2018 წლის 9 უძლიერესი ფილმი, რომელთა შესახებაც ცოტამ თუ იცის

კინო

27 თებერვალი 18:00, 2019 წელი

ეს ფილმები ფართო აუდიტორიისთვის ნაკლებად ცნობილია, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მათგანი „ოსკარი 2019“-ის ნომინანტთა შორისაც მოხვდა.

1. „წვრილმანი მძარცველები“
ქვეყანა: იაპონია
ჟანრი: დრამა, დეტექტივი
რეჟისორი: ჰიროკაძუ კორეადა
როლებში: კირინ კიკი, ლილი ფრენკი, ნაოკი ხოსაკა, საკურა ანდო



2018 წლის კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელი და 2019 წლის „ოსკარის“ ნომინანტი.
ღარიბი იაპონური ოჯახი ბებიის პენსიით და მაღაზიებში წვრილმანი ქურდობით ცხოვრობს. ოჯახის მამა ქუჩაში ტანსაცმელშემოხეულ გოგონას პოულობს და სახლში მიჰყავს, რათა გამოკვებოს. მიუხედავად სიღარიბისა, ის და მისი მეუღლე საუკეთესო მშობლები არიან. ასე რომ, გოგონა ნელ-ნელა ეჩვევა მათ და ივიწყებს უზრუნველყოფილ, მაგრამ არამოსიყვარულე მშობლებს.


2. „ძებნა“
ქვეყანა:
აშშ
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ანიშ ჩაგანტი
როლებში: ჯონ ჩო, სარა შონი, ჯოზეფ ლი



მარტოხელა მამამ დევიდ კიმმა 16 წლის ქალიშვილი დაკარგა. პოლიციელებს რომ როგორმე დაეხმაროს, ის შვილის ნოუთბუქში, სოციალურ ქსელებში იქექება და ხვდება, რომ არაფერი სცოდნია საკუთარი შვილის შესახებ.
მთელი ფილმი ნაჩვენებია მთავარი გმირისა და მის ქალიშვილის კომპიუტერიდან და ხანდახან ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ ეს ყველაფერი პირადად შენს თავს ხდება.


3. „იყო ასტრიდი“
ქვეყანა: დანია, შვედეთი
ჟანრი: დრამა, ბიოგრაფიული
რეჟისორი: პერნილე ფიშერ კრისტენსენი
როლებში: ალბა აუგუსტი, ტრინე დიურჰოლმი, მარია ბონევი



ისტორია მწერლისა, რომელმაც შექმნა კარლსონი, პეპი გრძელიწინდა, მიო და ლიონებერგელი ემილი. ფერმერების მკაცრ რელიგიურ ოჯახში გაზრდილი გოგონა იძულებულია, ქორწინების გარეშე დაბადებული შვილი სხვა ქალს მისცეს აღსაზრდელად, რათა მშობლების რეპუტაცია არ შელახოს.
ძალიან სევდიანი ისტორია ქალზე, რომელმაც მილიონობით ბავშვს აჩუქა სიხარული.


4. „ბროლი“
ქვეყანა:
აშშ, გერმანია, რუსეთი, ბელარუსი
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: დარია ჟუკი
როლებში: ალინა ნასიბულინა, ივან მულინი, იური ბორისოვი



90-იანი წლები. გოგონა-დიჯეი ველია მშობლიური მინსკიდან ამერიკაში წასვლაზე ოცნებობს. ვიზისთვის ყალბ ცნობას აკეთებს და სხვისი ტელეფონის ნომერს უთითებს, თითქოსდა ის ბროლის ქარხანაში მუშაობს. და როცა გაარკვევს, რომ შესაძლოა, ნომერი შეამოწმონ, ის ქარხნის მახლობლად სოფელში მიდის, რათა ზარი არ გამოტოვოს. და იქ იმ ცხოვრების შუაგულში აღმოჩნდება, საიდანაც ასე ცდილობს გაქცევას.
ფილმი იმდენად კარგი გამოვიდა, რომ ბელარუსულმა კინოსაზოგადოებამ ის „ოსკარზე“ წარადგინა. მართალია, ფილმი ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა, მაგრამ ამით მას არაფერი დაჰკლებია.


5. „დამნაშავე“
ქვეყანა:
დანია
ჟანრი: თრილერი
რეჟისორი: გუსტავ მიულერი
როლებში: აკობ სედერგრენი, ომარ შარგავი, ჯესიკა დინაჟი



მაშველთა სამსახურში შეშინებული ქალის ზარი შედის: ის ქმარმა მოიტაცა და გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავს, სახლში კი ორი პატარა ბავშვი დარჩა უპატრონოდ. ოფიცერ ასგერ ჰოლმს, რომელიც ვალდებული იყო, სიგნალი მიეღო და პატრულისთვის გადაეცა, არ შეუძლია, უბრალოდ იჯდეს და ელოდოს. უფროსის ბრძანების მიუხედავად, რომელმაც უბრძანა, საქმე ოპერატიული თანამშრომლებისთვის გადაეცა, ის მაინც იწყებს გამოძიებას.
ეს ფილმი დანიამ „ოსკარზე“ საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაზე წარადგინა. მართალია, ფილმი ოსკარზე ვერ მოხვდა, მაგრამ სამაგიეროდ აშშ ფილმის ჰოლივუდურ ვერსიას გადაიღებს ჯეიკ ჯილენჰოლით მთავარ როლში.


