5 უძლიერესი ფილმი სკინჰედებზე

კინო

4 სექტემბერი 18:00, 2019 წელი

თუ გსურთ, სულში ჩაუძვრეთ ამ უსაზღვრო აგრესიასთან ასოცირებული მოძრაობის წევრებს და გაიგოთ, რა ხდება მათ თავებში, მაშინ აირჩიეთ ამ ფილმებიდან რომელიმე და ჩაუჯექით.

1. „სკინჰედი“
Skin, 2018
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა, ბიოგრაფიული
რეჟისორი: გაი ნატივი
მსახიობები: ჯემი ბელი, დანიელ მაკდონალდი, ვერა ფარმიგა



ყოფილი სკინჰედის ბრაიონ ვინდერის რეალური ისტორია. ბრაიონი ამ მოძრაობის წევრი 14 წლის ასაკიდანაა. მასზე არასოდეს არავინ ზრუნავდა და არავის უყვარდა, ამიტომაც სიძულვილი, აგრესია და ძალადობა მისი თანამდევია. მოზრდილობაში ბრაიონი ჯულის შეხვდება - მარტოხელა დედას, რომელიც პირველი დაინახავს მასში, ცხოვრებისგან გატეხილ ადამიანში, სიკეთეს. ჯულის გულისთვის ვინდერი გადაწყვიტს, სამუდამოდ ჩამოშორდეს ფაშიზმს, მაგრამ მისი ყოფილი მეგობრები და მოძღვრები მზად არ არიან, უარი თქვან ბანდის მნიშვნელოვან წევრზე.


2. „ამერიკული ისტორია X“
American History X, 1998
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა, დეტექტივი
რეჟისორი: ტონი კეი
მსახიობები: ედვარდ ნორტონი, ედვარდ ფერლონგი, ბევერლი დ’ანჯელო



დაპატიმრებამდე დერეკ ვინიარდი სკინჰედების ბანდის მეთაური იყო, მას არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი, რომელთა შორისაა ორი შავკანიანის მკვლელობა. სამი წლის შემდეგ ის ციხიდან სრულიად სხვა ადამიანი გამოდის. ის საკუთარ შეხედულებებს გადახედავს და გადაწყვეტს, სამუდამოდ ჩამოშორდეს ადრინდელ საქმიანობასა და იდეალებს. მაგრამ, სამწუხაროდ, მისი უმცროსი ძმა, რომლისთვისაც დერეკი ყოველთვის მისაბაძი იყო, ამ სამი წლის განმავლობაში თავით გადაეშვა ნაცისტურ იდეოლოგიაში.


3. „იმპერია“
Imperium, 2016
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა, თრილერი
რეჟისორი: დანიელ რაგუგისი
მსახიობები: დენიელ რედკლიფი, ტონი კოლეტი, ტრეისი ლეტსი



„ეფბიაის“ ახალგაზრდა თანამშრომელს ნეიტ ფოსტერს არანაირი შანსი არ აქვს, ოპერატიულ სამსახურში მოხვდეს - მან იარაღის მოხმარებაზე გამოცდა ვერ ჩააბარა. მიუხედავად ამისა, მისმა უფროსმა მასში პოტენციალი დაინახა და მას ჩანერგილი აგენტის სამუშაო შესთავაზა. სკინჰედად გადაცმული ნეიტი ნაცისტების ბანდაში უნდა დამკვიდრდეს და გაიგოს, მართალია თუ არა ხმები იმის შესახებ, რომ ეს ბანდა „ბინძურ ბომბს“ ამზადებს.


4. „ეს ინგლისია 86“
This Is England '86, 2010
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: შეინ მედოუზი
მსახიობები: ენდრიუ ელისი, ენდრიუ შიმი, შანელ კრესველი



მინისერიალი, რომელიც აგრძელებს სკინჰედებზე გადაღებული ფილმის „ეს ინგლისიას“ ისტორიას. სამი წელი გავიდა, რაც შონი თავგადაპარსული მოზარდების ჯგუფს შეუერთდა. ახლა ის უკვე დიდია და ხვდება, რომ ნაცისტური იდეოლოგია მისი არ არის. მაგრამ ლოლი, ვუდი, მილკი და კომბო ასე არ ფიქრობენ. და ამ ყველაფრის გამო ამ ბავშვების ცხოვრება მხიარული და უზრუნველი ნამდვილად არ ის.


