საჭირო პროდუქტი:
ფხვიერი ორცხობილა („პეჩენია“) – 600 გრ.
მოხარშული შესქელებული რძე - 500 გრ.
კარაქი - 100 გრ.
არაჟანი - 2 ს/კ.
შოკოლადი - 30 გრ.
დაჭრილი ნიგოზი - გემოვნებით
ვანილი - დანის წვერით
მომზადების წესი:
ორცხობილა ხელით კარგად დაფშვენით.
მოხარშული შესქელებული რძე მიქსერით კარგად ათქვიფეთ. დაუმატეთ არაჟანი, დარბილებული კარაქი და რამდენიმე წუთი კიდევ თქვიფეთ. ბოლოს კრემში დაუმატეთ დაჭრილი, მოხალული ნიგოზი და ვანილი.
კრემი და დაფშვნილი ორცხობილა ერთმანეთში კარგად აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. მომზადებული მასა ფართო ლანგარზე გადაიტანეთ. ლამაზი ფორმა მიეცით და თავზე შოკოლადი მოახეხეთ.
მზა ტორტი მაცივარში 1 საათი გააჩერეთ.
გემრიელად მიირთვით!