7 სერიალი, რომლებიც 2020 წელსაც გაგრძელდება

კინო

3 აპრილი 18:00

მათ ახალ სეზონებს აღარავინ ელოდა, მაგრამ სერიალების შემქმნელები ზრუნავენ, რომ მაყურებელი საყვარელ პერსონაჟებს ისევ შეახვედრონ...

1. „სამეფო კარის თამაშები. გრძელი ღამე“


პრემიერა: 2020 წელს HBO-ზე
ჟანრი: ფენტეზი, დრამა
სცენარისტი: ჯეინ გოლდმანი
რეჟისორი: ს.ჯ. კლარკსონი
მსახიობები: ნაომი უოტსი, ჯოშ უაიტჰაუსი, დენის გოფი, ნაომი აკი, ჯეიმი კემპბელ ბაუერი, ივანო ჯერემაია, შეილა ატიმი, ალეკს შარპი, ჯორჯი ჰენლი, ტობი რეგბო.



საკულტო სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონის პრემიერა 2019 წელს შედგება. 2020 წლისთვის კი სერიალის ფანებს საჩუქარი ელოდებათ - პირველი პრიკველი (წინაისტორია), სამუშაო სათაურით „სამეფო კარის თამაშები: გრძელი ღამე“. მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯ მარტინი აქტიურად მონაწილეობს ამ პროექტში, სიუჟეტში არ შევა რობერტ ბარათეონის ამბები, მაყურებელი შეიტყობს, როგორ იყო ვესტეროსი 8000 წლის წინათ. თუმცა „სამეფო კარის თამაშების“ სული შენარჩუნდება. მოსალოდნელია 5 სერიალი-განშოების გადაღება, რომელთა შორის იქნება პრიკველები, სპინოფები და ადაპტირებული ლიტერატურული მასალები. თითოეული მათგანის სცენარი, პრაქტიკულად, უკვე მზადაცაა.


2. „შერლოკი“. მეხუთე სეზონი


პრემიერა: 2020 წლის 1-ელ იანვარს ВВС-ზე
ჟანრი: დეტექტივი, დრამა
მსახიობები: ბენედიქტ კემბერბეტჩი, მარტინ ფრიმანი, უნა სტაბსი



როგორც კი სერიალის მორიგი სეზონი ჩამთავრდება, შერლოკ ჰოლმსის ისტორიების მოყვარულები იმ წუთიდანვე ელოდებიან ახალ სერიებს. ფანების საბედნიეროდ, 2020 წლის იანვარში ეკრანებზე გამოვა სერიალის ახალი სეზონი. ახალ ეპიზოდებში მაყურებელს კვლავაც მიეცემა შესაძლებლობა, ისიამოვნოს ბენედიქტ კემბერბეტჩისა (შერლოკ ჰოლმსი) და მარტინ ფრიმანის (დოქტორი ვატსონი) შესანიშნავი თამაშით. მთავარ გმირებს მოუწევთ, ერთი ძალიან რთული დანაშაული გახსნან.


სიუჟეტი დაფუძნებულია არტურ კონან დოილის ნაწარმოებებზე, მაგრამ მოქმედება ჩვენს დღეებში ვითარდება.


3. „ვიკინგები“. მეექვსე სეზონი


პრემიერა: 2019 წლის ბოლოს-2020 წლის დასაწყისში
ჟანრი: ბოევიკი, დრამა, მელოდრამა, სათავგადასავლო, საომარი, ისტორიული
რეჟისორი: კენ ჯიროტი, კირიან დონელი, ჯეფ ბულნაფი, კეტრინ ვინიკი
მსახიობები: ალექსანდრ ლუდვიგი, გუსტავ სკარსგარდი, კეტრინ უინიკი, ტრევის ფემელი, დანილა კოზლოვსკი



2019 წლის ბოლოს სტარტს აიღებს „ვიკინგების“ ფინალური სეზონი - ისტორია ვიკინგთა აჯანყების შესახებ რაგნარ ლოდბროკის მეთაურობით, რომელსაც მეფობა უნდა. ლეგენდის მიხედვით, ის ომისა და მეომართა ღმერთის - ოდინის შთამომავალია. ამ საკულტო სერიალის გადაღებებზე დანილა კოზლოვსკია მიწვეული, რომელიც წინასწარმეტყველი ოლეგის როლსაც ითამაშებს.


