პიცა „პეპერონი“ – რესტორან „ავალონის“ ექსკლუზიური რეცეპტით!

კულინარია

4 მაისი 12:00, 2017 წელი

უგემრიელესი „პეპერონის“ მომზადება სახლის პირობებშიც მარტივია, თუკი რესტორან „ავალონის“ რეცეპტით იხელმძღვანელებთ.

თავდაპირველად უნდა მოამზადოთ ცომი, შემდეგ სპეციალური სოუსი და ბოლოს თავად „პეპერონი“.

ცომის მომზადება:
პურის ფქვილი - 175 გრამი;
თბილი წყალი - 125 გრ;
საფუარი - 1 ჩ/კ;
შაქარი - 2 გრ;
მარილი - 2 გრ;
ზეითუნის ზეთი - 1 ს/კ;

ფქვილი მოზრდილ ჯამში ჩაყარეთ. დაასხით ზედ თბილი წყალი და დაიწყეთ ცომი მოზელა. როგორც კი ფქვილი წყალში გაიხსნება, დაამატეთ საფუარი, შაქარი, მარილი და ბოლოს ზეითუნის ზეთი. კიდევ კარგად გადაურიეთ, თბილად შეფუთეთ და დადგით ნახევარი საათით. როგორც კი ცომი ამოვა, გუნდები ამოიღეთ და პიცის მომზადებას შეუდექით. 

სოუსის მომზადება:
წვრილად დაჭრილი ხახვი მოთუშეთ ზეთში.
დაამატეთ 2 კბილი ნიორი, ნახევარი კილო კონსერვირებული პომიდორი, მარილი, პილპილი და ორეგანო.
როგორც კი ეს მასა კარგად მოითუშება, დააბლენდერეთ. დაელოდეთ მის გაგრილებას, შემდეგ ქილაში გადაიტანეთ და მაცივარში შეინახეთ. 

„პეპერონის“ მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ძეხვი პეპერონი - 50 გრ;
ცომი - 160 გრ;
ყველი მოცარელა - 100 გრ;
ტომატის სოუსი - 30 გრ;
ზეითუნის ზეთი - 5 გრ;
ზეთის ხილი (შერეული) - 10 გრ;
ორეგანო - 2 გრ. 

მომზადების წესი:
საგულდაგულოდ გააბრტყელეთ ცომი და გადაიტანეთ თუნუქის ფირფიტაზე (ჟარონაზე). გადაუსვით ზედ სპეციალური სოუსი ისე, რომ მთლიან ცომზე თანაბრად გადაანაწილოთ.
შემდეგ მოაყარეთ გახეხილი ყველი, ზედ დაალაგეთ მრგვალად დაჭრილი პეპერონი, ზეთის ხილი, მოაყარეთ ორეგანო და შედგით 250 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 6-7 წუთით.
როგორც კი პიცის ზედაპირი შეწითლდება და მოიბრაწება, გამოიღეთ ღუმელიდან და გემრიელად მიირთვით.


შენიშვნა:
სპეციალური სოუსი შეგიძლიათ, გამოიყენოთ მაკარონზე, ხორცზე, ლაზანიაზე და ა.შ. მოსასხმელად.
თუკი ცომის მოსაზელად დრო ან საჭირო მასალები არ გაქვთ, შეგიძლიათ პიცა ნაყიდი ცომით მოამზადოთ.
პიცის მომზადების დროს გაითვალისწინეთ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ცომი აუცილებლად მაქსიმალურად თხელი უნდა იყოს;
ჩვენ მიერ ცომისთვის მითითებული პროდუქტის რაოდენობიდან 6 ულუფა პიცის გუნდა ამოგივათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?