9 სერიალი ძლიერი ნერვების მქონე მაყურებლისთვის

კინო

11 ოქტომბერი 18:00, 2019 წელი

ვისაც ნერვები კარგ დღეში გაქვთ და არ გაშინებთ ეკრანზე უხეში სექსის, სისხლის, ძალადობისა და სისასტიკის ხილვა, მაშინ აირჩიეთ ამ სერიალებიდან რომელიმე და ჩაუჯექით.

1. „მხევლის წიგნი“



უკანასკნელი წლების ერთ-ერთი ყველაზე მრავალჯილდოიანი და ნომინირებული სერიალი. ანტიუტოპია სამყაროს ახლო მომავალზე, სადაც ადამიანებს სერიოზული პრობლემები აქვთ შობადობასთან დაკავშირებით, ხელისუფლება კი რელიგიური ფანატიკოსების ხელშია, რომლებიც ძველ აღთქმას აღიარებენ. ქალთა ის მცირერიცხოვანი რაოდენობა, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ ფერტილობა, მხევლებად არიან მმართველთა ოჯახებში: მათი ერთადერთი „სამუშაო“ რიტუალური გაუპატიურების შედეგად ჩასახული ბავშვის გაჩენაა, მათი ერთადერთი უფლება კი - ღვთის მორჩილება, რომელმაც ისინი ასეთი „პატივის“ ღირსი გახადა.


2. „მოსიარულე მკვდრები“



საკულტო სერიალი პოსტაპოკალიფსურ სამყაროზე, სადაც გადარჩენილები თავს იცავენ ზომბებისგან და დანარჩენი გადარჩენილებისგან. რეალურია, სასტიკი და საშინელი.


3. „ჰარლემის ნათლია“



სერიალი ნიუ-იორკელი განგსტერის ბამპი ჯონსონის რეალური ისტორიის მიხედვითაა გადაღებული, რომელიც 11 წელი იჯდა ციხეში და იქიდან გამოსვლის შემდეგ გადაწყვიტა, უკან დაებრუნებინა „თავისი“ ჰარლემი.


4. „ანარქიის შვილები“



კალიფორნიის შტატის პატარა ქალაქში მთელი ძალაუფლება ბაიკერების ბანდის ხელშია, რომელსაც კლუბის დამაარსებლის უპრინციპო შვილი ხელმძღვანელობს. ამ კაცებისთვის კანონი არ არსებობს, მორალი კი სასტიკი ტრადიციებისა და ფულისა და ძალაუფლების სიყვარულზეა მორგებული.


5. „მეიელები“



სერიალში მოვლენები „ანარქიის შვილების“ ფინალური სერიიდან ორ ნახევარი წლის შემდეგ ვითარდება და ჩამპინგის მეორე ბაიკერული ბანდის შესახებ მოგვითხრობს. თუ „ანარქიის შვილებისთვის“ არ გიყურებიათ, არაფერია საშიში, მაინც ყველაფერს გაიგებთ.


6. „ფორტიტიუდი“



იდეალური სამეცნიერო თრილერი. მოვლენები ვითარდება მიყრუებულ ქალაქში - არქტიკის განაპირას, სადაც ცხოვრობენ არქტიკის მკვლევარი მეცნიერები და თეთრი დათვები, რომლებიც მაშინვე დაგესხმებიან თავს, როგორც კი დასახლებულ პუნქტს გასცდებით. და თუ დათვი მართლაც თავს დაესხა ვინმეს, ამას მხოლოდ კადრსმიღმა ყვირილით არ ნახავთ.


7. „მისტერ მერსედესი“



სტივენ კინგის მოთხრობის მიხედვით გადაღებული დეტექტიური თრილერი, რომლის რეჟისორებიც არც სისხლს იშურებენ და არც მაყურებლის ნერვებს ზოგავენ.


8. „ვიკინგები“



ადრეული შუასაუკუნეები და სკანდინავიის მკაცრი ბუნება ვისაც გინდა იმას აქცევს სასტიკ დამპყრობლად და მკვლელად, განსაკუთრებით მათ დამპყრობლადა და მკვლელად, ვინც თბილად და მაძღრად ცხოვრობს.


9. „ტაბუ“



მისტიკური სერიალი ავანტიურისტ ჯეიმს დილეინზე, რომელიც 1814 წელს ლონდონში ბრუნდება, რათა მამის სიკვდილისთვის შური იძიოს.

წყარო
ამბები

კათარზისიდან მილიონამდე - ვალიკო ბაბუს ამბავი

მილიონერი, რომელსაც მთელი საქართველო ეძებდა, ნაპოვნია.  „ლოტო 6/42“-ის ჯეკპოტი - 1 182 454 ლარი 21 იანვარს გათამაშდა, მაგრამ ახალი ქართველი მილიონერი რამდენიმე დღე არ ჩანდა.
დღის ჰოროსკოპი

27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

ცნობილი „პენსიონერები“ და მათი მეორე ნახევრები

რამდენიმე მაგალითი კიდევ ერთხელ იმის დასტურად, რომ სიყვარულმა არ იცის ასაკის საზღვრები, ისევე როგორც - კანის ფერი, რელიგია და კიდევ ბევრი სხვა მსაზღვრელი.
დღის ჰოროსკოპი

26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

პროფესორის ანეკდოტში ჩატეული ცხოვრება

ერთხელ ერთმა პროფესორმა სტუდენტებთან ლექცია ანეკდოტის მოყოლით დაიწყო - ცხოვრებისეული და ძალიან გონებამახვილური ანეკდოტით, რაზეც მთელმა აუდიტორიამ გულიანად იცინა...
საკნატუნო ამბები

რას ხედავთ ამ ფოტოზე?

აბა, ყურადღებით დააკვირდით... 
დღის ჰოროსკოპი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვარს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

გუგლის ახალი ყურსასმენი სინქრონულად თარგმნის 40 ენიდან! (Video)

კომპანიის ჩანაფიქრით, Pixel Buds 2, ერთი მხრივ, ლამაზი უნდა ყოფილიყო, მეორე მხრივ - მოხერხებული, მესამე მხრივ - ფუნქციონალური. და, როგორც ჩანს, გამოუვიდათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვარისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

საქართველოს ახალი მილიონერი ჰყავს! 

გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი! იძებნება მოგებული!!!