10 ფილმი ძლიერ ქალებზე

კინო

5 აპრილი 18:00

ეს ფილმები მორიგი დასტურია იმისა, რომ სიძლიერეს სქესი არ აქვს. მართლაც რომ, აღფრთოვანებას იმსახურებს ამ ქალების ნებისყოფა, ყოველთვის უერთგულონ საკუთარ პრინციპებს და არანაირი მიზეზით არ გადაუხვიონ არჩეული გზიდან...

1. „კერძო ომი“
A Private War, 2018
აშშ, დრამა
რეჟისორი: მეთ ჰეინემანი
როლებში: როზამუნდ პაიკი, ჯეიმი დორნანი, სტენლი ტუჩი



მერი კოლვინი, სამხედრო ჟურნალისტი, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოიპოვებს ობიექტურ ინფორმაციას საომარი მოქმედებების ზონიდან. 2012 წლის თებერვალში ის, სამხედრო ფოტოგრაფ პოლ კონრომთან ერთად, წარმოუდგენლად საშიში დავალების შესასრულებლად მიდის სირიაში.


2. „მერი, შოტლანდიის დედოფალი“
Mary Queen of Scots, 2018
დიდი ბრიტანეთი, დრამა
რეჟისორი: ჯოზი რურკი
როლებში: მარგო რობი, სირშა რონანი, დევიდ ტანანტი



შოტლანდიის ახალგაზრდა დედოფალი მარია I სტიუარტი უცხოეთში გატარებული მრავალი წლის შემდეგ სამშობლოში ბრუნდება. მას ისეთივე უფლებები აქვს ინგლისის სამეფო ტახტზე, როგორიც ელიზაბეტ I-ს, ინგლისის დედოფალს. მარია რომ სუსტი და მშვიდი ქალი ყოფილიყო, წყნარად იჯდებოდა შოტლანდიის სამეფო ტახტზე და არ ანერვიულებდა გაცილებით ძლევამოსილ კოლეგას. მაგრამ მარიას მეტი უნდა და ის მზადაა, თავისი სიცოცხლით გარისკოს მიზნის მისაღწევად.


3. „მარია მაგდალინელი“
Mary Magdalene, 2018
დიდი ბრიტანეთი, დრამა
რეჟისორი: ჰარტ დევისი
როლებში: რუნი მარა, ჰოაკინ ფენიქსი, ჩივეტელ ეჯიოფი



ახალი ხედვა წმინდა მარია მაგდალინელის პიროვნებისა, ქრისტეს ერთ-ერთი პირველი მიმდევრისა. კრიტიკოსები ხშირად ადანაშაულებენ ფილმს ფემინიზმში, თუმცა პირველ რიგში, ეს არის ქალის თვალებით დანახული კანონიკური სიუჟეტი, რომელიც არ შეიძლება, არ განსხვავდებოდეს მამაკაცების შეხედულებისგან.


4. „გრავიტაცია“
Gravity, 2013
დიდი ბრიტანეთი, ფანტასტიკა
რეჟისორი: ალფონსო კუარონი
როლებში: სანდრა ბალოკი, ჯორჯ კლუნი, ედ ჰარისი



რამდენიმე ადამიანი სამონტაჟო სამუშაოებს აწარმოებს კოსმოსურ ხომალდზე, როცა საშინელი კატასტროფა მოხდება. დედამიწაზე დაბრუნება მარტივი ნამდვილად არ არის - გარშემო ყველგან ნამსხვრევებია, ყოველ წუთს შეიძლება რაღაც დაგეჯახოს და უმცირესი შეცდომაც კი სიკვდილის ტოლფასია. დოქტორი ელიზაბეტ სტოუნი კოსმოსში პირველადაა და ასეთ ვითარებაში აღმოჩნდა.


