ლეგენდარული ფილმები, რომლებიც ქალებმა გადაიღეს

კინო

20 მარტი 18:00

რეჟისორობა დიდი ხანია აღარ მიიჩნევა მამაკაცურ პროფესიად. მშვენიერი სქესის წარმომადგენლები უკვე საუკუნეა, გადაღებების პროცესს ხელმძღვანელობენ და საკულტო ფილმებს იღებენ.

კამათს, ვინ უნდა იჯდეს რეჟისორის პულტთან, მსუყე წერტილი დაუსვა მომხიბვლელმა კეტრინ ბიგელოუმ. 2010 წელს მისმა საომარმა დრამამ „ქარიშხლის მბრძანებელმა“ „ოსკარი“ აიღო. მაშინ კეტრინის მთავარი კონკურენტი მისი ექსმეუღლე ჯეიმს კემერონი იყო, თავისი ულამაზესი „ავატარით“. სანუკვარი სტატუეტი ქალის ხელში აღმოჩნდა და მთელი მსოფლიო დარწმუნდა, რომ მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს არა მარტო მელოდრამების, არამედ სერიოზული კინოს გადაღებაც შეუძლიათ.


„რა სურთ ქალებს“ (2000)
რეჟისორი ნენსი მეიერსი



ასეთი სათაურით ფილმის გადაღება, ალბათ, მხოლოდ ქალს შეეძლო. მთავარი გმირი - ნიკი, რომელიც ცდილობს, სულში ჩახედოს ქალბატონებს, ბრწყინვალედ ითამაშა მომხიბვლელმა მელ გიბსონმა. მისი გმირი ხელმძღვანელის პოსტს უმიზნებს, მაგრამ თანამდებობა კრეატიულ და სექსუალურ დასის ერგება. უბედური შემთხვევის შემდეგ, ნიკი გასაოცარ უნარს იძენს - მას შეუძლია ქალების ფიქრები წაიკითხოს. ლოველასი ახალ ნიჭს ეგოისტური მიზნებით იყენებს, თუმცა საბოლოოდ, ის ნამდვილ სიყვარულს პოულობს.


რეჟისორის ანგარიშზეა უამრავი შესანიშნავი მელოდრამა და კომედია. საკმარისია, გავიხსენოთ „შვებულება“, კამერონ დიასის, კეიტ უინსლეტისა და ჯად ლოუს მონაწილეობით, და ასევე, „სტაჟიორი“ რობერტ დე ნიროთი და ენ ჰეთეუეით მთავარ როლებში.


„გარდემარინებო, წინ!“ (1988)
რეჟისორი სვეტლანა დრუჟინინა



ეს მინისერიალი ეკრანებზე 30 წლის წინათ გამოჩნდა. ამ ფილმის რეჟისორი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ულამაზესი მსახიობი იყო. სვეტლანა დრუჟინინამ საბოლოოდ დაამსხვრია მითი იმის შესახებ, რომ, რაც უფრო ლამაზია ქალი, მით უფრო სულელია ის. „გარდემარინებო, წინ!“ სვეტლანას ნამდვილი შვილობილია - მან მოიფიქრა სათაურიც, ეხმარებოდა სცენარის გადამუშავებაშიც, საქმის კურსში იყო ყველა რეკვიზიტის შესახებ. მისთვის არ არსებობდა სიტყვა „ფორსმაჟორი“.


„ქარიშხლის მბრძანებელი“ (2008)
რეჟისორი კეტრინ ბიგელოუ



ამ ფილმმა კეტრინს სახელი და დიდება მოუტანა - ის გახდა პირველი ოსკაროსანი ქალი-რეჟისორი. მოდელის გარეგნობის მქონე ბიგელოუ უპირატესობას ანიჭებს მამაკაცურ ჟანრებს - ბოევიკებს, თრილერებს, უჟასებს.


„უძინარნი სიეტლში“ (1993)
რეჟისორი ნორა ეფრონი



ეს კეთილი და მგრძნობიარე მელოდრამაც ქალმა გადაიღო. რეჟისორი ნორა ეფრონი ამ ჟანრის ოსტატია. ის იღებს არა საპნის ოპერებს ან ზღაპრებს რომანტიკოსი გოგოებისთვის, არამედ სულიერად ღრმა საოჯახო ფილმებს, რომლებიც მოდიდან არასოდეს გადადის.


