კალმახი ბოსტნეულით - ჯანსაღი და ნოყიერი სიამოვნება!

კულინარია

13 აპრილი 12:00
292

კალმახი, ქამა სოკო, ბულგარული წიწაკა, ჩილი, თეთრი მშრალი ღვინო - უკვე იგრძენით, როგორი არომატული კერძი იქნება? მის მომზადებას რესტორან „ავალონის“ შეფ-მზარეულის რეცეპტით სახლის პირობებშიც მარტივად შეძლებთ.

მოსამზადებლად საჭირო პროდუქტი:


კალმახი - 1 ცალი;
წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა - 200 გრ;
ხახვი - 80 გრ;
სტაფილო - 80 გრ;
ქამა სოკო - 100 გრ;
თეთრი მშრალი ღვინო - 120 გრ;
ჩილი - 50 გრ;
ლიმონი - 1 პატარა;
მარილი, თეთრი პილპილი - გემოვნებით;


მომზადების წესი:
წვრილად დაჭრილი ხახვი მოთუშეთ ზეთში.
დაამატეთ რგოლებად დაჭრილი სტაფილო.
როგორც კი ოდნავ მოითუშება, დაამატეთ კუბიკებად დაჭრილი სოკო, შემდეგ გრძლად დაჭრილი წითელი ბულგარული და ბოლოს მწვანე ბულგარული. განაგრძეთ მოთუშვა, დაახლოებით, 10-12 წუთი.
შემდეგ დაამატეთ თეთრი მშრალი ღვინო, მარილი და წიწაკა გემოვნებით. გაზქურის გამორთვამდე რამდენიმე წუთით ადრე დაასხით კერძს ჩილი და ლიმონის წვენი.


გადმოიღეთ ბოსტნეული მოზრდილ თეფშზე. გვერდით მიუდეთ გრილზე შემწვარი კალმახი და გემრიელად მიირთვით.


შენიშვნა:
კერძის  მოსამზადებლად 20 წუთი საკმარისია;
ბოსტნეულის მოსათუშად უმჯობესია, ღრმა ტაფა შეარჩიოთ;
ღვინოს დასხმისას ტაფაზე ცეცხლი გაჩნდება, ამიტომ ფრთხილად დაასხით.