მსოფლიო პოლიტიკოსები და მათი ბავშვობის უცნობი ფოტოები

კულინარია

28 იანვარი 22:00, 2017 წელი

„ჩვენ, ყველა, ბავშვობიდან მოვდივართ“ - ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი... 

ანგელა მერკელი
გერმანელი პოლიტიკური მოღვაწე, გერმანიის პირველი ქალი-კანცლერი ანგელა დოროთეა მერკელი (ქალიშვილობის გვარი კასნერი)1954 წლის 17 ივლისს ჰამბურგში მღვდლისა და მასწავლებლის ოჯახში დაიბადა. მერკელი ბავშვობის პერიოდზე თითქმის არასოდეს საუბრობს და არავითარ კომენტარს არ აკეთებს. 

„ეს ქალბატონი არ გამოირჩევა არც ქალური სილამაზით და არც ქარიზმით. ამომრჩევლებს, განსაკუთრებით კი ქალებს, ხიბლავთ, რომ ამ ფრიად ორდინარული გარეგნობის ქალბატონმა პოლიტიკაში თავბრუდამხვევ წარმატებებს მიაღწია“. - ასე დაახასიათა გერმანულმა „შპიგელმა“ თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი გავლენიანი ქალი.


 


 


მიხეილ გორბაჩოვი


საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი 1931 წლის 2 მარტს ჩრდილოეთ კავკასიის სოფელ პრივოლნოეში, გლეხის ოჯახში დაიბადა. ბავშვობაში კოლმეურნეობაში, კომბაინერის თანაშემწედ მუშაობდა. 1953 წელს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, სადაც მომავალი მეუღლე რაისა ტიტარენკო გაიცნო. ხელისუფლების სათავეში გორბაჩოვის ყოფნის 6 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის საგარეო ვალი ხუთ-ნახევარჯერ გაიზარდა, ხოლო ოქროს მარაგი თერთმეტჯერ შემცირდა. 

„როდესაც მივიღეთ ცნობა საბჭოთა ლიდერის იური ანდროპოვის გარდაცვალების შესახებ, ვიფიქრეთ, ხელისუფლებაში მოგვეყვანა ადამიანი, რომლის მეშვეობითაც განვახორციელებდით ჩვენს მიზნებს საბჭოთა კავშირის მიმართ (ეს იყო აზრი ჩემი ექსპერტებისა, რომლებიც მუშაობდნენ საბჭოთა კავშირზე და იყვნენ საუკეთესონი). ეს კაცი იყო მიხეილ გორბაჩოვი“ . - მარგარეტ ტეტჩერი.


 


ბორის ელცინი
რუსეთის პირველი პრეზიდენტი 1931 წლის 1-ელ თებერვალს სვერდლოვსკის ოლქის სოფელ ბუტკაში, გლეხის ოჯახში დაიბადა. ელცინის მამა 30-იან წლებში რეპრესიების ტალღაში მოყვა და დიდი ხანი საბჭოთა ბანაკებში გაატარა. პატარა ბორიამ ბავშვობაში, მინდორში თამაშის დროს, გერმანული ჭურვი იპოვა და მისი დაშლა სცადა. აფეთქების შედეგად, ერთ ხელზე რამდენიმე თითი დაკარგა. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ელცინს სამხედრო სამსახურში არასოდეს უმსახურია, თუმცა ხელის ტრავმას ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ ფრენბურთში  სპორტის ოსტატი გამხდარიყო. „ის ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა და ამის ინიციატივა, ფორმალურად მაინც, ელცინისგან მოდიოდა, მას აქცევს დაუვიწყარ ისტორიულ ფიგურად“.სოსო ცისკარიშვილი


 


