ჩეხური „კულაიდა“ - სოკოს წვნიანი არაჟნითა და კვერცხით

კულინარია

2 თებერვალი 12:00, 2017 წელი

„კულაიდა“ ჩეხური სამზარეულოს კერძია და სახლის პირობებში ძალიან ადვილი მოსამზადებელია. არაჟნის წვნიანში მოხარშული კვერცხის დაჭერა კი, ნამდვილად, მთელი ხელოვნებაა... აუცილებლად სცადეთ.

ჩეხეთში „კულაიდას“ რეგიონების მიხედვით სხვადასხვაგვარად ამზადებენ, მაგრამ რამდენიმე პირობა უცვლელია: „კულაიდა“ ყოველთვის სოკოთი (ნებისმიერი სახეობის) და კარტოფილით მზადდება; უნდა გამოვიდეს სქელი მასა, რისთვისაც ფქვილს უმატებენ; აუცილებელია ძირა და ახალი კამა.


„კულაიდას“ მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები:
სოკო - 150 გრ;
კარტოფილი - 3 ცალი;
ხახვი - 1 ცალი;
ზეთი - 20 მლ;
არაჟანი - 3 ს/კ;
პურის ფქვილი - 1 ს/კ;
ძმარი 1 ჩ/კ;
დაფნა - 2-3 ფოთოლი;
კვერცხი - 4 ცალი;
კამა - 30 გრ;
ოხრახუში - 30 გრ;
მარილი, პილპილი, ძირა და ძმარი - გემოვნებით.


„კულაიდას“ მომზადების წესი:
გარეცხეთ სოკო გამდინარე წყალში და დაჭერით საშუალო ზომებად;

გაარჩიეთ ხახვი და დაჭერით კუბიკებად;

გაასუფთავეთ კარტოფილი, დაჭერით კუბიკებად. ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით, დაახლოებით, 2 ლიტრი ადუღებული წყალი და შედგით საშუალო ცეცხლზე ასადუღებლად;

როგორც კი ქვაბი ათუხთუხდება, დაამატეთ მას დაფნის რამდენიმე ფოთოლი;

სანამ კარტოფილი იხარშება, ზეთმოსხმულ გაცხელებულ ტაფაზე გადაიტანეთ ხახვი, სოკო და საშუალო ცეცხლზე მოთუშეთ;

პატარა ზომის ფიალაში ჩაასხით არაჟანი, დაამატეთ 1 ს/კ პურის ფქვილი, 1/2 ჭიქა წყალი და კარგად მოურიეთ, რათა ერთმანეთში გაიხსნას;

როგორც კი შენიშნავთ, რომ კარტოფილი თითქმის მოიხარშა, ჩაყარეთ ქვაბში ხახვთან ერთად მოთუშული სოკო, ცეცხლს ოდნავ დაუკელით და ადუღეთ კიდევ 15 წუთი;

შემდეგ, ქვაბში ჩაასხით არაჟანი და მუდმივად ურიეთ, რათა წვნიანი არ დაიმარკვლოს;

ახლა კი მოამზადეთ კვერცხი.
თეფშზე გატეხეთ 1 კვერცხი და ფრთხილად გადაიტანეთ მდუღარე ბულიონში, ისე რომ კვერცხის გული არ დაიშალოს.
ასე გატეხეთ დარჩენილი 3 კვერცხი და ანალოგიური მეთოდით გადაიტანეთ ქვაბში. მოკლედ, კვერცხის ქვაბში სათითაოდ გადატანა აუცილებელი პირობაა;

დაამატეთ წვნიანს მარილი, პილპილი, ცოტაოდენი ძირა და 3%-იანი ძმარი, ბოლოს კი წვრილად დაჭრილი კამა და ოხრახუში და ცეცხლი გამორთეთ.

„კულაიდა“ მზად არის!


შენიშვნა:
1 ულუფა წვნიანისთვის საჭიროა 1 კვერცხი. მაგალითად, თუკი 4 ულუფა „კულაიდას“ ამზადებთ, შესაბამისად, 4 კვერცხი დაგჭირდებათ;
„კულაიდა“ 20 წუთში მზადდება!


გემრიელად მიირთვით!


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?