„ხბოს ხორცის ტაფა“ - კერძი ნამდვილი გურმანებისთვის

კულინარია

30 მარტი 12:00, 2017 წელი

მადისაღმძვრელი და არომატული „ხბოს ხორცის ტაფა“, რომლის რეცეპტს რესტორან „ავალონის“ შეფ-მზარეული გვიზიარებს, სახლის პირობებშიც მარტივი მოსამზადებელია. სულ რაღაც, 20 წუთი და უგემრიელესი კერძი მზად არის. სცადეთ!

„ხბოს ხორცის ტაფის“ მოსამზადებლად დაგჭირდებათ:



ხბოს ხორცი - 230 გრ;
ხახვი - 80 გრ;
წითელი ბულგარული - 80 გრ;
ჩილი - 50 გრ;
ქამა სოკო - 120 გრ;
წითელი ღვინო - 150 გრ;
ნიორი - 2 კბილი;
მარილი და თეთრი პილპილი - გემოვნებით.


მომზადების წესი:
ხბოს ხორცი გარეცხეთ და დაჭერით საშუალო ზომებად.
დადგით ტაფა გაზქურაზე, დაასხით ზეთი და როგორც კი კარგად გაცხელდება, დაჭრილი ხორცი ტაფაზე გადაიტანეთ და ორივე მხრიდან შეწვით.


პარალელურად, ცალკე ზეთიან ტაფაზე დაყარეთ კუბიკებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა. დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაჭყლეტილი ნიორი, სოკო და მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე.


10 წუთის შემდეგ მოთუშული ბოსტნეულის ტაფაში ჩააწყვეთ შემწვარი ხორცი, დაასხით წითელი ღვინო, დაამატეთ ჩილი, მარილი, თეთრი პილპილი, საგულდაგულოდ მოურიეთ და 2 წუთის შემდეგ გამორთეთ.
კერძი მზად არის. 


შენიშვნა:
შეეცადეთ, ბოსტნეული ისე მოთუშოთ, რომ ძალიან არ დარბილდეს და ხრამუნა იყოს;
როდესაც ტაფაზე წითელ ღვინოს დაასხამთ, კერძს ცეცხლი გაუჩნდება, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ. ფრთხილად, ნელ-ნელა და ოდნავ შორიდან დაასხით;
„ხბოს ხორცის ტაფის“ მოსამზადებლად 20 წუთი საკმარისია.


გემრიელად მიირთვით!


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?