7 ფილმი ქალებზე, რომლებიც დიდ ყურადღებას იქცევს

კინო

22 ნოემბერი 18:00, 2019 წელი

ეს ლამაზი, ჭკვიანი და კაშკაშა გმირები, სულ რაღაც, „საუკუნის ძარცვებს“ ასრულებენ.

1. „სამზარეულო“
The Kitchen, 2019
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ანდრეა ბერლოფი
მსახიობები: ელიზაბეტ მოსი, მელისა მაკარტი, დომნალ გლისონი



1978 წელი, ნიუ-იორკი. „ეფბიაი“ რეიდებს ატარებს ირლანდიელი განგსტერების ასაყვანად. ქმრების დახმარებისა და საარსებო წყაროს გარეშე დარჩენილი ცოლები საკუთარ ხელში იღებენ „საოჯახო ბიზნესს“, სანამ მათი ბანდიტი ქმრები ციხეებში სასჯელს იხდიან.


2. „თაღლითები (ფულისმაძიებლები)“
The Hustle, 2019
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: კრის ედისონი
მსახიობები: ენ ჰეთეუეი, რებელ უილსონი, ტიმ ბლეიქ ნელსონი



ჟოზეფინა - გამოცდილი თაღლითი. ყოველ ახალ „საქმეში“ მას უმნიშვნელო დეტალებიც კი გათვლილი აქვს, რისი წყალობითაც ყოველთვის დიდ ფულს შოულობს. პენი კი უბრალოდ ნადირობს და უფრო მოხერხებული ქურდია, რომელიც მცირედით კმაყოფილდება. ერთხელაც მათი გზები გადაიკვეთება და ისინი ერთად იწყებენ მუშაობას.


3. „ოუშენის 8 მეგობარი“
Ocean’s Eight, 2018
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: ბერი როსი
მსახიობები: სანდრა ბალოკი, ქეით ბლანშეტი, ენ ჰეთეუეი



ლეგენდარული დენი ოუშენის და, დები, მრავალწლიანი პატიმრობისას მოიფიქრებს გეგმას, როგორ მოიპაროს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძვირფასი აჟერელიე. და აი, ისიც - ნანატრი თავისუფლება! გეგმა არის, პირველი კლასის გოგოებიც გუნდიც იკრიბება და დარჩა კონკრეტული დღის დათქმა, როცა ეს თავხედური გეგმა სისრულეში უნდა მოიყვანონ.


4. „როგორ მოვიპაროთ მილიონი“
How to Steal a Million, 1966
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: კომედია, მელოდრამა
რეჟისორი: უილიამ უაილერი
მსახიობები: ოდრი ჰეპბერნი, პიტერ ო’ტული, ჰიუ გრიფიტი



შარლ ბონე ყალბი ნახატების გაყიდვით შოულობს ფულს - ის იმპრესიონისტების ყალბ ნახატებს ორიგინალად ასაღებს. ერთხელაც გაუფრთხილებლობით შემთხვევით თვის ქმნილებას მუზეუმს მიჰყიდის, რომელიც ვალდებულია ექსპონატის ნამდვილობა შეამოწმოს. და რადგანაც შარლი მოხუცია და არაფრის გაკეთება არ შეუძლია, მისი ამ სიტუაციიდან დახსნას საკუთარ თავზე იღებს მისი ქალიშვილი ნიკოლი.


5. „ძარცვა იტალიურად“
The Italian Job, 2003
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: კომედია, მელოდრამა
რეჟისორი: ფ. გერი გრეი
მსახიობები: მარკ უოლბერგი, შარლიზ ტერონი, დონალდ საზერლენდი



სეიფების პროფესიონალი გამტეხი ჯონ ბრიჯეტი თავისავე თანამზრახველების მსხვერპლი ხდება - მას მოკლავენ და მის ფულს მიისაკუთრებენ. წლების შემდეგ, მოკლულის ქალიშვილი სტელა გუნდს შეკრებს, რათა გაძარცვოს და გაანადგუროს მამის მკვლელი.


