ტორტისთვის დაგჭირდებათ:
ზეფირი - 1 კგ.
კარაქი - 200 გრ.
ორცხობილა „საიუბილეო“- 5 ცალი.
რძე - 1 ჭიქა,
კვერცხი - 2 ცალი,
შაქარი - 1,5 ჭიქა,
ნიგოზი და კივი - გემოვნებით.
კრემის მოსამზადებლად, ორცხობილა ბლენდერში დაფქვით.
შაქარი და კარაქი ერთმანეთში აურიეთ და დაფქული ორცხობილა დაუმატეთ. დაასხით რძე და დაბალ გაზზე, შეუჩერებელი მორევით, ადუღებამდე მიიყვანეთ. კრემი კარგად რომ გასქელდება (არ უნდა ადუღდეს) ცეცხლიდან გადმოდგით და გააცივეთ. დაუმატეთ ათქვეფილი კარაქი და კიდევ კარგად ათქვიფეთ.
ზეფირი ფართო ლანგარზე ამ თანმიმდევრობით დაალაგეთ:
1-ლი ფენა - ზეფირი, მე-2 ფენა - ნიგოზი, მე-3 ფენა - კრემი, მე-4 ფენა - კივი და ა.შ. ბოლო ფენა კრემი უნდა იყოს.
მზა ტორტი ნიგვზით ან ნუშის ლებნებით გააფორმეთ და ქოქოსის ფანტელი მოაფრქვიეთ. გემრიელად მიირთვით.
შენიშვნა:
ტორტი შეგიძლიათ, კივისა და ნიგვზის გარეშეც გააკეთოთ.