სამარხვო რეცეპტები

სამარხვო ტოლმა - ჯანსაღი და ნოყიერი კერძი

fun time

12:00 ორშ. 5 აპრილი, 2021 წელი

კომბოსტოს ტოლმა

14
დაკოპირებულია

კომბოსტოს ტოლმა ბრინჯით და ბოსტნეულით საუკეთესო კერძია იმისთვის, რომ მარხვის პერიოდში ორგანიზმს აუცილებელი ვიტამინებიც მიაწოდოთ და გემრიელადაც დანაყრდეთ.

სამარხვო ტოლმის მოსამზადებლად მოიმარაგეთ:

  • ბრინჯი - 400 გრ
  • კომბოსტო - 1,5 კგ
  • ბულგარული წიწაკა (მწვანე და წითელი) – 250 გრ
  • პომიდორი - 200 გრ
  • ხახვი - 100 გრ
  • სტაფილო - 150 გრ
  • ნიორი - 1 კბილი
  • ხმელი სუნელი - 2 ს/კ
  • სოკო - 15 გრ
  • ზეთი - 100 მლ
  • ნიგოზი - 4 ს/კ, მსხვილად დაჭრილი
  • კამა - ნახევარი კონა
  • ტომატი - 2 ს/კ
  • ბოსტნეულის ბულიონი - 500 მლ
  • მარილი - გემოვნებით

მომზადების წესი:

დაარბილეთ კომბოსტოს ფურცლები - გააჩერეთ ადუღებულ წყალში 10 წუთით. ამოიღეთ, გაწურეთ და მოაჭერით მაგარი მხარეები. თუკი კომბოსტოს ფოთოლი დიდია, შუაშიც გაჭერით.

შიგთავსის მომზადება:

სოკო გაარჩიეთ და დაასხით მდუღარე წყალი. 15 წუთის შემდეგ გადაწურეთ.

დაჭერით ხახვი და ნიორი და ერთად მოთუშეთ ზეთში.

მოთუშულ ხახვსა და ნიორს დაუმატეთ ძალიან წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, გახეხილი სტაფილო, დაჭყლეტილი ნიორი, ტომატი, ხმელი სუნელი და მსხვილად დაჭრილი ნიგოზი. ეს ყველაფერი აურიეთ ბრინჯში და მოთუშეთ 1-2 წუთის განმავლობაში.

შემდეგ დაასხით 50 მლ. წყალი. ისევ მოთუშეთ, სანამ მთელი სითხე არ ამოშრება. ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი კამა და დაელოდეთ გაციებას.

გაშალეთ კომბოსტოს ფოთლები. მათზე სათითაოდ მოათავსეთ შიგთავსი და გადაახვიეთ.
ქვაბში ტოლმის ნაჭრები მჭიდროდ ჩააწყვეთ. დაასხით ბოსტნეულის ბულიონი. ზემოდან დაალაგეთ დაჭრილი პომიდორი.

ქვაბს მჭიდროდ დაახურეთ და შედგით საშუალო ცეცხლზე 40 წუთის განმავლობაში.
როგორც კი ბულიონი ადუღდება, თავსახური მოხადეთ და კიდევ 10-12 წუთით განაგრძეთ ხარშვა.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სამარხვო ბისკვიტი მანანის ბურღულით

სამარხვო ბისკვიტი

შოკოლადის სამარხვო ორცხობილა „ბრაუნ...

შოკოლადის სამარხვო
ორცხობილა „ბრაუნი“

სამარხვო კრემი ნებისმიერი ტორტისა თ...

მოხარშული კრემი წყლით

შემწვარი გოგრა ტაფაზე - კარტოფილივი...

შემწვარი გოგრა ტაფაზე

ვემზადებით ზამთრისთვის - ბულგარული...

დატენილი ბულგარული

ყაბაყის მწნილი სტერილიზაციის გარეშე

ყაბაყის მწნილი
სტერილიზაციის გარეშე

მწვანე ლობიო ნიგვზით იმერულად

მწვანე ლობიო ნიგვზით
იმერულად

ბოსტნეულის კატლეტი - დაბალკალორიული...

ბოსტნეულის კატლეტი

უხორცო წვნიანი პიტნით

უხორცო წვნიანი პიტნით