5. „ევიტა“
Evita, 1996
რეჟისორი: ალან პარკერი
როლებში: მადონა, ანტონიო ბანდერასი, ჯონათან პრაისი



ფილმი მოგვითხრობს ევიტა დუარტეს რეალურ ისტორიას, რომელიც არასრულწლოვანი ჩავიდა ბუენოს-აირესში და იქ ცნობილი მომღერალი გახდა, მოგვიანებით კი ცოლად გაჰყვა არგენტინის პრეზიდენტს.


6. „მკერავი ქალი“
The Dressmaker, 2015
ავსტრალია, დრამა
რეჟისორი: ჯოსლინ მურჰაუსი
როლებში: ლიამ ჰემსვორტი, კეიტ უინსლეტი, ჰიუგო უივინგი



მკვლელობაში უსამართლოდ დადანაშაულების შემდეგ ტილი ტოვებს მშობლიურ ქალაქს. შემდეგ კი შესანიშნავ მოდურ ქალბატონად დაბრუნებული ის თავისი თანაქალაქელების ნდობას მოიპოვებს, თუმცა ვერაფრით ივიწყებს წარსულ წყენას.


7. „ფრიდა“
Frida, 2002
აშშ, დრამა
რეჟისორი: ჯული ტეიმორი
როლებში: სალმა ჰაიეკი, ალფრედ მოლინა, ვალერია გოლინო



მექსიკელმა მხატვარმა ფრიდა კალომ ფუნჯი და საღებავები პირველად 17 წლის ასაკში აიღო ხელში - ერთი წლის განმავლობაში ის საწოლს იყო მიჯაჭვული სერიოზული ავარიის შემდეგ. ფილმში მოთხრობილია ამ მამაცი და ქარიზმატული ქალის ცხოვრება ავტოკატასტროფიდან გარდაცვალებამდე.


8. „ყველაფერი ევას შესახებ“
All About Eve, 1950
აშშ, კომედია
რეჟისორი: ჯოზეფ ლეო მანკევიჩი
როლებში: ბეტ დევისი, ენი ბაკსტერი, ჯორჯ სენდერსი



ასაკოვან მსახიობთან თანაშემზედ მოეწყობა მისი ნიჭის თაყვანისმცემელი ახალგაზრდა გოგონა. ის თავისი ქალბატონის ყველა დავალების შესასრულებლად მზადაა და მოთმინებით ელის იმ მომენტს, როცა სცენაზე მის ადგილს დაიკავებს. გოგონა ყველაფერზე მიდის: ის თვალს ადგამს თავისი მსხვერპლის არა მარტო სამუშაოს, არამედ კაცებსაც და მეგობრებსაც. ამ ლაქუცითა და თამაშით ის მთელ ქსელს აბამს.


 


9. „სამი ბილბორდი მისურიში, ებინგის საზღვარზე
Three Billboards Outside Ebbing, Missouri, 2017
აშშ, დრამა
რეჟისორი: მარტინ მაკდონა
როლებში: ფრენსის მაკდორმანდი, ვუდი ჰარელსონი, სემ როქველი



ისტორია ქალისა, რომელსაც ფეხებზე ჰკიდია საზოგადოებრივი აზრი. მილდრედ ჰეისის ქალიშვილი რამდენიმე თვის წინ მოკლეს, დამნაშავე კი დღემდე არ არის ნაპოვნი. სასოწარკვეთილი დედა სამ ძველ ბილბორდზე სარეკლამო ადგილს ყიდულობს და მასზე ადგილობრივი პოლიციის შეფისთვის შეტყობინებას ათავსებს. ასეთი სკანდალით ის ახერხებს ყურადღების მიქცევას.


10. „სუფრაჟისტები“
Suffragette, 2015
დიდი ბრიტანეთი, დრამა
რეჟისორი: სარა გავრონი
როლებში: კერი მალიგანი, ჰელენა ბონემ კარტერი, ბრენდან გლისონი



დაბალანაზღაურებადი მძიმე ფიზიკური შრომა სრული უსამართლობის ფონზე - ის, რის წინააღმდეგაც იბრძოდნენ პირველი სუფრაჟისტები დიდ ბრიტანეთში მე-19 საუკუნის დასაწყისში. მიზნისთვის, რომელიც იმ წლებში თითქმის მიუღწევლად მიიჩნეოდა და მხოლოდ დაცინვასა და შეურაცხყოფას იწვევდა, გოგონები ყველაფერს სასწორზე დებენ - სამსახურს, სახლს, ოჯახსა და საკუთარ სიცოცხლესაც კი.


