უნაზესი ბრაუნის ჩიზქეიქი

კულინარია

2 აპრილი 12:00, 2017 წელი

ეს ნამცხვარი პირდაპირ ენის წვერზე დნება და ტკბილეულის მოყვარულს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.

ბრაუნის ჩიზქეიქის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
შავი შოკოლადი - 175 გრ.
კარაქი - 115 გრ.
შაქარი - 175 გრ+175 გრ
კვერცხი - 3 ცალი,
კაკაო - 40 გრ.
ფქვილი - 80 გრ.
ჟელატინი - 12 გრ.
33%-იანი ნაღები - 150 გრ.
ხაჭოს ყველი - 650 გრ.
თხილის კარაქი - 250 გრ.
თხილის ორცხობილა „ორეო“


მომზადების წესი:


ორთქლზე გაადნეთ შოკოლადი და კარაქი. როცა შოკოლადი მთლიანად გადნება, დაუმატეთ შაქარი და კიდევ რამდენიმე წუთი ურიეთ.


კვერცხების ცილები და გულები გააცალკევეთ. შოკოლადიან მასაში განუწყვეტელი მორევით დაუმატეთ ორი კვერცხის ცილა და ერთი კვერცხის გული. დაუმატეთ კაკაო და სულ ბოლოს ფქვილი.


როცა მასა ერთგვაროვანი გახდება, ჩაასხით დაახლოებით 18-20 სმ-ის დიამეტრის მქონე კვადრატულ ან მრგვალ, ცხიმწასმულ ფორმაში და 180 გრადუსზე, 20-30 წუთის განმავლობაში აცხვეთ.


ფურცლოვანი ჟელატინი ცივ წყალში ჩაალბეთ. თუ დაფქვილი ჟელატინი გაქვთ, მაშინ მისი დალბობა 70 გრ. წყალში მოგიწევთ.


ნაღები და 150 გრ შაქარი ქვაბში მოათავსეთ, კარგად აურიეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ.


ერთმანეთში კარგად აურიეთ „ხაჭოს ყველი“ (შეიძლება საცერში გატარებული ხაჭო) და თხილის კარაქი.


80 გრადუსზე გაცხელებულ ნაღებში შეურიეთ დამბალი და გამდნარი ჟელატინი, კარგად მოურიეთ და ხაჭოიან მასაში ნელ-ნელა ჩაასხით. ბოლოს დაუმატეთ ნატეხებად დატეხილი ორცხობილა და მოურიეთ.


შეარჩიეთ ფორმა, რომელსაც გვერდები ეხსნება. მოათავსეთ შიგნით გამომცხვარი ბისკვიტი და თავზე მოასხით მომზადებული გულსართი. სასურველია, რომ ფორმაში დაახლოებით ნახევარი სმ. თავისუფალი ადგილი დატოვოთ. ფორმა, დაახლოებით, 6-8 საათით მაცივარში მოათავსეთ. შემდეგ გამოიღეთ, გვერდები მოხსენით და მზა ნამცხვარს გამდნარი შოკოლადი მოასხით.


გემრიელად მიირთვით!


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?