ვლადიმერ ჟირინოვსკი 
სკანდალური განცხადებებით ცნობილი რუსი პოლიტიკოსი 1946 წლის 25 აპრილს ყაზახეთის დედაქალაქ ალმა-ატაში დაიბადა. ვლადიმერ ვოლფოვიჩის მამა, მდიდარი მრეწველი ვოლფ ისააკის ძე ეიდელშტეინი ებრაული სათვისტომოს გავლენიანი ლიდერი გახლდათ. ომის დროს ვლადიმერის მამა და ბევრი ნათესავი დაიღუპა, მან და მისმა ძმამ აარონმა თავი ალმა-ატაში გაქცევით გადაირჩინეს. როგორც თავად ამბობს, ვლადიმერ ვოლფოვიჩს ბავშვობაში ხშირად ებრაელს და ურიას ეძახდნენ, რაც ძალიან აღიზიანებდა. 1964 წლის 10 ივნისს ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის მომავალი ლიდერი დედის გვარზე გადავიდა, მაგრამ ალმა-ატის საქალაქო საბჭოს აღმასკომი მამის სახელის შეცვლაზე არ დასთანხმდა.


 


ჯორჯ ბუში (უმცროსი)
ამერიკის 43-ე პრეზიდენტი რესპუბლიკური პარტიიდან 1946 წლის 6 ივლისს დაიბადა. 1968 წელს იენის უნივერსიტეტი დაამთავრა. 1975 წელს კი - ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლა. 1994 და 1998 წლებში ტეხასის გუბერნატორი იყო. 2000 წელს კი ამერიკის რიგით 43-ე პრეზიდენტი გახდა. ჯორჯ ბუშმა თავის დროზე აღიარა, რომ ახალგაზრდობაში მისი ყველაზე ახლო მეგობარი Jack Daniel`s იყო, ექსპერტთა ნაწილი კი ამბობს, რომ Jack-ის მეგობარი ჯორჯი, აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი იყო.


 


ბარაკ ჰუსეინ ობამა
ამერიკის ისტორიაში რიგით 44-ე და პირველი ფერადკანიანი პრეზიდენტი 1961 წლის 4 აგვისტოს, ჰავაიზე დაიბადა. ბავშვობაში ობამა გატაცებული იყო კალათბურთის თამაშით და პროფესიონალ კალათბურთელობაზე ოცნებობდა. მოგვიანებით, არქიტექტურით დაინტერესდა, თუმცა საბოლოოდ, პოლიტიკაში აღმოჩნდა. როგორ თავად იხსენებს, როცა კოლუმბიის უნივერსიტეტში სასწავლებლად ჩავიდა, ფინანსური პრობლემები ჰქონდა და რამდენიმე ღამის ქუჩაში გათენება მოუწია. სტუდენტობის პერიოდში ნაყინის გამყიდველად და მშენებლობაზე მუშად იმუშავა. თავის მემუარებში აღიარებს, რომ ახალგაზრდობაში მარიხუანასა და კოკაინს ეტანებოდა.


 


ფიდელ კასტრო 
კუბის რევოლუციის ლიდერი, მთავრობის მეთაური და პრეზიდენტი 1926 წლის 13 აგვისტოს კუბაზე დაიბადა. ფიდელი, ისევე როგორც მისი ორი ძმა და სამი და, შაქრის პლანტატორისა და მოსამსახურე ქალის უკანონოდ შობილი ბავშვი გახლდათ. 15 წლის ასაკში, ფიდელის მშობლები ოფიციალურად დაქორწინდნენ და ის კუბური საშუალო ფენის ელიტური ნაწილის ლეგიტიმურ წევრად იქცა. 12 წლის ასაკში ფიდელ კასტრომ წერილი გაუგზავნა ამერიკის შეერთებული შტატების იმდროინდელ პრეზიდენტს, ფრანკლინ დელანო რუზველტს.
წერილში ეწერა: „პატივცემულო პრეზიდენტო, მე არასდროს მინახავს მწვანე ათდოლარიანი კუპიურა და ძალიან მინდა, მქონდეს. თქვენი მეგობარი ფიდელი“. ფრანკლინ რუზველტმა უპასუხა პატარა კუბელის წერილს, მაგრამ ათდოლარიანი კუპიურა არ გაუგზავნა. ეს ფაქტი თვით კომანდანტესაც აღუნიშნავს რამდენიმეჯერ თავის გამოსვლაში. წერილი ვაშინგტონის ნაციონალური არქივის მუზეუმშია გამოფენილი.


