9 იტალიური კომედია საღამოს სასიამოვნოდ გასატარებლად

კინო

15 მარტი 18:00, 2019 წელი

იტალია რომ მხოლოდ პიცა, პასტა და კოლიზეუმი არ არის და მას შესანიშნავი კინემატოგრაფი აქვს, ეს ფილმებიც ადვილად დაგარწმუნებთ. 

1. „სტაჟიორი“, 2018



ახალგაზრდა ანტონიომ ეს-ესაა იურიდიული დაამთავრა და სტაჟიორად მოეწყო ადვოკატურის „ლომთან“. გამოცდილების მისაღებად და პროფესიული ზრდისთვის ის ის უსიტყვოდ ემსახურება ბოსს: სიმძიმეებსაც ათრევს, მანქანაც დაჰყავს, სამზარეულოშიც ფუსფუსებს... და გარდა ამისა, ტოტოს არგენტინელმა საყვარელმა რომ მოქალაქეობა მიიღოს, ანტონიომ ის ცოლად ინდა შეირთოს! საბოლოოდ, ეს სტაჟირება სულაც არ ჰგავს იმას, რაც ახალგაზრდას სწავლის პროცესში წარმოედგინა. და ის არჩევანის წინაშე დგება: სინდისი თუ პერსპექტიული სამსახური დიდი კავშირების სამყაროში.


2. „სიყვარულით ნეაპოლიდან“, 2016



გარდატეხის ასაკში მყოფ ბიჭი კლასიკურ ნეაპოლიტანურ ოჯახში ცხოვრობს - ჰიპერმზრუნველი დეიდებითა და უცნაური ბაბუათი გარშემორტყმული, მაგრამ არ ჰყავს მამა - ის გარდაცვლილია. დედა შენიშნავს, რომ ჩირო ძალიან დათრგუნულია და ის სკოლის ფსიქოლოგთან მიჰყავს. ის კი არკვევს, რომ ბიჭის დეპრესიის მიზეზი არა ოჯახი და მამის გარდაცვალებაა, არამედ პირველი სიყვარულია! კაცები დებენ შეთანხმებას: ტომაზო დაეხმარება ჩიროს, თავი შეაყვაროს თავისი სიყვარულის ობიექტს, ჩირო კი, თავის მხრივ, ფსიქოლოგს დაეხმარება, საკუთარ დედასთან, ნეაპოლის ულამაზეს ქალთან, ურთიერთობების დალაგებაში.


3. „არ შემიძლია გაჩერება, როცა მინდა“, 2014



უნივერსიტეტში მიმდინარე შემცირებების შედეგად ნიჭიერი ნეირობიოლოგი პეტრო ცინი უმუშევარი რჩება. მეცნიერი შეუამხანაგდება ყოფილ კოლეგას, ასევე, ოპტიმიზაციის შედეგად დაზარალებულს, და გადაწყვეტს ფსიქოტროპული ნარკოტიკი შექმნას. წარმატება დაუყოვნებლივ მოდის. და ახლა ყოფილ მეცნიერ-მუშაკებს აქვთ ფული, ქალები, ძალაუფლება... და პრობლემები!


4. „რამდენი ღირხარ?“, 2005



მონიკა ბელუჩი, ჟერარ დეპარდიე და ბერნარ კამპანი ბიუროკრატის ისტორიაში, რომელიც 4 მილიონ ევროს მოიგებს ლატარიაში და მეძავს დაჰპირდება, რომ ყველაფრით უზრუნველყოფს, სანამ ფული ექნება. თემა ცოტა მძიმეა, მაგრამ ფილმი საკმაოდ მხიარული და თბილი გამოვიდა.


5. „იდეალური უცნობები“, 2016



სევდიანი კომედია მეგობრებზე, რომლებიც შეიკრიბნენ, რათა ერთად ივახშმონ და თან მთვარის დაბნელებას უყურონ. გასამხიარულებლად კი ასეთი რამ მოიფიქრეს: ყველამ ხმამაღლა უნდა წაიკითხოს შეტყობინება და შემოსულ ზარიც ხმამაღალ კავშირზე ჩართოს და ისე უპასუხოს.


6. „შეიკარით ღვედი“, 2014



ანტონიო და ელენა - ორი სრულიად განსხვავებული ადამიანი: ელენა - დახვეწილი და კარგად აღზრდილი ქალიშვილი, ანტონიო - უხეში და გაუნათლებელი ლაწირაკი. ელენა არქიტექტორს ხვდება, ანტონიო კი - ელენას დაქალს, მაგრამ მათ შორის მუდმივად ქიმიაა. მთავარი გმირები ცდილობენ, იგნორირება გაუკეთონ მათ შორის გაჩენილ გრძნობას, მაგრამ არაფერი გამოდის. ლტოლვამ და ვნებამ გაიმარჯვა და ისინი ქორწინებამდე მიიყვანა. აი, შემდეგ კი იწყება ცხოვრება...


7. „სიყვარული: გამოყენების ინსტრუქცია“, 2011



სამი ნოველა სიყვარულზე ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა პერიოდიდან. „ახალგაზრდობა“ - ისტორია ახალგაზრდა და ამბიციური რობერტოსი, რომელსაც ქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე სხვა უყვარდება. „ზრდასრული ასაკი“ - ისტორია წარმატებული მეოჯახე კაცისა, რომელიც ახალგაზრდა ქალის მკლავებში აღმოჩნდება. „დაბოლოს“ - ისტორია ამერიკელი პროფესორისა, რომელიც გაყრის შემდეგ რომში გადადის საცხოვრებლად და რომელიც ძალიან მარტოხელა და დათრგუნულია.


8. „მაპატიე, შენი ცოლად შერთვა მინდა“, 2010



ალექსი და ნიკი ორი წელია ერთად ცხოვრობენ და როგორც იქნა, გადაწყვეტენ, დაქორწინდნენ. და რაც უფრო ახლოვდება ქორწილის დღე, მით უფრო ეპარება ორივეს  ეჭვი გადაწყვეტილების სისწორეში. ალექსის მეგობრები ურჩევენ, გადაიფიქროს, ნიკი კი ასაკში სერიოზული განსხვავების გამო ნერვიულობს. მივლენ კი შეყვარებულები საკურთხეველთან?


9. „ეშმაკთან რქებით“, 2016



კეკომ მთელი 15 წელი იმუშავა ნადირობისა და თევზჭერის სამინისტროში. თუმცა ეს მხოლოდ კარგი ხელფასისა და ბონუსების გამო და არა ტყუილად. სამინისტრომ შტატები შეამცირა და ბევრ თანამშრომელს დაემშვიდობა, შესთავაზა რა მათ კარგი კომპენსაცია. კეკოს ცხოვრებაში კი დაიწყო მივლინებები იტალიის ყველაზე მიყრუებულ და ველურ ადგილებში. მალე ხელმძღვანელობა მიხვდა, რომ ასეთი მივლინებებით ბიუროკრატს ვერ გატეხდა და... კეკო ჩრდილოეთ პოლუსზე გაგზავნა...

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?