6. „ფოკუსი“
Focus, 2014
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: კომედია, მელოდრამა
რეჟისორი: გლენ ფიკარა
მსახიობები: უილ სმიტი, მარგო რობი, როდრიგო სანტორო



გამოცდილი აფერისტი ნიკი საკუთარი ფრთის ქვეშ შეიფარებს ახალბედა ჯესის. გოგონა ძალიან სწრაფად ითვისებს ყველაფერს და ძალინ მალე ნიკის პარტნიორი და საყვარელი ხდება. ერთ-ერთი საქმის შემდეგ, მოულოდნელად, ნიკი გოგონას ტოვებს და სადღაც ქრება. რამდენიმე წლის შემდეგ ისინი ისევ ხვდებიან ერთმანეთს, ოღონდ ამჯერად ნიკის ჯესის თანმხლები მამაკაცის გაძარცვა სურს.


7. „ვიქტორია“
Victoria, 2015
ქვეყანა: გერმანია
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: სებასტიან შიპერი
მსახიობები: ლაილა კოსტა, ფრედერიკ ლაუ, ფრანც როგოვსკი



ვიქტორია, რომელიც საცხოვრებლად მადრიდიდან ბერლინში გადადის, კინოში ხშირად დადის, რათა გერმანული უკეთ ისწავლოს. ის გაიცნობს ბიჭების ჯგუფს, რომლებთანაც ადვილად გამონახავს საერთო ენას. ისინი მას ღამის ქალაქს დაათვალიერებინებენ, სასმელით გაუმასპინძლდებიან და ერთ-ერთ ღონისძიებაზე დასასწრებად მიიწვევენ. გოგონა მაშინვე დასთანხმდება და ვერც კი გაიაზრებს, რომ ეს ძარცვაა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

თუ ეს 10 რამ გესიზმრებათ, ყურადღებით იყავით!

ცნობილი შვეიცარიელი ფსიქოთერაპევტი კარლ გუსტავ იუნგი ამბობდა, რომ სიზმრებით ადამიანი თავის ქვეცნობიერში იხედება. სიზმარი გვკარნახობს, თუ რა გვაწუხებს ყველაზე მეტად და რა მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ... 
დღის ჰოროსკოპი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ანტონის ცაპატაკისი: „ეს ჩემი თავისუფლებაა“

ნუ გადააჭარბებ სიჩქარეს - დღეს ეს მოწოდება და ამაში მოზარდების დარწმუნება ერთ-ერთი მთავარი მიზანია ანტონის ცაპატაკისისთვის, რომელიც ბერძენი პარალიმპიელი მოცურავე და მსოფლიო ჩემპიონია... 
იცით თუ არა...

სკოლაში ექსპერიმენტი ჩაატარეს - ხელების სისუფთავე პურის ნაჭრით შეამოწმეს!

შედეგი იმდენად შთამბეჭდავი გამოდგა, რომ გადაწყვიტეს, ეს ამბავი სოციალური ქსელით გაეზიარებინათ. 
ამბები

აღიარება ჩუმი გმირობისთვის

მარინა გოგიჩაიშვილი ჯიპიაი ჰოლდინგის თანამშრომელია. ის ვენის სადაზღვევო ჯგუფის ყოველწლიური კონკურსის -  ჯილდო  მოხალისეობრივი საქმიანობისათვის - AWARD IN RECOGNITION OF COMMITMENT TO VOLUNTARY ACTIVITIES გამარჯვებული გახდა. მან ჯილდო ლეიკემიით დაავადებული პაციენტების დასახმარებლად  საქველმოქმედო ორგანიზაციის დაარსებისთვის მიიღო.
დღის ჰოროსკოპი

20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ყველაზე ზარმაცებისთვის: ვისკი კაფსულებში (video)

ამ სიახლის ავტორია ალკოჰოლის შოტლანდიური ბრენდი The Glenlivet. 
მოძღვარი გვირჩევს

დღეს ქრისტიანის ცხოვრებაში პირველი საიდუმლო იღებს სათავეს

გილოცავთ ყველა ქრისტიანს - საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, ისევე, როგორც მთელი მართლმადიდებლური სამყარო, აღნიშნავს ნათლისღებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.   
დღის ჰოროსკოპი

19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რამოდენიმე დღის წინ გადაღებულმა ამ ფოტომ ბევრს იმედი ჩაუსახა

გამოუცდელი თვალისთვის ეს, უბრალოდ, ლამაზი ფოტოა, რომელზეც დედა-ვეფხვი თავის ბოკვერებთან ერთად სეირნობს, მაგრამ - მხოლოდ გამოუცდელი თვალისთვის...
დღის ჰოროსკოპი

18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?