„გაზაფხულის 17 გაელვება“ (1973)
რეჟისორი ტატიანა ლიოზნოვა



ფილმი საბჭოთა მზვერავზე გამოსვლისთანავე შეიყვარა მაყურებელმა. პერსონაჟები მაშინვე იქცნენ სახალხო გმირებად, რომლებზეც ანეკდოტებსაც კი თხზავდნენ. როდესაც ფილმი ცეკას გენერალურმა მდივანმა ლეონიდ ბრეჟნევმა ნახა, იმდენად აღფრთოვანდა, რომ მოინდომა შტირლიცის პროტოტიპის, რეალური გმირის დაჯილდოება. მას დიდხანს უხსნიდნენ, რომ ეს გამოგონილი პერსონაჟი იყო.
უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრს უნდოდა ამ საკულტო ფილმის რეჟისორი მამაკაცი ყოფილიყო. თავად სცენარის ავტორიც, მწერალი ილია სემიონოვიც ხშირად კამათობდა რეჟისორთან. მაგალითად, ტატიანა მოითხოვდა, რომ შტირლიცის მეუღლესთან შეხვედრის სცენა გერმანულ კაფე „ელეფანტში“ გადაეღოთ. სემიონოვი კი წინააღმდეგი იყო. „დაგვცინებენ, - ამტკიცებდა სცენარისტი, - არასოდეს არავის გადაუყვანია საზღვარზე ცოლი მხოლოდ იმისთვის, რომ ქმარს მისთვის შეეხედა. ეს გაუმართლებელი რისკია!“ თუმცა, ბოლოს მწერალმა აღიარა, რომ ცდებოდა - ეს სცენა ხომ ფილმის სავიზიტო ბარათად იქცა.


„პიანინო (1992)
რეჟისორი ჯეინ კემპიონი



ამ დრამამ ჯეინ კემპიონს კანში „ოქროს პალმის რტო“ მოუტანა. ახალზელანდიელი პირველი ქალი-რეჟისორია, რომელმაც ასეთი მაღალი ჯილდო დაიმსახურა. ფილმმა „ოსკარიც“ მიიღო საუკეთესო სცენარისთვის.
ფილმში მოქმედება ვითარდება მე-19 საუკუნის შუა წლებში. მუნჯი ანა, პატარა ქალიშვილთან და საყვარელ პიანინოსთან ერთად, შოტლანდიიდან ახალ ზელანდიაში ჩადის მომავალ მეუღლესთან. მამაკაცი უარს ამბობს მუსიკალური ინსტრუმენტის სახლში წაღებაზე და მას ზღვის ნაპირზე ტოვებს. ადა ყველაფრისთვის მზადაა, ოღონდ კი პიანინო დაიბრუნოს. ჯეინ კემპიონმა შეძლო და მუსიკის დახმარებით, უსარგებლო დიალოგების გარეშე, გახსნა ქალის სამყარო, რომელიც მხოლოდ მაშინ იღიმის, როცა კლავიშებს ეხება. ფილმი ძალიან მგრძნობიარეა, თითოეული სცენის ყურებისას გრძნობ, როგორ „დაგდიან ჭიანჭველები სხეულზე“.


„მამა მია!“ (2008)
რეჟისორი ფილიდა ლოიდი



მიუზიკლი, რომლის სიუჟეტიც რეჟისორის მიერ გამოგონილ კუნძულზე ვითარდება. მთავარი გმირი სოფი თხოვდება და ოცნებობს, საკურთხეველთან მამამ მიაცილოს. მაგრამ მან არ იცის, ვინ არის მისი მამა. სოფი პოულობს დედის (მერილ სტრიპი) დღიურს, რომელშიც ის აღწერს თავის ურთიერთობებს სამ მამაკაცთან. და სოფი გადაწყვეტს, სამივეს გაუგზავნოს მოსაწვევი.


„ჭექა-ქუხილის უღელტეხილი“ (2009)
რეჟისორი კოკი გიდროიჩი



ემილი ბრონტეს ამ ცნობილი რომანის რამდენიმე ეკრანიზაცია არსებობს. ორი მათგანი ქალმა გადაიღო, მაგრამ ამ კლასიკის ყველაზე წარმატებული ეკრანული ვერსია კოკი გიდროიჩს ეკუთვნის, ტომ ჰარდით ჰიტკლიფერის როლში.
ისტორია სავსეა საბედისწერო ვნებებით, ტრაგიკული განვითარებით, ტკივილითა და სიყვარულით, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს. თავად მსახიობებისთვისაც საბედისწერო აღმოჩნდა ფილმი - ტომ ჰარდმა გადაღებებზე გაიცნო მომავალი მეუღლე, მსახიობი შარლოტა რაილი და ახლა ისინი ორ ქალიშვილს ზრდიან.


