ცომოსთვის საჭიროა:
მარგარინი „ონა“ - 250 გრ.
სამარხვო მაიონეზი - 250 გრ.
შაქარი - 2 ჩ/ჭ.
სოდა - 1 ჩ/კ.
ვანილი - დანის წვერით
გახეხილი ლიმონი - 1 ცალი
ფქვილი - 6 ჭიქა
მწიკვი მარილი.
კრემისთვის საჭიროა:
ფქვილი - 1 ჭიქა
წყალი - 3 ჭიქა, მარგარინი „ვიტამი“ – 250 გრ.
ვანილი - დანის წვერით
გახეხილი ვაშლი - 2 ცალი.
შოკოლადის მინანქარი:
შაქარი -1 ჭიქა
კაკაო - 3 ს/კ.
წყალი - 3 ს/კ.
ზეთი - 1 ს/კ.
მარგარინი - 50 გრ.
მომზადების წესი:
მოქმედება 1:
დარბილებული მარგარინი, შაქარი და მაიონეზი ხელით კარგად მოზილეთ. დაუმატეთ სოდა, ვანილი, გახეხილი ლიმონი, მარილი, ფქვილი და ცომი მოზილეთ.
მოქმედება 2:
ცომი სამ თანაბარ ნაწილად გაყავით და ცხიმწასმულ კულინარიულ ქაღალდზე გამოაცხვეთ.
მოქმედება 3:
კრემის მოსამზადებლად ფქვილი და შაქარი ერთმანეთში აურიეთ.
დაუმატეთ წყალი და დაბალ ცეცხლზე განუწყვეტელი მორევით წამოადუღეთ. ფაფა რომ გაგრილდება, მარგარინი დაუმატეთ და კარგად ათქვიფეთ.
მოქმედება 4:
ნამცხვრის პირველ ფენას კრემი წაუსვით და მეორე ფენა დააფარეთ.
მეორე ფენაზე გახეხილი ვაშლი თანაბრად გადაანაწილეთ და მესამე ფენა დააფარეთ.
მესამე ფენას ისევ კრემი წაუსვით და ბოლოს შოკოლადის მიმანქარი მოასხით.
შოკოლადის მიმანქრის მოსამზადებლად, პატარა ჯამში მოათავსეთ შაქარი, კაკაო, წყალი და ზეთი.
კარგად მოურიეთ და დაბალ ცეცხლზე დადგით, რომ წამოდუღდება, მარგარინი ჩააგდეთ.
1-2 წუთი კიდევ ადუღეთ და ცეცხლიდან გადმოდგით.
გემრიელად მიირთვით!