კატლეტი გოგრითა და კარტოფილით - ჯანსაღი სამარხვო კერძი

კულინარია

23 მარტი 12:00, 2017 წელი

გაამრავალფეროვნეთ სამარხვო მენიუ, რისთვისაც მინიმალური დრო დაგეხარჯებათ...

სამარხვო კატლეტის მოსამზადებლად საჭიროა:
გოგრა - 1 კგ;
ხახვი - 2 ცალი;
კარტოფილი - 1 ცალი;
მწვანილები: კამა, ოხრახუში, მწვანე ხახვი, ბაზილიკი
მანანის ბურღული -1/2 ჭიქა;
წყალი - 1 ჭიქა;
ზეითუნის ზეთი - 3 ს/კ;
საფანელი - რამდენსაც მოითხოვს;
მარილი და პილპილი - გემოვნებით.


მომზადების წესი:
გახეხეთ გოგრის რბილობი წვრილ სახეხზე, მოათავსეთ ღრმა ტაფაში, დაამატეთ ზეითუნის ზეთი, წვრილად დაჭრილი ხახვი და გახეხილი უმი კარტოფილი.
შედგით საშუალო ცეცხლზე და მოთუშეთ 20 წუთის განმავლობაში.
მოთუშულ ბოსტნეულს მოაყარეთ მანანის ბურღული და საგულდაგულოდ აურიეთ.
განაგრძეთ მოთუშვა კიდევ 10 წუთით და გაზქურა გამორთეთ.


როგორც კი მოთუშული ბოსტნეული შეგრილდება, დაამატეთ მარილი, შავი პილპილი და წვრილად დაჭრილი მწვანილები.
კარგად გადაურიეთ, მიეცით კატლეტის ფორმა, ამოავლეთ საფანელში და შეწვით მცენარეულ ზეთში ორივე მხრიდან.


სამარხვო კატლეტისთვის შეგიძლიათ, სპეციალური სოუსიც მოამზადოთ:
პატარა ქვაბში ჩაასხით ზეითუნის ზეთი, დაამატეთ გახეხილი ნიორი, შედგით დაბალ ცეცხლზე და მოთუშეთ, სანამ ნიორი ოდნავ ფერს შეიცვლის - გამოგივათ ნივრიანი ზეთი. მოასხით სამარხვო კატლეტს და გემრიელად მიირთვით.


შენიშვნა:
მოთუშულ ბოსტნეულს სურვილისამებრ შეგიძლიათ, სუნელებიც მოაყაროთ;
სოუსის მომზადების დროს ნიორი ზეითუნის ზეთში კარგად უნდა გაიხსნას;
სამარხვო კატლეტების მოსამზადებლად ნახევარი საათი დაგჭირდებათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?