ხრაშუნა კალათები „საამოსგან“

კულინარია

23 ოქტომბერი 12:00, 2016 წელი

ყველასათვის საყვარელი კალათების მრავალი რეცეპტი და ვარიანტი არსებობს. მათ შორის, ეს რეცეპტი იდეალური თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესოა. ექსკლუზიურად „Funtime-ს მკითხველებისთვის, ხივინის შესახვევის N2-ში მდებარე რესტორან „საამოს“ გამოცდილი შეფ-მზარეული ლევან თებიძე უგემრიელესი, ხრაშუნა კალათების რეცეპტს გვთავაზობს.  

ცომის შემადგენლობა:
მარგარინი „ონა“ - 250 გრ.
კვერცხი - 3 ცალი
შაქარი - 100 გრ.
ფქვილი - დაახლოებით, 400 გრ.
ზეთი - 100 გრ.
ვანილი - დანის წვერით.


მოხარშული კრემის შემადგენლობა:
რძე - 250 გრ.
კვერცხი - 3 ცალი
ფქვილი - 25 გრ.
შაქარი - 150 გრ.
კარაქი - 250 გრ.


ნაღების კრემი:
35%-იანი „პარლამატის“ ნაღები - 500 გრ.
შაქრის პუდრა -150 გრ.
ვანილი.


მომზადების წესი:


პირველი მოქმედება
ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული მარგარინი, კვერცხი და შაქარი ხელით აზილეთ.
დაუმატეთ ზეთი, ვანილი, ფქვილი და მოზილეთ საშუალო სისქის ცომი.
ცომი ხელზე არ უნდა გეკრობოდეთ.
გააკეთეთ ცომის ბურთულები და გადაიტანეთ კალათების ფორმებში. გაითვალისწინეთ, რომ ფორმებზე ცხიმის წასმა აუცილებელი არ არის, რადგან ცომს საკმარისი ცხიმი აქვს.
გამოაცხვეთ 200 გრადუსზე დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში.


მეორე მოქმედება
მოხარშული კრემის მოსამზადებლად ქვაბში ჩაასხით რძე, ჩაყარეთ 100 გრ. შაქარი და დაადგით გაზქურაზე.
სანამ რძე ადუღდება, კვერცხის ცილები კარგად ათქვიფეთ, დაუმატეთ დარჩენილი 50 გრ შაქარი, კვერცხის გულები და ვანილი.
ბოლოს ხის კოვზით შეათქვიფეთ ფქვილი და ეს მასა ადუღებულ რძეში გადაიტანეთ.
ხის კოვზით ურიეთ, სანამ კარგად არ შესქელდება.
ადუღებამდე მიიყვანეთ და ცეცხლიდან გადმოდგით.
ცალკე ათქვიფეთ კარაქი და ნელ-ნელა შეათქვიფეთ გაციებულ ფაფას.


მეოთხე მოქმედება
ათქვიფეთ ნაღები და კარგად რომ გასქელდება, დაუმატეთ შაქრის პუდრა.


მეხუთე მოქმედება
გამომცხვარი კალათების ფორმებში ჩადეთ, დაახლოებით, ნახევარი ჩაის კოვზი ხილის ჯემი. სასურველია, ჯემი მომჟავო არომატის იყოს.
თავზე დაადეთ მოხარშული კრემი და ბოლოს, ფორმებით დაასვით ნაღების კრემი.
გააფორმეთ თქვენი სურვილით და ფანტაზიით.

გემრიელად მიირთვით!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?