 


უინსტონ ჩერჩილი 
ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 1940-1945 და 1951-1955 წლებში, „დიდი სამეულის“ერთ-ერთი წევრი 1874 წლის 24 იანვარს ბლენჰეიმში დაიბადა. ჩერჩილის მამა - ლორდი რენდოლფ სპენსერ-ჩერჩილი, ჰერცოგ მალბოროს შვილი, ცნობილი პოლიტიკოსი და თემთა პალატის დეპუტატი იყო კონსერვატიული პარტიიდან. დედა - ლედი რენდოლფ ჩერჩილი მდიდარი ამერიკელი ბიზნესმენის შვილი გახლდათ. უინსტონს ბავშვობაში მეტყველების პრობლემები ჰქონდა, რომლის დაძლევაში გამუდმებული ვარჯიშები დაეხმარა. ჩეჩილის კალამს ეკუთვნის წიგნი „მეორე მსოფლიო ომის ისტორია“, რომელმაც 1953 წელს ნობელის ლიტერატურული პრემია მოუტანა. უინსტონ ჩერჩილის მთავარი და ძირითადი ოპონენტი ყოველთვის სტალინი იყო. მათ შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ საბჭოთა რუსეთის ჩამოყალიბებისა და შექმნის დროს დაიწყო. ერთ-ერთი საუბრისას ჩერჩილმა სტალინს ჰკითხა, აპატიებდა თუ არა იგი საბჭოეთის წინააღმდეგ 1918-1920 წლებში განხორციელებულ ანტანტის ინტერვენციაში მონაწილეობას? სტალინის პასუხი ლაკონიური იყო: „ყველაფერი უკვე წარსულს ჩაჰბარდა. ღმერთი გაპატიებთ“


 


სტალინი 
იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი 1878 წლის 21 დეკემბერს გორში მეწაღის იოსებ ჯუღაშვილისა და კეკე გელაძის ოჯახში დაიბადა. იოსებ ჯუღაშვილი, ჯანმრთელობის მხრივ, სუსტი ბავშვი იყო. 5 წლის ასაკში ყვავილი შეეყარა და სასწაულად გადარჩა, თუმცა, ავადმყოფობამ ნაყვავილარი სახე დაუტოვა. 1894 დაამთავრა გორის სასულიერო სემინარია და შევიდა თბილისის მართლმადიდებლურ სასულიერო სემინარიაში. მოგონებების მიხედვით, პატარა სოსო სასულიერო სასწავლებელში ერთ-ერთ საუკეთესო მოწაფედ ითვლებოდა და სწავლა წარჩინების დიპლომით დაამთავრა. მოგვიანებით, ამიერკავკასიაში მცხოვრები რუსი მარქსისტების გავლენით, რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება. სტალინის სახელს უკავშირდება როგორც 1937 წლის სისხლიანი რეპრესიების, ასევე მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების ისტორიული ფაქტები.


 


ადოლფ ჰიტლერი 
გერმანელი პოლიტიკოსი, გერმანიის ფიურერი და რაიხსკანცლერი, ნაცისტური პარტიის ლიდერი, ჰოლოკოსტისა და მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ინიციატორი 1889 წლის 20 აპრილს დაიბადა. ჰიტლერის მამის ნამდვილი გვარი იყო შიკლგრუბერი. მან გვარი ჰიტლერად 13 წლით ადრე გადაიკეთა, სანამ ადოლფი დაიბადებოდა. ადოლფმა მოგვიანებით განაცხადა, რომ მამამისისგან არაფერი გახარებია ისე, როგორც გვარის შეცვლა. ბავშვობიდან მხატვრობით იყო დაინტერესებული, ჰიტლერისთვის ხატვა მხოლოდ ჰობი არ ყოფილა. იგი ყიდდა საფოსტო ბარათებსა და ნახატებს, რათა  ვენაში ცხოვრების პერიოდში საარსებო ფული გამოემუშავებინა, თუმცა კომერციული თვალსაზრისით დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევია, ამიტომ მხატვრობაზე გულაცრუებული 25 წლის ასაკში პოლიტიკით დაინტერესდა და მალე მსოფლიოში ყველაზე სისხლისმღვრელი ომი წამოიწყო.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?