უგემრიელესი „ქოხი“ ცხობის გარეშე

კულინარია

26 თებერვალი 12:00, 2017 წელი

ნაზი კრემისა და საინტერესო ფორმის წყალობით, ეს უგემრიელესი ტორტი სრულიად აკმაყოფილებს საზეიმო სუფრის ყველა მოთხოვნას. ტორტის გასაკეთებლად ცომთან მუშაობა არ დაგჭირდებათ, სამაგიეროდ რთული შემადგენლობის კრემის გაკეთება აუცილებლად მოგიწევთ.

„ქოხის“ კრემისთვის დაგჭირდებათ:


კვერცხი - 1 ცალი 
შაქარი - 1 ჭიქა 
რძე - ½ ჭიქა,
კარაქი - 200 გრ.
ხაჭო - 500 გრ.
კაკაო - გემოვნებით.

ფენებისთვის დაგჭირდებათ:
ოთხკუთხედი ფორმის, ფხვიერი ორცხობილა (პეჩენია) – 45 ცალი
ბანანი - 2 ცალი.

მინანქარი:
შაქარი - 3 ს/კ.
კაკაო - 2 ს/კ.
კარაქი - 50 გრ.
რძე - 3 ს/კ.

მომზადების წესი:

კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ, შეურიეთ რძე და დაბალ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ.
კარგად რომ გასქელდება, გადმოდგით.
ცალკე ათქვიფეთ კარაქი და გაციებულ კრემს შეურიეთ. მანამდე თქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ამის შემდეგ დაამატეთ ხაჭო და კიდევ ათქვიფეთ.

კულინარიულ პარკზე ლამაზად დაალაგეთ ორცხობილების პირველი ფენა (სიგრძეში 5 ცალი და სიგანეში 3). კრემის 1/3 წაუსვით და ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ.
დარჩენილი კრემი ორ ნაწილად გაყავით და ერთ ნაწილს კაკაო შეურიეთ.

კრემწასმულ ფენაზე ორცხობილების მეორე ფენა დაალაგეთ და კაკაოიანი კრემი გადაუსვით.

მესამე, საბოლოო ფენას ისევ თეთრი კრემი წაუსვით და შუა რიგის მთელ სიგრძეზე ბანანი გააყოლეთ.

შემდგომი მოქმედება ხელების სიმარჯვეს მოითხოვს, ამიტომ ფოტოებს კარგად დააკვირდით.
კულინარიული პარკის დახმარებით, ნამცხვარს ქოხის ან სახლის ფორმა უნდა მისცეთ. როგორც კი ამას მოახერხებთ, ნამცხვარი 4 საათით ან უკეთესია, მთელი ღამით მაცივარში შედგით. კრემი ორცხობილებს დაარბილებს და „ქოხი“ საოცრად ნაზი გამოვა.

ტორტი მაცივრიდან გამოიღეთ, პარკი შემოაცალეთ და მინანქარი გადაავლეთ.

მინანქრის მოსამზადებლად, შაქარი და კაკაო ერთმანეთში აურიეთ. დაუმატეთ მცენარეული ცხიმი, ცხელი რძე და ადუღებამდე მიიყვანეთ.  
მზა მინანქარი„ქოხს“ გადავლეთ და თქვენი გემოვნებით მორთეთ.

გემრიელად მიირთვით!


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?