„ორი დღე“ (2011)
ავდოტია სმირნოვა



ზოგიერთი კრიტიკოსი ფილმს ხარისხიან მეინსტრიმს უწოდებს, ზოგიერთი კი - კარგ საავტორო კინოს. ნებისმიერ შემთხვევაში ამ რომანტიკულ კომედიაში არის ის, რაზეც გაიცინებთ და ისიც, რაც დაგაფიქრებთ.


„თარგმანში დაკარგულები“ (2003)
რეჟისორი სოფია კოპოლა



„ნათლიას“ შემქმნელის, ფრენსის ფორდ კოპოლას ქალიშვილმა სოფიამ ბავშვობა გადასაღებ მოედანზე გაატარა. ფრენსისს არასოდეს უსწავლებია სოფიასთვის, როგორ გადაიღოს საკულტო ფილმი, ის უბრალოდ ეუბნებოდა, რომ ისეთი მასალა უნდა შეერჩია, რომელთანაც რაღაც პირადული აკავშირებდა. სოფიას თანამედროვეობის ყველაზე სტილურ რეჟისორს უწოდებენ. მარტო იმისთვისაც კი შეიძლება კოპოლას მადლიერი იყო, რომ მან აღმოაჩინა სკარლეტ იოჰანსონი და მეორე შანსი მისცა კარიერაში ბილ მიურეის. ფილმმა რამდენიმე ჯილდო მოიპოვა, მათ შორის „ოსკარიც“ საუკეთესო სცენარისთვის.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 სექტემბერს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

adjarabet.com-ის მასშტაბური ფილმის „არენას“ გადაღებები დასრულდა

adjarabet.com-ის ფილმის „არენას“  გადაღებები  ივლისის ბოლოს  წყალტუბოში დაიწყო  და თბილსში დასრულდა.
დღის ჰოროსკოპი

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

კამასუტრა დღეს: 5 საუკეთესო პოზა აუჩქარებელი სექსისთვის

კამასუტრას შესახებ ყველამ იცის, ხოლო 1985 წლამდე დაბადებულებს ალბათ უნახავთ კიდეც წიგნში დაბეჭდილი პოზები საშინელ ხარისხში. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ კლასიკა არ ბერდება! 
კინო

5 ჰიჩკოკური ფილმი, რომლებიც ჰიჩკოკს არ გადაუღია

მათში ყველაფერია, რაც კი ფილმს საგანგაშო გაურკვევლობას სძენს, თანაც ისე მაღალპროფესიონალურ დონეზე, რომ დიდი მაესტროც იამაყებდა.
ამბები

„ვისოლში“, „სმარტში“, „ვენდისსა“ და „დანკინში“ Apple Pay-ის გამოყენებით VISA ბარათებით გადახდისას მომხმარებლებს საჩუქრები ელით

„ვისოლ ჯგუფმა“ საქართველოში უკონტაქტო ანგარიშსწორების უახლესი მეთოდის - Apple Pay-ის გამოყენების სტიმულირებისათვის VISA International Service Association-თან ერთად წამახალისებელი აქცია დაიწყო.
დღის ჰოროსკოპი

11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

25 უცნაური რეკორდი „გინესების წიგნიდან“

ნახეთ, იქნებ თქვენთვისაც გაიღოს „გინესების“ კარი...
საკნატუნო ამბები

პიცა, ლუდი და ელ-ფოსტა: რაზე ფიქრობენ პორნოვარსკვლავები გადაღების პროცესში

პორნოში გადაღება - ესეც სამსახურია, მართალია, არამაღალზნეობრივი, თუმცა, არც თუ ისე მარტივი. ეს საქმე აშკარად მოითხოვს ძალისხმევას, ვნებას და, რა თქმა უნდა, ცოტაოდენ მსახიობურ ნიჭსაც.
დღის ჰოროსკოპი

10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

5-კილომეტრიანი სასტუმრო, რომელსაც სტუმრები არასოდეს მიუღია!

მსოფლიოში უდიდესი სასტუმრო გერმანულ კუნძულ რიუგენზეა განთავსებული, მაგრამ მას სტუმრები არასოდეს მიუღია და ამას საშინელი მიზეზი აქვს...
ამბები

ელექტრონული მუსიკა ორკესტრის შესრულებით თბილისში

Summer Set Festival-ის შემოდგომის სერია Fall Set ორ ნაწილად გაიმართება. მუსიკალური ფესტივალი შემოდგომის ორ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას წარმოგიდგენთ: 5 ოქტომბერს - Worakls Orchestra Tour და 2 ნოემბერს - Boris Brejcha.