მწვანე ლობიო კვერცხით - სწრაფად მოსამზადებელი გემრიელი კერძი

კულინარია

20 ოქტომბერი 12:00, 2016 წელი

მწვანე ლობიოს მომზადების მრავალი მეთოდი არსებობს: ნიგვზით, კარტოფილით, პომიდვრით... დღეს გთავაზობთ კვერცხით მომზადებული მწვანე ლობიოს უმარტივეს რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ, მიირთვათ როგორც ცხლად, ასევე ცივად.

მწვანე ლობიოს რეცეპტს რესტორან „შატროს“ გამოცდილი კულინარი დავით გიორგბერიძე გვთავაზობს.


კერძის მოსამზადებლად საჭიროა:
მწვანე ლობიო - 1 კგ;
კვერცხი - 5 ცალი;
პომიდორი - 1/2 კილო;
ქინძი - 100 გრ;
რეჰანი - 50 გრ;
ნიორი - 50 გრ;
ხახვი - 200 გრ;
მარილი და წიწაკა - გემოვნებით.


მომზადების წესი:
მწვანე ლობიოს მოატეხეთ თავი და ბოლო, გადატეხეთ რამდენიმე ნაწილად, კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ.
როგორც კი ლობიო მოიხარშება, გადაწურეთ და გადაიტანეთ ცალკე ჯამზე. ქვაბის ძირზე მოასხით ზეთი, მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ჯამზე მოთავსებული გაწურული ლობიო ხახვიან ქვაბში გადაიტანეთ.
დაახლოებით, 5-10 წუთის შემდეგ დაამატეთ კანგაცლილი, საშუალო ზომებზე დაჭრილი  პომიდორი.
როგორც კი შეამჩნევთ, რომ პომიდორი ქვაბში კარგად მოითუშა, ჯერ დაამატეთ ათქვეფილი კვერცხი, ბოლოს კი - დაჭრილი მწვანილები, ნიორი, მარილი და პილპილი.


შენიშვნა:
მწვანე ლობიოს ხარშვის დროს დაამატეთ 1/2 ჩაის კოვზი სოდა. ასე ლობიო ფერს არ შეიცვლის.
თუკი შენიშნეთ, რომ კერძი სქელი გამოვიდა, შეგიძლიათ, ოდნავ წყალი დაამატოთ.
მწვანე ლობიოს, სურვილისამებრ, ქონდარს ან შაშკვლავს უმატებენ.

გემრიელად მიირთვით!


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?