სუპ-ხარჩოს მოსამზადებლად საჭიროა:
საქონლის ხორცი - 50 გრ;
ბულგარული წიწაკა - 2 ცალი;
მოხარშული ბრინჯი - 50 გრ;
პომიდორი - 2 ცალი;
ნიორი - 2-3 კბილი;
ხახვი - 2 ცალი;
ფისტა - 10 გრ;
ჩილის სოუსი - 10 გრ;
მცენარეული ზეთი - 25 გრ;
წყალი ან ბულიონი - 150 გრ;
ქინძი - 5 გრ;
ქონდარი;
მარილი და შავი პილპილი - გემოვნებით.
მომზადების წესი:
საქონლის ხორცი კარგად გარეცხეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით.
დაჭერით ხახვი წვრილად, ხოლო ბულგარული წიწაკა - კუბიკებად.
ასევე, დაჭერით კანგაცლილი პომიდორი.
გაარჩიეთ ნიორი და ძალიან წვრილად დაჭერით ან დაჭყლიტეთ.
შეარჩიეთ ღრმა ტაფა ან საშუალო ზომის ქვაბი, შედგით გაზქურაზე, კარგად გააცხელეთ და მოასხით ზეთი.
ქვაბში გადაიტანეთ ხახვი, ხორცი და მოთუშეთ, სანამ ოქროსფრად არ შეიბრაწება. შემდეგ, დაამატეთ ბულგარული წიწაკა და, დაახლოებით, 1 წუთით განაგრძეთ მოთუშვა.
დაამატეთ პომიდორი და ჩილის სოუსი. შემდეგ დაამატეთ ბულიონი ან წყალი და აადუღეთ.
როგორც კი ხორცი მოიხარშება, დაამატეთ კერძს ნიორი, შავი წიწაკა და მარილი.
დასასრულისთვის კი ქვაბში გადაიტანეთ მოხარშული ბრინჯი, დაამატეთ ქონდარი, მარილი, დაელოდეთ კიდევ რამდენიმე წუთი და გაზქურა გამორთეთ.
მომზადებულ წვნიანს წვრილად დაჭრილი მწვანილი და ფისტა მოაყარეთ.
შენიშვნა:
ამ კერძის მომზადება შეგიძლიათ როგორც ძროხის, ასევე, ღორის ხორცით;
მოსამზადებლად 20 წუთი დაგჭირდებათ.
გემრიელად მიირთვით!