სერიალის შემქმნელების რწმუნებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები სპიოფის გადასაღებად. ასე რომ, ფანატები გულს ნუ გაიტეხენ, ფინალური სეზონის შემდეგ მათ არ მოუწევთ საყვარელ გმირებთან გამომშვიდობება.


4. „ბეჭდების მბრძანებელი“


პრემიერა: 2020 წლის დეკემბერში Amazon-ზე
ჟანრი: ფენტეზი, ბოევიკი, სათავგადასავლო
მსახიობები: ვიგო მორტენსენი



პირველ სეზონში (სულ 5 სეზონის გადაღებას აპირებენ) მოთხრობილი იქნება არაგორნის ცხოვრების იმ პერიოდზე, სანამ ის გაერთიანებული სამეფოს მმართველი გახდებოდა. დაემატება სიუჟეტის ახალი ხაზებიც, საიდანაც მაყურებელი შეიტყობს იმ მოვლენების წინაისტორიის შესახებ, რომლებიც ტრილოგიაში ვითარდება. ამბობენ, რომ ტელევერსიაზე პიტერ ჯეკსონიც იმუშავებს.


5. „კუდიანი“


პრემიერა: 2020 წელს
ჟანრი: ფენტეზი, ბოევიკი
სცენარი: ლორენ შმიდტ ჰისრიჰი
რეჟისორი: ტომეკ ბაგინსკი
მსახიობები: მიმდინარეობს ქასტინგი



ანჯეი საპკოვსკის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული სერიალის პრემიერის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. თუმცა სიუჟეტის ზოგიერთი დეტალი უკვე გაცხადებულია. ფილმი მოგითხრობს მონსტრებზე მონადირე კუდიანზე, რომელსაც მუტაციის შედეგად ზებუნებრივი შესაძლებობები ეძლევა. გადაღებები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშია დაგეგმილი და 2019 წლის დასაწყისში დაიწყო.


6. „დაცვა“. მეორე სეზონი


პრემიერა: 2020 წელს ВВС-ზე
ჟანრი: ბოევიკი, , ფსიქოლოგიური თრილერი, დრამა
რეჟისორი: ჯონ სტრიკლენდი, ტომას ვინსენტი
მსახიობები: პიპა ჰეივუდი, ნიკოლას გლივსი, ვინსენტ ფრანკლინი, კლერ-ლუის კორდუელი, ტომ ბრუკი, ჯინა მაკი, კიკი ჰოუზი, სტეფანი ჰაიამი, სტიუარდ ბოუმანი, რიჩარი, მედენი და სხვები



„დაცვის“ შემოქმედთა ჯგუფს არც უფიქრია მეორე სეზონის გადაღებაზე. სერიალმა კი მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა და ამიტომაც უკვე დაიწყეს მომდევნო სეზონზე მუშაობა. სერიალი მოგვითხრობს ავღანეთის ომის ვეტერანზე, რომელსაც დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება დაიქირავებს. ახალ სერიებში მთავარი გმირი არკვევს, ვინ არის დამნაშავე შინაგან საქმეთა მინისტრის ჯული მენტეგიუს სიკვდილში. ამ დროისთვის გადაწყვეტილია, რომ მხოლოდ 6 სერიას გადაიღებენ, თითოეულს 60-წუთიანი ხანგრძლივობით.


7. „დოქტორი „WHO“. მე-12 სეზონი


პრემიერა: 2020 წლის დასაწყისში ВВС-ზე
ჟანრი: სამეცნიერო ფანტასტიკა, დრამა
სცენარისტი: კრის ჩიბნელი
მსახიობები: ჯოდი უიტაკერი, ბრედლი უოლში, ტოცინ კოული, მანდიპ გილი



2019 წლის გაზაფხულზე სტარტს აიღებს „დოქტორი „WHO“-ს მე-12 სეზონი. სიუჟეტის მიხედვით, მთავარი როლს შემსრულებელი ჯოდი უიტაკერი, გრეთან, რაიანთან და იასმინთან ერთად, სამყაროს გადასარჩენად მოგზაურობს. მათ კომპანიონობას გაუწევს დოქტორის ახალი ფავორიტი - ფისო, სახელად პერსი.

