ესპანეთის სამეფო სახლის ინფორმაციით, 82 წლის ყოფილი მეფე ვეღარ მიიღებს 194 ათას ევროს, რომელსაც 2014 წელს ტახტიდან გადადგომის შემდეგ ყოველწლიურად იღებდა.
ყოფილ მეფეს ხშირად მფლანგველობაში ადანაშაულებდნენ. მის ფინანსურ ოპერაციებს შვეიცარიის პროკურატურა სწავლობს. კერძოდ, მედია წერდა, რომ 2008 წელს ხუან კარლოსმა ოფშორულ ანგარიშზე საუდის არაბეთიდან 100 მილიონი დოლარი მიიღო.