ჯო პეში
1990 წელს პეშიმ „ოსკარი“ მიიღო ტომი დე ვიტოს როლისთვის „დიდებულ ბიჭებში“, მანამდე კი მან ითამაშა საკულტო ფილმებში „მძვინვარე ხარი“ და „ერთხელ ამერიკაში“. ფილმ „ერთხელ სახლში“ შესრულებული თავგზააბნეული ბანდიტის როლი ერთგვარი ხუმრობა იყო საკუთრ თავზე - მანამდე ის სერიოზული მაფიოზის როლში წარდგა მაყურებლის წინაშე.
მოგვიანებით პეშიმ მარტინ სკორსეზეს ფილმ „კაზინოშიც“ და რობერტ დე ნიროს რეჟისორობით გადაღებულ ფილმ „მოძღვარში“ითამაშა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში 75 წლის ჯო პეში მხოლოდ ორ ფილმში გამოჩნდა. ოფიციალური ვერსიით, მსახიობი მუსიკითაა გატაცებული. მაგრამ მისი ბოლო ინტერვიუთი თუ ვიმსჯელებთ, მსახიობს, უბრალოდ, მობეზრდა ჰოლივუდი.
მეგ რაიანი
2000 წელს მეგს უგონოდ შეუყვარდა თავისი პარტნიორი ფილმში „სიცოცხლის მტკიცებულება“ რასელ ქროუ. მისი გულისთვის რაიანმა მეუღლე დენის კუეიდი მიატოვა, მკერდის გადიდების ოპერაცია გაიკეთა და საყვარელთან ერთად მის მშობლიურ ავსტრალიაში გაემგზავრა. თუმცა წყვილი ერთმანეთს ვერ შეეწყო და მეგი ქმართან დაბრუნდა. გატეხილ ფინჯანს კი ვეღარ გაამთელებ და ცოლ-ქმარი საბოლოოდ მაინც დაშორდა. მეგის კარიერაში დაღმასვლა დაიწყო. ამ სკანდალის შემდეგ რეჟისორები მასში ვეღარ ხედავდნენ რომანტიკული მელოდრამების გმირს. მეგის გედის სიმღერად იქცა 2001 წელს გადაღებული „კეიტი და ლეო“. მას შემდეგ მსახიობი ხანდახან თუ გამოჩნდება ეპიზოდურ როლებში ან გახმოვანებაში.
მაიკლ მაიერსი
2009 წელს მაიკლ მაიერსმა „ოქროს ჟოლო“ დაიმსახურა, როგორც „ათწლეულის ყველაზე ცუდმა მსახიობმა“, ფილმ „სექს-გურუს“ გამოსვლის შემდეგ. ამ ჩავარდნილ ფილმში ჯესიკა ალბა, ბენ კინგსლი, კანე უესტი და ჯასტინ ტიმბერლეიკიც თამაშობდნენ, მაგრამ მათ გაუმართლათ. მაიერსი კი ჰოლივუდის შავ სიაში მოხვდა. 10-წლიანი იგნორირების შემდეგ, თუ „შრეკის“ ფინალური სერიის გახმოვანებას არ ჩავთვლით, მაიერსი „ბოჰემურ რაფსოდიაში“ მიიწვიეს. ფილმი 2018 წელს გამოვიდა.
კამერონ დიასი
2015 წელს მსახიობი Good Charlotte-ის გიტარისტ ბენჯი მედენს გაჰყვა ცოლად, სრულიად მიატოვა გადაღებები და დაორსულება დაისახა მიზნად, სანამ მეუღლეების არაერთი მცდელობა წარმატებით არ დაგვირგვინდა.
შონ კონერი
უკანასკნელი ფილმი შონ კონერის მონაწილეობით - „გამორჩეულ ჯენტლმენთა ლიგა“ – 2003 წელს გამოვიდა (თუ არ ჩავთვლით მულტფილმ „ბატონ ბილის“, რომლის გახმოვანებაშიც მონაწილეობდა).
მას შემდეგ შონ კონერი, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მსახიობი, დადის საყვარელი საფეხბურთო გუნდის „რეინჯერსის“ თამაშებზე, დროს ატარებს ოჯახთან ერთად, უყურებს ტელევიზორს, შეთავაზებულ წინადადებებზე კი უარს ამბობს - უბრალოდ, მეტი აღარ უნდა.