 

დღის ჰოროსკოპი

27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

2019 წლის საუკეთესო კომედიები

2019 წლის პირველ ნახევარში კარგი კომედიების მდიდარი „მოსავალი მოვიდა“. ჩვენ კი გირჩევთ, აუცილებლად „დააგემოვნოთ“...
საკნატუნო ამბები

რა უნდა იცოდეთ ხარაჩოს შესახებ, ვიდრე მის შეძენას ან დაქირავებას გადაწყვეტთ

დღეს ხარაჩოების გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერი ტიპის მშენებლობა - კერძო სახლიდან დაწყებული, მაღალსართულიანი ან რთული კონსტრუქციის მქონე შენობებით დამთავრებული.
ურთიერთობა

როგორ ავიცილოთ ჩვენკენ მომართული ნეგატივი? 4 რჩევა ემოციური ადამიანებისთვის

ცუდი განწყობა „გადამდებია“. თქვენ ირგვლივ სხვა ადამიანებისგან გამოხატული ემოციები - შიში, მრისხანება, გულგრილობა - ნეგატიური ენერგიაა, რომელმაც შეიძლება, თქვენზე მძიმედ იმოქმედოს, თანაც ისე, რომ ვერც მიხვდეთ, რა გემართებათ.
დღის ჰოროსკოპი

26 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

სახლში რემონტი გაქვთ? გაიგეთ, გიღირთ თუ არა გასაჭიმი ჭერის გაკეთება

ჭერი ინტერიერის ყველაზე ხილული დეტალია - სრულიად პირდაპირი მნიშვნელობით. თუ ის იდეალური არ არის, რაც არ უნდა ლამაზი კედლები და იატაკი გქონდეთ, ოთახი პეწს კარგავს. ჭერის დეფექტებს ვერც ავეჯით დაფარავთ, ვერც ხალიჩით და ვერც ჭაღით.
საკნატუნო ამბები

წყალქვეშა სამყარო და არავითარი ფოტოშოპი!

შენონ ლია მაიერსი (Shannon Leah Myers) - 31 წლის დაივერი ახალი ზელანდიიდან. მის ფოტოებზე წყალქვეშა სამყარო მთელი თავისი დიდებულებითაა წარმოდგენილი: მარჯნის რიფებით, უცნაური წყალმცენარეებით, კაშკაშა კენჭებითა და ზღვის უამრავი ბინადრით.
ამბები

წარმატებული კომპანიების ბიზნესმოდელები

ინოვაციურ ბიზნესმოდელირებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ნაყოფიერი მსჯელობის ათვლის წერტილი საერთო წარმოდგენის ჩამოყალიბებაა ბიზნესმოდელის არსის შესახებ.
დღის ჰოროსკოპი

25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

90-იანების 25 ვარცხნილობა - შეაფასეთ დღევანდელი გადასახედიდან

1990-იან წლებში ინტერნეტი ჯერ მხოლოდ ფეხს იდგამდა და არ არსებობდა სოციალური ქსელები, სადაც ყოველთვის არის „მოხალისე“, შენი ვარცხნილობა გულმოდგინედ რომ განიხილოს. ჰოდა, ამიტომ გთავაზობთ, დღეს შეაფასოთ და კომენტარებიც არ დაიზაროთ.
საკნატუნო ამბები

(+18) ბუნებრივი, გულწრფელი და დაუცველი სიშიშვლე (20 ფოტო)

ტანსაცმელს ზედმეტი ინფორმაცია მოაქვს, ამიტომაც ფოტოგრაფი შიშველი ქალების ფოტოგრაფირებას ანიჭებს უპირატესობას.   
დღის ჰოროსკოპი

24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?