5. „ბანდის მეთაური“
Shot Caller, 2017
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა, თრილერი
რეჟისორი: რიკ რომან ვო
მსახიობები: ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ, ჯონ ბერნტალი, ლეიკ ბელი



ტრაგიკული შემთხვევის გამო მანი ციხეში ხვდება. ციხეში გადარჩენა კი ადვილი არ არის და ის გადაწყვეტს, იმ ერთადერთ ბანდას შეუერთდეს, რომელიც მას მიიღებს და დაიცავს - არიულ საძმოს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგაც მანი იძულებულია, თავის „თეთრ ძმებს“ ვალი გადაუხადოს. 

წყარო
ამბები

თამაშზე დამოკიდებულთა ფსიქოთერაპიის სეანსები დისტანციურად წარმატებით გრძელდება

COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი "კამარა" ლუდომანებისთვის განკუთვნილ ფსიქოთერაპიის სეანსებს დისტანციურად აგრძელებს.
დღის ჰოროსკოპი

29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მარტისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

მსოფლიოს დეზინფექცია - ფოტორეპორტაჟი

მსოფლიო, კორონავირუსის გამო, უპრეცედენტო სანიტარულ ზომებს იღებს... 
ამბები

„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის

„ვენდი“ და „დანკინი“ ითვალისწინებს ჯანმრთელობის უსაფრთხოების რეკომენდაციებს და მიწოდების სრულად უკონტაქტო სერვისზე გადადის.
დღის ჰოროსკოპი

28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მარტისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„შენ ტირი, ნუ ტირი, მე კარგად ვიქნები, მე მაგარი გოგო ვარო“ - ხშირად ამხნევებს დედას

სპინალური კუნთოვანი ატროფიით დაავადებულ პატარებს სახელმწიფოს დახმარების იმედიღა აქვთ.
ჩვენ გვერდით

კორონავირუსი და საინფორმაციო ჰიგიენა - ყველაფერს ნუ „გადაპოსტავთ“

პანდემიის შესახებ გავრცელებულ ამბებში სიმართლისა და დეზინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა ძალიან გართულდა. კორონავირუსის ირგვლივ არსებული ჭარბი ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე შეაფასა, როგორც „ინფოდემია“. WHO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე კი პროფესიონალური სიფრთხილით უდგებიან თითოეულ სიტყვას, რომელიც მთავრდება მარცვალზე „-დემია“ და უმიზეზოდ არასდროს იყენებენ.  
საკნატუნო ამბები

ეგონა, უკვალოდ მოქმედებდა, თუმცა...

წარმოიგინეთ, შედიხართ სამზარუელოში და ხედავთ, რომ თქვენი ძაღლი გაურკვეველ წითელ მასაში ამოსვრილი იატაკზეა გართხმული. საშინელებაა!
დღის ჰოროსკოპი

27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ვისოლ ჯგუფი“ თბილისის მერიასთან ერთად მარტოხელა მოხუცებს  ყოველდღიური მოხმარების საგნებითა და საკვები პროდუქტებით მოამარაგებს

„ვისოლ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს ახალი სოციალური პროექტის შესახებ, რომელსაც თბილისის მერიასთან ერთად ახორციელებს.
ამბები

„ვისოლმა“ საწვავზე ფასები 25-26 თეთრით შეამცირა, „უნიქარდის“ მფლობელებმა კი „ვისოლში“ ყოველდღიურად უკვე 40 თეთრამდე დანაზოგი ნახეს

„ვისოლი“ ითვალისწინებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და მსოფლიო ბაზარზე ნათობპროდუქტების ფასების კლების ტენდენციას და საწვავის ფასებს, ჯამში, დიზელზე - 26 თეთრით, ბენზინზე კი 25 თეთრით ამცირებს“, - ამის შესახებ განცხადებას კომპანია „ვისოლი“ ავრცელებს.
ამბები

#StopCov ფონდში „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ 300 000 ლარი გადარიცხა

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ უერთდება ბიზნეს ასოციაციის მიერ წამოწყებულ ბიზნეს სოლიდარობას და „COVID 19"-ის წინააღმდეგ საბრძოლველად წამოწყებულ აქციაში ერთვება.