6. „საზღვარი“
ქვეყანა: დანია, შვედეთი
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ალი აბასი
როლებში: ევა მელანდერი, ეერო მილონოფი



კანის კინოფესტივალის პრიზიორი ფილმი განსაკუთრებული თვისებების მქონე ქალზე ტინაზე მოგვითხრობს, რომელსაც ადამიანების ემოციების გაგება შეუძლია სუნის მიხედვით. მას ძალიან უცნაური გარეგნობა აქვს, მაგრამ სრულიად ნორმალური ცხოვრება ტოლერანტულ საზოგადოებაში. ერთხელაც, ტინა ხვდება ადამიანს, რომელიც მას ძალიან ჰგავს, და მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება.
ამ ფილმს რომ ბოლომდე უყუროთ, გარკვეული ემოციური ძალისხმევა დაგჭირდებათ. ამის გარეშე ძნელი იქნება, ამ საშინელ გმირებს თანაუგრძნოთ.


7. „საშინლად მდიდარი აზიელები“
ქვეყანა:
აშშ
ჟანრი: კომედია, მელოდრამა
რეჟისორი: ჯონ ჩუ
როლებში: კონსტანს ვუ, მიშელ იეო, ჰენრი გოლდენგი



ჩინური წარმომავლობის ამერიკელი რეიჩელ ჩუ, თავის შეყვარებულთან ერთად, სინგაპურში მიდის ქორწილში. გზაში გოგონა მოულოდნელად იგებს, რომ მისი ნიკი მდიდარია, და თანაც ზღაპრულად მდიდარი, უბრალოდ პრინცია თეთრ თვითმფრინავზე, ოღონდ ტიტულის გარეშე. ასევე, მას დიდი ოჯახი აქვს და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. ყველანი და განსაკუთრებით ნიკის დედა სულაც არ არის აღფრთოვანებული რეიჩელის შეჭრით მათს კომპანიაში. და არც გოგონას მოსწონს დიდად ეს ამბავი: მდიდრული ტანსაცმელი და იახტები მას, ეკონომიკის პროფესორს, არაფერში სჭირდება. მაგრამ სიყვარულს რას უზამ? უნდა მოითმინო და იბრძოლო.
ეს რომანტიკული კომედია ამერიკაში ჰიტად იქცა.


8. „კვალი არ დატოვო“
ქვეყანა:
აშშ
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: დებრა გრანიკი
როლებში: ტომაშ მაკკენზი, ბენ ფოსტერი, აიზია სტოუნი



ყოფილი სამხედრო იული და მისი ქალიშვილი დიდხანს ცხოვრობდნენ განმარტოებით ნაკრძალში. და რაკი ნაკრძალში ცხოვრება აკრძალულია, ისინი ძალიან უხმაუროდ ცხოვრობდნენ და ცდილობდნენ, კვალი არ დაეტოვებინათ. თუმცა ეს იდილია მხოლოდ პირველ შეცდომამდე და სოციალური სამსახურების დაინტერესებამდე გრძელდება - აქვს თუ არა ბავშვს ყველა პირობა შექმნილი.
„სანდერსის“ კინოფესტივალზე ფილმმა კრიტიკოსების დადებითი შეფასება დაიმსახურა.


9. „ქვრივები“
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: სტივ მაკკუინი
როლებში: ვიოლა დევისი, მიშელ როდრიგესი, ელიზაბეტ დებიკი



ძარცვის დროს დაღუპული ბანდიტების ქვრივები ქმრების სიკვდილის შემდეგ მათ მიერ დატოვებული ვალების ამარა რჩებიან. ფულის დაბრუნებას ითხოვენ ადამიანები, რომელთაც სენტიმენტების ნატამალიც კი არ გააჩნიათ, ამიტომაც ქალები იძულებულნი არიან, გამოსავალი იპოვონ. მაგალითად, განახორციელონ ის ძარცვა, რომელსაც მათი ქმრები გეგმავდნენ.
მიუხედავად მძაფრი სიუჟეტისა, ეს ისტორია არა იმდენად გასართობია, რამდენადაც ცხოვრებაზე დაგაფიქრებთ და იმაზეც, ვინ არის დამნაშავე იმ უბედურებაში, რომელიც უეცრად დაატყდებათ ხოლმე თავს ადამიანებს. არადა ისინი საერთოდ არ არიან არაფერში დამნაშავენი და არც არანაირად ელოდებიან რაიმე მსგავსს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?