმაზარი შავი სათვალის დახმარებით შეიკრა „ბაიყუშის“ იმიჯი.

იცით თუ არა...

რას ნიშნავს ასო „V“ თქვენს ხელისგულზე?!

ხელისგულზე დააკვირდით გულის ხაზს. იგი იწყება ნეკა თთის ძირიდან, მიუყვება მთელს ხელისგულს და მთავრდება შუა და საჩვენებელ თითებს შორის. თუკი ეს ხაზი შუა ნაწილიდან ორად იყოფა, ესე იგი, თქვენ ნანატრი „V“ ასოს ბედნიერი მფლობელი ხართ!
ამბები

ადამიანის ხუთი გრძნობა ცხოვრების ხელოვნების აღმოსაჩენად

წლევანდელი TEDxTbilisi-ის მთავარი თემა „ცხოვრების ხელოვნებაა“.
კულინარია

საახალწლო ლაბა ქათმის ხორცით - ძალიან გემრიელი და ნოყიერი

ქათმის ლაბას ძალიან ადვილად მოამზადებთ, თანაც საახალწლო სუფრასაც უდავოდ დაგიმშვენებთ.
დღის ჰოროსკოპი

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

გიორგის სიცოცხლისთვის!

პატარა გიორგის საზოგადოების დახმარება სჭირდება!
ამბები

„ვისოლ ჯგუფმა“ სტუდენტური დასაქმების ფორუმი გამართა  

„ვისოლ ჯგუფმა“ „ფაბრიკაში“ სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გამართა. 
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჰოსპიტალური ბიზნესიდან გადის

„ჯიპიაი ჰოლდინგი“, ევროპელი აქციონერების გადაწყვეტილებით, სადაზღვევო ბიზნესსა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე მოახდენს ფოკუსირებას. შვილობილი „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელი შპს „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფმა“ შეიძინა.
დღის ჰოროსკოპი

4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

1992 წლის 3 დეკემბერს მსოფლიოში პირველი SMS გაიგზავნა!

მართალია, გამოგონებათა უმრავლესობა, რომლებმაც სამყარო შეცვალა, აშშ-ში შეიქმნა, თუმცა sms - Short Message Service სრულად ევროპული მიღწევაა... 
თემატური ჰოროსკოპი

რას მოასწავებს 2020 წლის სიმბოლო - თეთრი მეტალის ვირთხა?

2020 წელი, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ვირთხის წელიწადია. ჩინური ჰოროსკოპის კალენდარში ვირთხა პირველია 12 ცხოველს შორის, რომლებიც ერთმანეთს გარკვეული თანმიმდევრობით ცვლიან. 
დღის ჰოროსკოპი

3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ქალებისთვის მიუწვდომელი 12 უსიმპათიურესი მამაკაცი

მათ თავიანთი არატრადიციული ორიენტაციის შესახებ განაცხადეს...