წყარო
საკნატუნო ამბები

რა არის ის, რაც ქალს მამაკაცში ყველაზე მეტად მოსწონს

მამაკაცმა რომ ქალის გული დაიპყროს, აუცილებელი არაა, ლამაზი იყოს. ბევრად ფასეულია მისი ძალა, ხასიათი, კეთილშობილება, სიმტკიცე და ურყევი ნება. ამ თვისებების წინაშე ყველა ქალი უძლურია. 
დღის ჰოროსკოპი

20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

18 იშვიათი ფოტო 90-იანების არქივიდან, რომლებიც საეჭვოა, ნანახი გქონდეთ

30 წლის განმავლობაში ყველაფერი ძალიან შეიცვალა: მსოფლიოს ინტერნეტი მართავს, მოდა სულ სხვანაირი გახდა და ვარსკვლავებიც სულ სხვანაირად გამოიყურებიან. ეს იშვიათი  ფოტოები თვალნათლივ დაგანახვებთ, როგორი სისწრაფით იცვლება ცხოვრება.
დღის ჰოროსკოპი

19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ - ბახმაროში ტრადიციული დოღის სამზადისია

ხვალ, ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულზე ასულ სტუმრებს ბევრი სიურპრიზი ელით. მზადება უკვე დაწყებულია.
კულინარია

სპაგეტი ფრიკადელებით - გემრიელი და სწრაფად მოსამზადებელი

ამ უგემრიელეს იტალიურ კერძს, სულ რაღაც, ნახევარი საათში მოამზადებთ და თანაც ყველა ინგრედიენტი ადვილად ხელმისაწვდომია.
დღის ჰოროსკოპი

18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბრონქსელი გოგონადან მოდის დედოფლამდე: ჯეი ლოს სილამაზის ევოლუცია

ლათინოამერიკელი მომღერალი, მსახიობი, მოდელიერი და ბიზნესლედი მთელი ცხოვრება ჯიუტად მიიწევდა მიზნისკენ და ახლა მას მთელი მსოფლიო იცნობს. ჯენიფერი 50 წლისაა და როგორც ჩანს, კარგად იცის, როგორ დაატრიალოს საათის ისრები უკუღმა.
საკნატუნო ამბები

დაუცველი სექსი სასარგებლოა? - მეცნიერების ახალი კვლევა

დაუცველი სექსი ორივე პარტნიორის ფსიქიკას იცავს, ხოლო სექსი პრეზერვატივით სტრესსა და დეპრესიას იწვევს, - ამტკიცებენ მეცნიერები. თქვენც დაგაფიქრათ, მეცნიერების ნათქვამმა? ერთად გავერკვეთ, რისი თქმა სურთ ჩვენს კეთილისმსურველებს.
დღის ჰოროსკოპი

17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 აგვისტოს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Sunset Fest Bakhmaro - 19 აგვისტოს ბახმაროში თანამედროვე მუსიკის ფესტივალი და დიდი მხიარულება გელოდებათ

Sunset Fest  Bakhmaro 2019-ის მზადება აქტიურ ფაზაშია. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე, დაბა ბახმაროში, 19 აგვისტოს ბევრი სიურპრიზი და დიდი მხიარულება გელით.
კინო

გასაოცარი შარლიზ ტერონის 20 ფილმი

შარლიზ ტერონი არა მხოლოდ ლამაზი ქერაა, არამედ ეფექტიანი მსახიობიც, ფართო დრამატული დიაპაზონით. მას ერთნაირად ძლიერად შეუძლია ითამაშოს როგორც „საოსკარე“ დრამაში, ისე ბლოკბასტერსა და კომედიაში.